საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90405

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ნ. დავითიშვილის სტატია ბესარიონ ლევანის ძე ღოღობერიძის შესახებ. სტატიიდან ვიგებთ თუ როგორი პიროვნება და მამულიშვილი იყო ბესარიონ ღოღობერიძე.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ალექს ბუვიეს რომანი „იზა“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 9 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილი ჟან ბატისტ მოლიერის კომედია „ეჭვით ავადმყოფი“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 9 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა პეტრე უმიკაშვილის მიერ თარგმნილი გაბრიელ სუნდუკიანცის თხზულება „ვარინკას ვეჩერი“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 11 აპრილის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა პეტრე უმიკაშვილის მიერ თარგმნილი გაბრიელ სუნდუკიანცის თხზულება „ვარინკას ვეჩერის“ გაგრძელება.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879 წლის 11 აპრილის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ ხელის მოწერა თბილისში მიიღებოდა გრიგოლ ჩარკვიანის მაღაზიაში და ქუთაისში - ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 11 აპრილის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ი. ი.-ძეს სტატია ბათუმის ოლქში არსებული მდგომარეობის შესახებ.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 11 აპრილის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაზე გენერალი კონსტანტინე მამაცაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ თავადებსა და აზნაურებს თავიანთი შემოსავლით დაეარსებინათ საკუთარი გიმნაზია.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 11 აპრილის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ თეატრის სცენაზე ილია ჭავჭავაძის არაერთი ნაწარმოები დაიდგა, მათ შორის „გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენები“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 9 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა აკაკი წერეთლის ლექსი „ჩემს მეგობარს“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 9 მაისს ჟურნალ „ივერიაში“ გრიგოლ ორბელიანის ლექსი „ფსალმუნი“ დაიბეჭდა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 9 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის პოემა „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 9 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანის „ოსმალეთის თათრები და აღმოსავლეთის საქმე“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 9 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა დავით მაჩაბლის ლექსი „რა ჰქნას გულმან, რომ ჭმუნვა არ მოეხსნეს?“.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 9 მაისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის მიერ თარგმნილი ალექს ბუვიეს რომანის „იზა“ მეორე ნაწილი.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 26 ივლისის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის პოემა „დედა და შვილი“.

1827

ტიპი: თანამდებობა

1827 წლის 16 მარტს ინფანტერიის გენერალი ივანე თედორეს ძე პასკევიჩი დაინიშნა კავკასიის ცალკეული კორპუსის მთავარსარდლად.

1827

ტიპი: ღონისძიება

1827 წლის 19 ოქტომბერს გენერალმა გიორგი იესეს ძე ერისთავმა აიღო თავრიზი.

1827

ტიპი: ღონისძიება

1827 წლის 6 ნოემბერს გენერალი ივანე თედორეს ძე პასკევიჩი შეხვდა აბას-მირზას.

1829

ტიპი: ღონისძიება

1829 წლის 15 ივნისს თბილისში ჩამოვიდა სწავლულთა ექსპედიცია დერპტის უნივერსიტეტის პროფესორის, პაროტის ხელმძღვანელობით.

1829

ტიპი: ღონისძიება

1829 წლის 15 ივნისს თბილისში ჩამოსულ ექსპედიციას პროფესორ პაროტის ხელმძღვანელობით გამოკვლევები უნდა ჩაეტარებინა არარატის მთაზე.

1829

ტიპი: ღონისძიება

1829 წლის 19 ივნისს გენერალ-ადიუტანტმა ივანე თედორეს ძე პასკევიჩმა თურქეთის სერასკირი გაკი-ფაშა დაამარცხა დაბა კაინლისთან.

1829

ტიპი: ღონისძიება

1829 წლის 20 ივნისს ივანე თედორეს ძე პასკევიჩმა თურქეთის სერასკირი გაკი-ფაშა ტყვედ აიყვანა.

1829

ტიპი: ღონისძიება

1829 წლის 27 სექტემბერს პროფესორმა ივანე ეგორის ძე პაროტმა არარატის მთა დალაშქრა.

1830

ტიპი: თანამდებობა

1830 წლის პირველ მარტს ჭარ-ბელაქნის ოლქის ხელმძღვანელად დაინიშნა გენერალ-მაიორი თედორე ალექსანდრეს ძე ბეკოვიჩ-ჩერკასკი.