საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93566

1910

ტიპი: განათლება

1910-იან წლებში ლეო კერესელიძე ცოდნას იღრმავებდა ბერლინსა და სორბონაშიც.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910-იან წლებში ლეო კერესელიძე ევროპის წიგნთსაცავებსა და მუზეუმებში იკვლევდა დიპლომატიურ ურთიერთობებს.

1910

ტიპი: ავტორობა

1910-იან წლებში ლეო კერესელიძე ევროპაში ყოფნისას წერდა მოთხრობებს.

1910

ტიპი: ავტორობა

ლეო კერესელიძის მოთხრობების კრებული სათაურით „აღმოსავლური ფანტაზიები“ ნათარგმნია ფრანგულიდან სხვა ევროპულ ენებზე.

1910

ტიპი: ავტორობა

1910-იან წლებში ლეო კერესელიძის შექმნილ მოთხრობების კრებულს „აღმოსავლური ფანტაზიები“ წინ უძღოდა საქართველოს მოკლე ისტორია.

1910

ტიპი: ავტორობა

1910-იანი წლებში ლეო კერესელიძე პუბლიცისტური საქმიანობით იყო დაკავებული.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910-იანი წლებში ლეო კერესელიძე პუბლიცისტურ კვლევებს ატარებდა, განსაკუთრებით სამხედრო მიმართულებით.

1910

ტიპი: განათლება

1910 წელს ზაქარია ყიფშიძემ პირველი თანრიგით დაასრულა საინტენდანტო სასწავლებელი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის შემდეგ ზაქარია ყიფშიძე დროდადრო საკუთარ ნაწარმოებებსა თუ წერილებს აქვეყნებდა ჟურნალ-გაზეთებში.

1910

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის 1910 წელს გიორგი ერისთავი წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს მახვილებით.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910-იან წლებში გიორგი ერისთავს აგრეთვე მიღებული ჰქონდა საფრანგეთის „საპატიო ლეგიონის“ ორდენის კომანდორის ჯვარი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910-იან წლებში გიორგი ერისთავს აგრეთვე მიღებული ჰქონდა იტალიის „წმინდა მავრიკის და წმინდა ლაზარეს“ ორდენის კომანდორის ჯვარი.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910-იან წლებში ირაკლი ვეზირიშვილი გენერალ პავლე ციციანოვის 156-ე ელისავეტპოლის ქვეით პოლკში მსახურობდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910-იან წლებში ევგენი იმნაძე მე–3 გრენადერთა პერნოვის პოლკში მსახურობდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910-იან წლებში ევგენი იმნაძე მე–15 სამწყობრო პოლკის ბატალიონში მსახურობდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წელს ალექსანდრე ჭავჭავაძე საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1910

ტიპი: თანამდებობა

1910 წლიდან გიორგი კვინიტაძე ლაიბ-გვარდიის მინგრელსკის მე-16 პოლკში ასეულის მეთაურად მსახურობდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების შემოსავალი 3424 მანეთსა და 87 კაპიკს შეადგენდა, გასავალი – 1923 მანეთსა და 78 კაპიკს.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 29 ნოემბერს დანიშნული საზოგადო კრება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გადაიტანა 6 დეკემბერს, რადგან ნატო გაბუნია-ცაგარლის იუბილეს ემთხვეოდა.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 26 დეკემბრიდან 1910 წლის 2 იანვრამდე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივნის მოვალეობას სამსონ ფირცხალავას მაგივრად ლუარსაბ ბოცვაძე ასრულებდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ნინო ორბელიანის თხოვნა დახმარების თაობაზე. უსახსრობის გამო გამგეობამ მას უარი უთხრა.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 23 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ნიკოლოზ შიუკაშვილის წინადადება, მისგან შეწირულობად მიეღოთ ორი პიესა, რომლებსაც ავტორი თავისი ხარჯით გამოსცემდა.

1909

ტიპი: სტატუსი

1909 წლის 23 დეკემბერს დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე და პეტრე სურგულაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე სამუზეუმო კომისიის წევრებად აირჩიეს.