საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92236

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლუი დიუ პლესს სურდა კავკასია არქეოლოგიურად გამოეკვლია.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 25 მარტს ივანე იაგორის ძე ფითოევს სახლიდან მოპარეს 400 მანეთის ღირებულების ოქროს ბეჭედი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე მ. ოპეკუშენი პეტერბურგში კავკასიისთვის ამზადებდა მიხეილ ლერმონტოვის ძეგლს, რომელსაც ტანის ნაწილი ოთხ არშინზე მეტი ექნებოდა. გაზეთი „Новости“ წერდა, რომ ძეგლი ხარისხიანად იყო გაკეთებული.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბეზირგანოვი დამსახურებული სახელმწიფო მოხელე იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდროვი პოლიციელი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პოლიციელმა ალექსანდროვმა დააკავა დუბოვიკი ნაბადის ქურდობის ბრალდებით, თუმცა ბრალდებული არ აღიარებდა დანაშაულს და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დუბოვიკი ქურდობისთვის ნასამართლევი იყო.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ცხენების ცნობილი ქურდი ყურბან მამაი-ოღლი პოლიციამ დააკავა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბეზირგანოვი თავისივე თხოვნით სამსახურიდან დაითხოვეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბეზირგანოვი თბილისის ფოსტის გამგებელი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბეზირგანოვი ქუთაისის, ყარსის და ერევნის გუბერნიების გამგებელი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბეზირგანოვი სახელმწიფო მრჩეველი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შეპუნოვი ყუბანის ფოსტისა და შავი ზღვის ოლქის გამგებელი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 1-ლი აპრილიდან მიტროფანე ბოგუცკი მთავარმართებლობის განკარგულებით, თბილისის ოლქის ტელეგრაფის გამგებლის თანამდებობიდან ფოსტა-ტელეგრაფის გამგებლად გადაიყვანეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 1-ლი აპრილიდან ბელიავსკი მთავარმართებლობის განკარგულებით, თბილისის ოლქის ტელეგრაფის გამგებლის თანაშემწედ დანიშნეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 1-ლი აპრილიდან სოკოლოვი მთავარმართებლობის განკარგულებით, თბილისის, ზაქათალის, ქუთაისის, ერევნის გუბერნიების ფოსტის გამგებლის თანაშემწის თანამდებობიდან თბილისის საგუბერნიო ფოსტის კანტორის უფროსად გადაიყვანეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვ. აბაშიძე მთავარმართებლობის განკარგულებით დუშეთის სამაზრო სამმართველოს საქმისმწარმოებლად დანიშნეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვი რუსეთში განთქმული ზოოლოგი და საუკეთესო საყმაწვილო წიგნების ავტორი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 აპრილს მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვი კავკასიის გეოგრაფიის საზოგადოების სხდომას დაესწრო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 3 აპრილს მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვმა კავკასიის გეოგრაფიის საზოგადოების სხდომაზე ხალხის ყურადღება მიიქცია. სწორედ მის გამო შეიკრიბა უამრავი ადამიანი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვის მოთხრობა იყო „არწივის ფიქრი“, რომელსაც ქართველი ხალხიც იცნობდა ქართული საყმაწვილო ჟურნალიდან.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილს მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვმა კავკასიის გეოგრაფიის საზოგადოების სხდომაზე თავისი შეხედულება გამოთქვა საქართველოს ფრინველების შესწავლის შესახებ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილს მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვმა კავკასიის გეოგრაფიის საზოგადოების სხდომაზე ისაუბრა ძველი და ახალი თაობის მეცნიერებზე, რომლებიც ფრინველებს სწავლობდნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილს მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვმა კავკასიის გეოგრაფიის საზოგადოების სხდომაზე განაცხადა, რომ სამუელ გოტლიბ გმელინი საუკეთესო მკვლევარი იყო მათ შორის, ვინც ფრინველებს სწავლობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 3 აპრილს მოდესტ ნიკოლაის ძე ბოგდანოვმა კავკასიის გეოგრაფიის საზოგადოების სხდომაზე განაცხადა, რომ სამუელ გოტლიბ გმელინი კასპიის ზღვის გარშემო მდებარე ქვეყნების საკვლევად იყო ჩასული, სადაც სპარსელებმა ტყვედ აიყვანეს და საპყრობილეში მოკლეს.