რეგისტრირებული ფაქტები89455
სორტირება თარიღი კლებადობით
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს იოსებ გედევანიშვილმა კარგად შეისწავლა ნოვობაიაზეთის პოლკის საქმიანობა, წერილების გაგზავნის წესი და ფორმა. ფედერალისტების გეგმის მიხედვით, პოლკის მეთაურ დიკს ყალბი წერილის საფუძველზე დუშეთის ხაზინიდან ჯარისკაცები უნდა მოეხსნა, რის შემდეგაც ისინი ხაზინას გაქურდავდნენ.
1906
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1906 წელს ნოვობაიაზეთის პოლკის ასმეთაური იოსებ გედევანიშვილი კარგად იცნობდა პოლკის მეთაურ დიკს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს მცხეთის ბოქაულ გაბო სულხანიშვილს პოლკოვნიკ დიკისთვის გასაგზავნი ყალბი წერილი კოლა ყორღანოვმა გადასცა.
1906
ტიპი: ნასამართლეობა
1906 წელს დუშეთის ხაზინის ძარცვის ორგანიზების ბრალდებით დააპატიმრეს იოსებ გედევანიშვილი და ლადო ცაგარელი.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს დუშეთის ხაზინის ძარცვის რამდენიმე მონაწილე საზღვარგარეთ გაიქცა, მათ შორის იყვნენ ძმები გიორგი და ლეო მათეს ძე კერესელიძეები.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს დუშეთის ხაზინიდან მოპარული ფულიდან ივანე და ილია თაქთაქიშვილებს 35 000 მანეთი ერგოთ.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს დუშეთის ხაზინიდან მოპარული ფულიდან იოსებ გედევანიშვილს 114 000 მანეთი შეხვდა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს დუშეთის ხაზინიდან მოპარული ფულიდან გიორგი კერესელიძეს 116 000 მანეთი შეხვდა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს ლეო და გიორგი მათეს ძე კერესელიძეები დუშეთის ხაზინის გაძარცვის შემდეგ ყალბი საბუთებით შვეიცარიაში, ჟენევაში, გაიქცნენ.
1906
ტიპი: ნასამართლეობა
1906 წელს დუშეთის ხაზინის ძარცვისთვის დაპატიმრებული ვლადიმერ ცაგარელი და ქართველიშვილი პოლიციამ გამოძიების დასრულების შემდეგ თავდებით გაათავისუფლა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს სოციალ-დემიკრატებმა სილიბისტრო ჯიბლაძეს გენერალ ფიოდორ გრიაზნოვის მოკვლა დაავალეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს ფიოდორ გრიაზნოვის მოსაკლავად ბომბის დამზადება სილიბისტრო ჯიბლაძემ ვლასა მგელაძეს დაავალა.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე გაზეთ „სხივის“ რედაქციაში ტერორისტ არშაკ მეგრაბიანცს შეხვდა.
1906
ტიპი: ნასამართლეობა
1906 წელს ივანე თაქთაქიშვილი და ივანე ციმაკურიძე დუშეთის ხაზინის ძარცვისთვის დააპატიმრეს.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წელს ფიოდორ გრიაზნოვზე თავდასხმისთვის შეკრებილი ექვსი ტერორისტიდან მხოლოდ არსენ ჯორჯიაშვილი და არშაკ მეგრაბიანცი დარჩნენ დავალების შესასრულებლად.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის იანვარში ნაცნობმა პოლიციელმა არსენა ჯორჯიაშვილის მამას სახლში მიაკითხა და საკომენდანტო სამმართველოში შვილის სანახავად წაიყვანა.
1906
ტიპი: ნასამართლეობა
1906 წელს გენერალ გრიაზნოვის მკვლელობის საქმეზე გამართულ სასამართლოზე ოსიკო ბარათაშვილი არსენა ჯორჯიაშვილის ადვოკატი იყო.
1906
ტიპი: ღონისძიება
ბაჭუა კუპრაშვილი წერდა, რომ იოსებ ჯუღაშვილის ინიციატივით 1906 წელს კავკასიის ბოლშევიკთა ბიუროსთან შეიქმნა ბოლშევიკური სამხედრო დაჯგუფება "Боевая дружина".
1906
ტიპი: გარდაცვალება
1906 წელს ყარსის გზაზე ფულის გატაცების დროს მენშევიკი კარპეზ ჯიბლაძე მოკლეს.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს Боевая дружина-ს ჭიათურელი წევრები იყვნენ კოტე ცინცაძე, ბაჭუა კუპრაშვილი და ივანე ინწკირველი.
1906
ტიპი: ორგანიზაცია
1906 წელს ჩამოყალიბებულ Боевая дружина-ს მოგვიანებით შეუერთდა ქუთაისელი ბოლშევიკი აკაკი დალაქიშვილი.

