რეგისტრირებული ფაქტები92236
სორტირება თარიღი კლებადობით
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 11 დეკემბერს მიხეილ ბახტაძე ყალამშიის სკოლის მასწავლებლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 11 დეკემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, იაკობ სოლომონის ძე ღულაძე, პეტრე როსტომის ძე სურგულაძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 6 დეკემბერს ალექსანდრე ერისთავს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.
1908
ტიპი: პირადი ინფორმაცია
გიორგი გრიგოლის ძე ქავთარაძე დაიბადა 1908 წლის დეკემბერში სოფელ ცხრაწყაროში.
1908
ტიპი: თანამდებობა
1908 წლის 28 ნოემბერს ვასილ გაბაშვილს გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 27 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სამსონ გიორგის ძე ფირცხალავას მოხსენება ივანე სარაჯიშვილის მიერ საზოგადოების სასარგებლოდ კონცერტის გამართვის შესახებ. გამგეობამ ამ საქმის მოგვარება პეტრე როსტომის ძე სურგულაძეს დაავალა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 27 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოების სამი სექცია დაარსდა: ადმინისტრაციული, სასკოლო და ისტორიულ-არქეოლოგიური.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 27 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იასონ მოსეშვილის განცხადება ვასილ პეტრიაშვილის ქვრივის მიერ საზოგადოებისთვის ქმრის ბიბლიოთეკის შეწირვის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 27 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, პეტრე როსტომის ძე სურგულაძე, იაკობ სოლომონის ძე ღულაძე და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 20 ნოემბერს სტიპენდიატმა გერონტი ქიქოძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 25 მანეთი სთხოვა. ეს თანხა შემდეგი თვის სტიპენდიებიდან გამოერიცხებოდა. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 20 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1908 წლის 8-დან 20 ნოემბრამდე საზოგადოებაში შევიდა 1208. 79 მანეთი და დაიხარჯა – 701. 49.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 20 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ საზოგადოებას სალაროში ჰქონდა 1084. 99 მანეთი, სახელდახელო ანგარიშზე – 6044. 86 და შენახული თანხა – 9502. 92.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 20 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ლანჩხუთის მოსახლეობის თხოვნა გურიის ბიბლიოთეკებისთვის შეწირული თანხიდან 50 მანეთის წიგნების გაგზავნის შესახებ. გამგეობამ მათი სურვილი დააკმაყოფილა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 20 ნოემბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, პეტრე როსტომის ძე სურგულაძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და სამსონ გიორგის ძე ფირცხალავა დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1908
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის 18 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ქალთა წრის წარმომადგენლების – ნინო ყიფიანის, ელისაბედ ორბელიანის, ნინო ჯორჯაძის – განცხადება, რომ გამგეობას დაედგინა ქალთა წრის დამოკიდებულება წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან.

