რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი კლებადობით
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ილია ნებიერიძე შტრაიკბრეხერების წინააღმდეგ გაფიცვებში აქტიურად მონაწილეობდა.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905 წელს ქიმიკოსი ალექსანდრე გაბუნია სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრი იყო.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს სოციალ-ფედერალისტურმა პარტიამ ქიმიკოსი ალექსანდრე გაბუნია მაკედონიაში გაგზავნა მაკედონური სისტემის ყუმბარების დამზადების შესასწავლად.
1905
ტიპი: ორგანიზაცია
1905 წელს ილიკო იმერლიშვილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო და ტერორისტულ მოძრაობაში მონაწილეობდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ილიკო იმერლიშვილი მეგობრობდა გურულ ფირალებსა და ტერორისტებთან, განსაკუთრებით ერასტი ჯორბენაძესთან.
1905
ტიპი: ღონისძიება
ყვირილის ხაზინის ერთ-ერთმა მძარცველმა არსენ ქარსიძემ დაკითხვაზე პოლიციას უამბო, რომ 1905 წელს თბილისის გუბერნიაში შეიქმნა ავტოკეფალისტების პარტია, რომელიც საქართველოს ეკლესიის რუსულისგან გამოყოფას მოითხოვდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს გურულებმა შექმნეს გურიის რესპუბლიკა და პრეზიდენტად ბენია ჩხიკვიშვილი აირჩიეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს, მთავრობის მხრიდან გატარებული რეპრესიების მიუხედავად, სახალხო მოძრაობამ, სადაც თევდორე კიკვაძეც იყო გაწევრიანებული, გურიაში თავის მწვერვალს მიაღწია.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წელს იონა მეუნარგია იყო ქუთაისში გამართული საგუბერნიო საერობო თათბირის მდივანი.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს მეფისნაცვალმა ვორონცოვ-დაშკოვმა გურიის არეულობაში მონაწილე პატიმრები შეიწყალა თანაშემწის, კრიმ-გირეის რჩევით.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ვორონცოვ-დაშკოვი თბილისში ჩავიდა თბილისის მეფისნაცვლის მოვალეობის შესასრულებლად.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს თევდორე კიკვაძე ქუთაისის საგუბერნიო საერობო თათბირზე წარსაგზავნ რწმუნებულად აირჩიეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს თევდორე კიკვაძემ თანამოაზრეებთან ერთად პოლიციის მიერ აკრძალული „განთიადის“ სანაცვლოდ გაზეთი „ელვა“ გამოსცა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს გაზეთი „განთიადი“, რომლის მდივანიც თევდორე კიკვაძე იყო, პოლიციამ დახურა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს სოციალ-დემოკრატიული გაზეთი „სხივი”, რომელშიც თევდორე კიკვაძე მუშაობდა, პოლიციამ დახურა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ქუთაისის საგუბერნიო საერობო თათბირს, სადაც თევდორე კიკვაძე იყო წარგზავნილი რწმუნებულად, ესწრებოდა თავადაზნაურობა, ფედერალისტები და სოციალ-დემოკრატებიული პარტიის წევრები.

