რეგისტრირებული ფაქტები89454
სორტირება თარიღი კლებადობით
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სასამართლო პალატამ ბეგლარ ზაქრაძეს 5 წლით, ერემია ჯიგველაშვილს და სერგო ნიკურაძეს 10-10 წლით, ხოლო დავით კობალაძეს 8 წლით კატორღაში გაგზავნა მიუსაჯა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცელში“ ალექსანდრე იესეს ძე ფავლენიშვილი მადლობას უხდის ყველა იმ პირს, ვინც კოლა იასეს ძე ფავლენიშვილის გარდაცვალების გამო მას სამძიმარი გამოუცხადა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლში“ ოლგა ივანეს ასული ნათაძე, ივანე სერგეის ძე, გიორგი ივანეს ძე, თამარა და ელენე ივანეს ასული ხაჩატიევები ნათესავებს აუწყებდნენ, რომ გარდაიცვალა ნინა ფეოფინის ასული ხაჩატიევი. გამოსვენება შაბათს, 5 თებერვალს, სამების ეკლესიიდან. დაკრძალვა კუკიის წმინდა ნინოს სასაფლაოზე.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის თებერვლის დასაწყისში ქართველმა ნაციონალ-ლიბერალებმა რუსეთის მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეს სერგეი ვიტტეს სამახსოვრო ბარათი გაუგზავნეს, რომელშიც გამოკვეთილი იყო ქართველ ავტონომისტთა პოლიტიკური პარტიის პროგრამის მიზნები.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, აკოფ მურადიანცი ვაგონებს შორის ჩავარდა და ორივე ფეხი დაუზიანდა. დაშავებული ერევნის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 31 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად ახალციხის ბიბლიოთეკას 18 მანეთი გადაეცა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 31 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მოსე გიორგის ძე ჯანაშვილს წიგნების ანგარიშისთვის გადაეცა 6 მანეთი, კონსტანტინე იოსელიანს – 2, კონსტანტინე ჩითანის ძე თავართქილაძეს - 5 და ა.შ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 31 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი და რამდენიმე სხვა პირი დასწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 14 თებერვალს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა და რამდენიმე სხვა პირი დაესწრო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ბორჩალოს მაზრის სამრევლო სკოლების ზედამხედველ ი. შუბლაძის მოხსენება ბორჩალოს მაზრაში კიდევ ერთი სკოლის გახსნის შესახებ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ივანე გიორგის ძე რატიშვილმა, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა და რამდენიმე სხვა პირმა განიხილა თბილისის გუბერნატორის კანცელარიის მოხსენება შილდის ბიბლიოთეკის შესახებ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ივანე გიორგის ძე რატიშვილმა, ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილმა და რამდენიმე სხვა პირმა ისაუბრა 1905 წლის 1-ლიდან 31 იანვრამდე საზოგადოებაში შესული და დახარჯული თანხების შესახებ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 4 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლევან აბაშიძე მატარებლიდან გადმოვარდა და მკლავი დაუზიანდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ისაუბრეს 1905 წლის პირველიდან 24 იანვრამდე საზოგადოებაში შესული და დახარჯული თანხების შესახებ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 იანვარს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ერთ-ერთი სამრევლო სკოლის მასწავლებლის თხოვნა წიგნების უფასოდ გაგზავნის შესახებ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 8 თებერვლის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, 23 იანვარს ივანოვის ნაცვლად ბათუმის გამგეობის წევრად გრიგოლ ვოლსკი აირჩიეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 18 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ცეცხლფარეში ეფრემ ნაკასაშვილი, ორთქმავლის გადაბმის დროს ბუფერებს შორის ჩავარდა და დაშავდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 18 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გიორგი გიტოს ძე ცომაიას სახლში აბრეშუმი იყიდებოდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 18 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ხეჩო ანანოვი და ზალინოვი თოფების მოპარვის ბრალდებით დააკავეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 5 იანვრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სამუილ იხილჩაკოვის სასამართლო 13 იანვარს გაიმართებოდა. მას ბრალად მატარებლის ყალბი ბილეთების დამზადება ედებოდა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 12 იანვრის „ცნობის ფურცელი“ გიორგი იოსების ძე მხეიძის გარდაცვალებას იუწყება.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წლის ნოემბერში ნინო ჩხეიძე ავადმყოფობის გამო მეუღლესთან, მიხეილ ქორელთან ერთად პარიზში გაემგზავრა და ხუთი თვის განმავლობაში იქ ცხოვრობდა.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წლის ნოემბრიდან ნინო ჩხეიძე (5 თვე) პარიზში ცხოვრობდა. იქ შეეძინა ქალიშვილი მედეა.

