რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი კლებადობით
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წელს გაფიცვაში მონაწილეობისთის არსენა ჯორჯიაშვილი თბილისის რკინიგზის სახელოსნოდან გაათავისუფლეს.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლის დასაწყისში რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის მენშევიკურმა კომიტეტმა საბრძოლო რაზმების შეიარაღების ორგანიზებისთვის შექმნა სამხედრო-ტექნიკური კომისია, რომლის ხელმძღვანელად დაინიშნა ნოე რამიშვილი.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს თბილისის დემონსტრაციის დროს დაშავებულებისთვის ქალაქის სათათბიროს ხმოსნებმა 107 მანეთი შეაგროვეს, რომელიც მელანია ჩოდრიშვილმა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას გადასცა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს არალეგალური სტამბის მოწყობისა და ანტისახელმწიფოებრივი ლიტერატურის გავრცელებისათვის თევდორე კიკვაძის დაპატიმრებისას იგი ორმა ცრუ მოწმე ქალმა ამოიცნო.
1905
ტიპი: ნასამართლეობა
1905 წელს არალეგალური სტამბის მოწყობისა და ანტისახელმწიფოებრივი ლიტერატურის გავრცელებისათვის თევდორე კიკვაძის დაპატიმრებისას მას და რამდენიმე მის თანამოაზრეს სისხლის სამართლის 226 მუხლით წაუყენეს ბრალი.
1905
ტიპი: ნასამართლეობა
1905 წელს არალეგალური სტამბის მოწყობისა და ანტისახელმწიფოებრივი ლიტერატურის გავრცელებისათვის თევდორე კიკვაძის დაპატიმრებისას ფილიპე მახარაძე, შალვა ელიავა, მიხა ცხაკაია და სხვები გაათავისუფლეს.
1905
ტიპი: ნასამართლეობა
1905 წელს არალეგალური სტამბის მოწყობისა და ანტისახელმწიფოებრივი ლიტერატურის გავრცელებისათვის თევდორე კიკვაძის დაპატიმრებისას ბრალდებულთა შორის იყო მიხა ბოჭორიძეც.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს არალეგალური სტამბის მოწყობისა და ანტისახელმწიფოებრივი ლიტერატურის გავრცელებისათვის თევდორე კიკვაძის დაპატიმრებისას ბრალდებულთა შორის იყო მიხა ბოჭორიძეც, რომელიც საიდუმლო სტამბის მომწყობასა და არალეგალურ საქმიანობას ხელმძღვანელობდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს მიხა ბოჭორიძეს საიდუმლო სტამბა ჰქონდა მოწყობილი დავით როსტომაშვილის სახლში.
1905
ტიპი: ნასამართლეობა
1905 წელს არალეგალური სტამბის მომწყობი მიხა ბოჭორიძე ციხეში ოთაროვის გვარით იჯდა.
1905
ტიპი: ნასამართლეობა
1905 წელს პოლიცია გულმოდგინედ ეძებდა არალეგალური სტამბის მომწყობ მიხა ბოჭორიძეს, მაგრამ არ იცოდა, რომ იგი უკვე იჯდა ციხეში ოთაროვის გვარით.
1905
ტიპი: ნასამართლეობა
1905 წელს არალეგალური სტამბის მოწყობისა და ანტისახელმწიფოებრივი ლიტერატურის გავრცელებისათვის თევდორე კიკვაძეს დაპატიმრებისას, როგორც გაზეთის „კვალი“ რედაქციის მდივანს, განსაკუთრებულ ბრალს დებდნენ.
1905
ტიპი: ნასამართლეობა
1905 წელს არალეგალური სტამბის მოწყობისა და ანტისახელმწიფოებრივი ლიტერატურის გავრცელებისათვის თევდორე კიკვაძის დაპატიმრებისას მიხა ბოჭორიძისთვის, რომელიც ოთაროვის გვარით იჯდა ციხეში და სინამდვილეშძი არალეგალური სტამბის ხელმძღვანელი იყო, 400 მანეთი მოუთხოვიათ თავდებით, თედოსთვის კი − 2000.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს მეტეხის ციხეში პატიმრობის დროს, თევდორე კიკვაძე ოზურგეთმა პირველი სახელმწიფო დუმის დეპუტატთა ამომრჩევლად წარადგინა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს თევდორე კიკვაძე ქალაქ ოზურგეთიდან პირველი სახელმწიფო დუმის დეპუტატთა ამომრჩევლად იყო წარდგენილი, მაგრამ მთავრობამ ის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ გაათავისუფლა დროებით ციხიდან.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს, მიუხედავად მძიმე ბრალდებისა, თევდორე კიკვაძე მაინც გათავისუფლდა ციხიდან პალატის საგანგებო გამომძიებლის, ლიახოვიჩის დახმარებით.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს მეტეხის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, თევდორე კიკვაძე ისევ თავის სოფელში დაბრუნდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს, თედო კიკვაძის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ სახელმწიფო დუმის მეორე არჩევნები დანიშნეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს, როცა მეტეხის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ თედო კიკვაძე მშობლიურ სოფ. მაკვანეთში დაბრუნდა, გურიას გენერალი ტოლმაჩოვი აკონტროლებდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს თევდორე კიკვაძემ მოულოდნელად ბარათი მიიღო ზვანის ჩაის პლანტაციის გამგე ერმილე ნაკაშიძისგან. ნაკაშიძე კიკვაძეს მასთან დაუყოვნებლივ ჩასვლას თხოვდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს თევდორე კიკვაძე ზვანში გამოიძახა იქაური პლანტაციის გამგე ერმილე ნაკაშიძემ და უთხრა, რომ სტრაჟნიკთა ურიადნიკ ივანე ნინიძეს ტერორისტთა ხელმძღვანელად ის ჰყავდა დასახელებული. გენერალ ტოლმაჩოვის განკარგულებით მისი დაჭერა, ღამით ციხეში გაგზავნა და გზაში მოკვლა იგეგმებოდა.

