საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87587

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 30 მარტის განკარგულებით ამბროსი ხელაია ჭელიშის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრე გიორგის ძე ბარამიძე დაიბადა 1902 წლის 27 მარტს დაბა ლანჩხუთში, მღვდლის ოჯახში.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 11 მარტს ქალაქის საბჭომ ილია ჭავჭავაძის მიერ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით წარდგენილი თხოვნა დააკმაყოფილა და ვოდოვოზნის ქუჩას მარი ბროსეს სახელი დაარქვა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 10 მარტს გაზეთ „ივერიის“ თანამშრომლებმა ვასო აბაშიძეს სცენაზე მოღვაწეობის 25 წლის იუბილეს მისალოცი ბარათი გაუგზავნეს, რომელსაც შუაში იაკობ ნიკოლაძის ნახატი ამშვენებდა. ბარათს ხელს აწერდნენ: ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე სარაჯიშვილი, ივანე ახალშენიშვილი, გიორგი დეკანოზიშვილი და სხვ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 5 მარტს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრე ოქროპირიძემ ილია ჭავჭავაძესა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მღვდელმსახურების 40 წლის იუბილეს მილოცვისთვის.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 4 მარტს ილია ჭავჭავაძემ, ოლღა გურამიშვილმა და ელისაბედ ჭავჭავაძემ დეპეშა გაუგზავნეს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსს, ალექსანდრე ოქროპირიძეს და მღვდლად კურთხევის 40 წლის იუბილე მიულოცეს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 4 მარტს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით დეპეშა გაუგზავნა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსს, ალექსანდრე ოქროპირიძეს და მღვდლად კურთხევის 40 წლის იუბილე მიულოცა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 2 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის თაოსნობით ქართველ კათოლიკეთა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში მარი ბროსეს დაბადებიდან 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად პანაშვიდი გადაიხადა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 2 მარტს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით დეპეშა გაუგზავნა საფრანგეთის საერო განათლების მინისტრს, ჟორჟ ლეიგს და ფრანგი მეცნიერის, მარი ბროსეს დაბადებიდან 100 წლის იუბილე მიულოცა, თან უამბო, ქართველმა ხალხმა როგორ აღნიშნა ეს დღე საფრანგეთის კონსულთან ერთად.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 2 მარტს ილია ჭავჭავაძემ მარი ბროსეს ვაჟს, ლორან ბროსეს დეპეშით შეატყობინა, რომ მარი ბროსეს დაბადებიდან 100 წლის იუბილე თბილისში საზეიმოდ აღნიშნეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის მარტში ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით მარი ბროსეს დაბადებიდან 100 წლისთავზე ქალაქის თვითმმართველობას მიმართა, რომ ერთ-ერთ ქუჩას ბროსეს სახელი დარქმეოდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 22 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ფსევდონიმით ახალ-მოსული ილია ჭავჭავაძის სტატია „არაპატარა საუბარი“ გამოქვეყნდა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 18 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პართენ გოთუა კავკავის სკოლის გამგედ და სამზრუნველოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 18 თებერვალს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 18 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომამ დაადგინა, მარი ბროსეს დაბადებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ქართველ კათოლიკეთა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიაში პანაშვიდი გადაეხადათ და თბილისის ერთ-ერთი ქუჩისთვის ბროსეს სახელი ეწოდებინათ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 18 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ოლღა ჭავჭავაძემ საზოგადოების სასარგებლოდ 1901 წლის 22 დეკემბერს გამართული კონცერტის ანგარიში წარუდგინა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 14 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ „ცნობის ფურცელში“ დაბეჭდილი ოსკარ შმერლინგის კარიკატურის „თავადაზნაურების ბანკი“ შესახებ ქაიხოსრო გელოვანის წერილი „შეუწყნარებელი უმადურობა“ გამოქვეყნდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 10 თებერვალს გაზეთ „ივერიაში“ ახალ-მოსულის ფსევდონიმით ილია ჭავჭავაძის სტატია „პატარა საუბარი“ გამოქვეყნდა.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის 10 თებერვალს სოფ. გუბის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი იოსებ ბეჟანის ძე წერეთელი გარდაიცვალა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 9 თებერვალს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ არჩილ ჯორჯაძის სტატიის „ძველი წესის“ სულთ-ბრძოლა“ დასასრული გამოქვეყნდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 8 თებერვალს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა არჩილ ჯორჯაძის სტატიის „ძველი წესის“ სულთ-ბრძოლა“ დასაწყისი, რომელშიც ავტორი ილია ჭავჭავაძის მიერ ახალ-მოსულის ფსევდონიმით გამოქვეყნებული წერილების „გესლიან დაცინვასა და ულმობელ ოხუნჯობაზე“ წერდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 4 თებერვალს ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომა გაიმართა.

1902

ტიპი: ორგანიზაცია

1902 წლის 4 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ანდრია ღულაძე, დავით კარიჭაშვილი და პეტრე მირიანაშვილი წიგნების გამომცემელი კომისიის წევრებად აირჩიეს.