საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები82566

1897

ტიპი: ავტორობა

1896-97 სასწავლო წლის მაისი-ივნისის ანგარიშში მასწავლებელი თამარ ჯორჯაძე იუწყება, რომ სოფელ თონეთის სკოლაში შემდეგი წლისთვის ტოვებს წიგნებს და რვეულებს, შეცდომით გამოგზავნილ რვეულებს აბრუნებს უკან გამოსაცვლელად. რადგან ბევრი სკოლაში წიგნების მისაღებად შემოდიოდა და შემდეგ სკოლას ტოვებდა, ამის გამო მან გადაწყვიტა, „ბუნების კარი“ და სხვა წიგნებიც გარდა „დედაენისა“ საკუთრებაში არ მიეცათ მოსწავლეებისთვის, ან უკან გამოერთმიათ. 12 ცალი უხმარი „ბუნების კარი“ სკოლაში ინახებოდა , რადგან იმ წელს მე-3 განყოფილებაში ბევრმა არ გააგრძელა სწავლა.

1877

ტიპი: მფლობელობა

1877 წლის 13 დეკემბერს თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის სადგომში გაიყიდებოდა ირაკლი კონსტანტინეს ძე აბხაზის მიერ გირაოდ ჩადებული უძრავი ქონება, რომლის ღირებულება პროცენტის ჩათვლით 6233 მანეთი და 86 კაპიკი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 აპრილის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ტიხეევს მიანიჭეს „ტაინი სოვეტნიკის“ ხარისხი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 23 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ბ. ლიაძის მოსამზადებელი სასწავლებელი მდებარეობდა თბილისში, კუკიაზე, ანდრეევის ქუჩის N 13–ში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III ბრძანებით ციხეების სამზრუნველო საზოგადოების კომიტეტები უნდა დაარსებულიყო თელავში, სიღნაღში, დუშეთში, გორში, ახალციხესა და ახალქალაქში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 6 მარტის რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III ბრძანებით ციხეების სამზრუნველო საზოგადოების ქალების განყოფილება უნდა დაარსებულიყო თბილისში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 23 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა მიხეილ ალექსანდრეს ძე ნასიძის ფელეტონი „ორი საგრამატიკო საგანი“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 23 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა მ. მ. საფაროვის განცხადება, რომ 26 იანვარს, კვირას, ქართულ თეატრ „ბენეფისში“, საღამოს რვა საათზე გაიმართებოდა ქართული დრამატული დასის მიერ წარმოდგენილი სამმოქმედებიანი კომედია „ბედნიერი დილა“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 23 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა მ. მ. საფაროვის განცხადება, რომ 26 იანვარს, კვირას, ქართულ თეატრ „ბენეფისში“ გაიმართებოდა ქართული დრამატული დასის მიერ წარმოდგენილი შექსპირის დრამა „ჰამლეტიდან“ მე–2 და მე–3 სცენა ხუთმოქმედებად.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 23 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა მ. მ. საფაროვის განცხადება, რომ 26 იანვარს, კვირას, ქართულ თეატრ „ბენეფისში“ ქართული დრამატული დასი წარმოადგერნდა სპექტაკლს „პრიკაშჩიკის დუელი ანუ ქალი სამხედრო ტანისამოსში“.

1830

ტიპი: ავტორობა

1830 წლის 4 ოქტომბერს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენი ანდრიას ძე ზაკრევსკის ანგარიში იმ ზომების შესახებ, რომელიც მისაღები იყო კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ქოლერის ეპიდემიის აღსაკვეთად. ანგარიშის თანახმად, 1830 წელს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კავკასიის ოლქის უფროსს გაუგზავნა სამედიცინო საბჭოს რეკომენდაციები, რითაც უნდა ეხელმძღვანელათ ქოლერისგან თავის დასაცავად და დაავადებულთა მკურნალობის დროს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 16 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ვაჟა ფშაველას ლექსი „სიმღერა“.

1919

ტიპი: ნასამართლეობა

1919 წლის 11 ნოემბერს დააპატიმრეს სოფელ მეჯვრისხევის ერობის წევრი ადიბეგოვი, რომელიც ბრალდებული იყო ბოლშევიკ–ყაჩაღთა გამოსვლების ხელმძღვანელობასა და მონაწილეობაში, ასევე მოქალაქეების მთავრობის წინააღმდეგ ამხედრებაში. იგი იმყოფებოდა გორის საპყრობილეში.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 22 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ ჭიჩოელის ფსევდონიმით ლევან ჯანდიერის სტატია გამოქვეყნდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 22 ივლისს ჯარი, თანახმად მოსული განკარგულებისა, ორად გაიყო: თავადი ნაკაშიძე თავისი ჯარით დაღესტნისკენ გაემგზავრა, ხოლო გიორგი ჯორჯაძე – კახეთისკენ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 22 ივლისს ნაკაშიძის ჯარს, რომელიც დაღესტნისკენ გაემართა, თავისი ჯარით შეუერთდა დაღესტნის ომში გამოცდილი მაიორი ნიკო დიმიტრის ძე ვაჩნაძე.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 27 ივლისს დიდოელებზე გამარჯვებული გიორგი ჯორჯაძე კახეთში დაბრუნდა. ჯარის დაბრუნების შემდეგ ქართული მილიცია დაიშალა და რუსის ჯარიც სხვადასხვა ადგილას გაგზავნეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 26 ოქტომბერს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ნოე რამიშვილმა მოახსენა მთავრობას, რომ შვედეთმა, დანიამ და შვეიცარიამ ფაქტობრივად ცნეს საქართველოს დამოუკიდებლობა და თავიანთი დიპლომატიური წარმომადგენლები დანიშნეს.

1830

ტიპი: ღონისძიება

1830 წლის 11 ოქტომბრის გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაბეჭდილი უმაღლესი განკარგულების მიხედვით, საქართველოს საექიმო გაერთიანების მეანს, კოლეგიის მრჩეველ მარტინენკოს, ნაცვლად ადრე შეპირებული მიწის ნაკვეთისა, გენერალ-ფერდმარშალ პასკევიჩ-ერევანსკის შუამდგომლობით დაენიშნა ყოველწლიური პენსია 100 რუბლის ოდენობით.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 ნოემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ილია ჭყონიას წერილი „საქართველოსა და სომხეთის საზღვრები („ქართლის ცხოვრებიდან“)“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 ნოემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა გრიგოლ ვეშაპელის წერილი „ჩვენი ორიენტაცია“.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 17 ნოემბერს გაზეთ „კლდეში“ გამოქვეყნდა ნესტორ მაღალაშვილის წერილი „საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის მტრებს (პასუხად გაზეთ „ერთობას“ და „ბორბას“)“.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 9 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა დავით კარიჭაშვილმა მისწერა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ სიმონ ღოღობერიძეს და სთხოვა, რაც შეიძლება მალე გაეგზავნა მისდამი რწმუნებული სკოლის მდგომარეობის ანგარიში და გასული წლის გასავალი, რადგან საზოგადოებას წლიური ანგარიში უნდა შეედგინა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 16 იანვარს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე სიმონ ღოღობერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას გაუგზავნა სკოლის ანგარიში.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 15 ივნისს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე სიმონ ღოღობერიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გაუგზავნა თხოვნა, რომელშიც აცნობებს, რომ პირადი მიზეზების გამო 1-ლი სექტემბრიდან ვეღარ განაგრძობს სამსახურს და ამიტომ გამგეობას განთავისუფლებას სთხოვს.