საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90407

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ლუკას ძე ბახტაძის ფელეტონი „სახელდახელო“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა პეტრე იოსების ძე უმიკაშვილის წერილი „რომელი რომელს იპოვის“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 12 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გრიგოლ ბალანჩივაძე იყო ხონელი მოვაჭრე.

1879

ტიპი: ორგანიზაცია

1879 წლის 9 მაისის ჟურნალი „ივერია“ იუწყება, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარედ აირჩიეს დიმიტრი ყიფიანი, მის ამხანაგად – ილია ჭავჭავაძე, წევრებად – რაფიელ ერისთავი, ივანე მაჩაბელი, იაკობ გოგებაშვილი, ნიკოლოზ ცხვედაძე და ალექსანდრე სარაჯიშვილი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 მარტის გაზეთ ივერიაში გამოქვეყნდა განცხადება მარიამ ჯაჯანაშვილის მიერ თარგმნილი საყმაწვილო წიგნის „რობინზონ კრუზო“ დაბეჭდვის შესახებ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 მარტის გაზეთ ივერიაში გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ახლადდაბეჭდილი საყმაწვილო წიგნი „რობინზონ კრუზო“, რომელიც ორი შაური ღირდა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 მარტის გაზეთ ივერიაში გამოქვეყნდა განცხადება, რომ დაიბეჭდა ნიკოლოზ ბარათაშვილის „ლექსნი თქმულნის“ მესამე კრებული და იყიდებოდა გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში. წიგნის ფასი იყო ორი აბაზი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში გაჭირვების გამო იყიდებოდა საბინინის წიგნი „საქართველოს სამოთხე“. ორი კვირის განმავლობაში გაიყიდებოდა ეს წიგნი და ეღირებოდა 8 მანეთი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ დავითის ძე ერისთავის ფელეტონი „კაცი ის არის“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 5 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილის სტატია „დაბრიყვებული ბრუნვები“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა რაფიელ დავითის ძე ერისთავის ფელეტონი „მევენახის სიმღერა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა იოსებ ზოსიმეს ძე ბაქრაძის ფელეტონი „ვალტერ სკოტის მიერ თქმული“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ეგნატე თომას ძე ინგოროყვას (ნინოშვილის) ფელეტონი „საახალწლო მეკვლე“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 4 იანვარს საქალებო გიმნაზიის დარბაზში გამართულ მასწავლებლებისა და აღმზრდელი ქალების ურთიერთშემწეობისთვის დაარსებული საზოგადოების კრებაზე თავმჯდომარედ აირჩიეს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილისა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 4 იანვარს საქალებო გიმნაზიის დარბაზში გამართულ მასწავლებლებისა და აღმზრდელი ქალების ურთიერთშემწეობისათვის დაარსებული საზოგადოების კრებას დაესწრო კირილე პეტრეს ძე იანოვსკი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, კირილე პეტრეს ძე იანოვსკი იყო კავკასიის სწავლა-განათლების მზრუნველი.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 4 იანვარს მასწავლებლებისა და აღმზრდელი ქალების ურთიერთშემწეობის საზოგადოების კომიტეტის წევრად აირჩიეს ქ. იაკოვლევისა.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 4 იანვარს მასწავლებლებისა და აღმზრდელი ქალების ურთიერთშემწეობის საზოგადოების კომიტეტის წევრად აირჩიეს ყიფიანისა.

1879

ტიპი: ავტორობა

1879 წლის 7 მარტის ჟურნალ „ივერიაში“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის სტატია მომრიგებელ-მოსამართლეების არჩევის წესების, მათი მოვალეობებისა და მოსახლეობის დამოკიდებულების შესახებ.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის 4 იანვარს მასწავლებლებისა და აღმზრდელი ქალების ურთიერთშემწეობის საზოგადოების კომიტეტის წევრად აირჩიეს დუმანსკისა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 4 იანვარს მასწავლებლებისა და აღმზრდელი ქალების ურთიერთშემწეობის საზოგადოების კომიტეტის საქმისმწარმოებლად აირჩიეს არღუთინსკი-დოლგორუკისა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, იღდირის ადგილობრივი ბრიგადის უფროსი და შტაბ-კაპიტანი იყო ბეგ-ზურაბოვი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, რუსეთის მთავარმმართველის განკარგულებით ბეგ-ზურაბოვს მიანიჭეს კაპიტნის წოდება.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ერმოლაევი იყო პოდპორუჩიკი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 8 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, დავიდოვი იყო პოდპორუჩიკი.