რეგისტრირებული ფაქტები90438
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1936
ტიპი: ნასამართლეობა
ღერენა გიორგის ძე ლიქოკელმა 1936 წლის 26 დეკემბერს წამების შემდეგ თქვა, რომ გიგია იმედას ძე ლიქოკელმა კონტრრევოლუციური ორგანიზაციის საქმიანობას სოლიდარობა გამოუცხადა.
1937
ტიპი: ნასამართლეობა
1937 წლის 12 იანვარს ღერენა და ზვიად ლიქოკელები დაკითხვაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
1887
ტიპი: თანამდებობა
1887 წელს თედო კიკვაძის რედაქტორობით ფარულად გამოდიოდა მეტად კონსპირაციული ხელნაწერი ჟურნალი „ლამპარი“.
1877
ტიპი: ღონისძიება
თედო სახოკია მარტვილის სასწავლებელში ქართულის მასწავლებელ პოლიევქტო კვიცარიძეს, რომელიც მას 1877-1884 წლებში ასწავლიდა, ახასიათებდა, როგორც უებრო პედაგოგს, ვინც მოსწავლეებს შეაყვარა სწავლის საგანიც და თავისი თავიც.
1939
ტიპი: ღონისძიება
1939-1945 წლებში, მეორე მსოფლიო ომის დროს, სიმონ ქვარიანი არ იმყოფებოდა გერმანელების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
1930
ტიპი: ორგანიზაცია
1930-იან წლებში სიმონ ქვარიანი რაღაც დროით მწერალთა კავშირიდან იყო გარიცხული.
1956
ტიპი: ნასამართლეობა
1956 წელს შედგენილი სიმონ ქვარიანის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, მას არასდროს მოუხდია პარტიული სასჯელი.
1956
ტიპი: ორგანიზაცია
1956 წელს შედგენილი სიმონ ქვარიანის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრის პირადი ბარათის თანახმად, იგი იყო უპარტიო.
1938
ტიპი: ორგანიზაცია
სიმონ ქვარიანი 1938 წელს საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირში შესვლამდე ირიცხებოდა ქართველ მწერალთა კავშირში.
1890
ტიპი: ღონისძიება
1868 წელს დაბადებული სიმონ ქვარიანი წერდა და აქვეყნებდა ნაწარმოებებს ქართულად.

