საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92236

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს ალექსი ქართველიშვილი მეტეხის ციხეში იჯდა.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს მეტეხის ციხიდან გაქცეული ალექსი ქართველიშვილი დაიჭირეს და ისევ ციხეში ჩასვეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს მეტეხის ციხეში ალექსი ქართველიშვილს ამანათი შეუგზავნეს, რომელშიც იდო 25 მანეთი, ასევე ეფემ კუჩუკის ბარათი წარწერით: „ჩვენ ის გავაკეთეთ, რასაც გეუბნებოდი“ (ნიკონი მოვკალით).

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს ოდესაში გამართულ სასამართლოზე ბენია ჩხიკვიშვილს 4 წლით კატორღა მიუსაჯეს.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს გურული ტერორისტების შიშით „გურიის რესპუბლიკის“ პრეზიდენტის, ბენია ჩხიკვიშვილისა და „მთავრობის“ სხვა წევრების გასამართლება ოდესაში გადაწყვიტეს.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წელს კარლო ჩხეიძე სახელმწიფო სათათბიროს წევრი იყო.

1908

ტიპი: გარდაცვალება

1908 წელს ყაჩაღების გუნდმა, რომელსაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ პროკოფი დოლიძე შეუერთდა, ბათუმში მოიტაცა და მოკლა ექიმი ტიმოლეონ ტრიანდაფილიდისი.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს ბათუმში ექიმ ტიმოლეონ ტრიანდაფილიდისის მკვლელობაში მონაწილეობის შემდეგ პროკოფი დოლიძე ლანჩხუთში იმალებოდა.

1908

ტიპი: გარდაცვალება

1908 წელს პროკოფი დოლიძე და ექიმ ტიმოლეონ ტრიანდაფილიდისის მკვლელობის სხვა მონაწილეები სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩამოახრჩვეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს ბათუმის ციხიდან სპარსეთში გაქცეული ვარდენ თიკანაძე ბათუმში დაბრუნდა იარაღისა და დამხმარე ძალების სპარსეთში გასაგზავნად.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს ბათუმიდან სპარსეთში მიმავალი ვარდენ თიკანაძე ბაქოში დააპატიმრეს. გამოძიებამ მისი ვინაობა ვერ დაადგინა და ასტრახანის ციხეში გაგზავნა.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წელს ვლადიმერ რუნიჩი თბილისის ჟანდარმთა საგუბერნიო სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს თევდორე კიკვაძე მუშაობდა იუმორისტულ ჟურნალში „ეკალი“.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი იუმორისტული ჟურნალის „ეკალი“ რედაქტორი პლატონ გაჩეჩილაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს დროებით შეჩერებული იუმორისტული ჟურნალის „ეკალი“ გამოცემა განახლდა ციხიდან ჟურნალის რედაქტორის, პლატონ გაჩეჩილაძის გამოსვლის შემდეგ.

1908

ტიპი: ნასამართლეობა

1908 წელს პარმენ ჭიჭინაძე, რომელიც ტრამვაის მოსამსახურებთან ექიმად მსახურობდა, თუმცა უმთავრეს დროს პარტიულ მუშაობას ანდომებდა, ტრამვაის 48 მუშასთან ერთად დაიჭირეს და რამდენიმე ხნის შემდეგ გაათავისუფლეს. თუმცა ჟანდარმერია სულ თვალ-ყურს ადევნებდა.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წელს ზაქარია მდივანი 39-ე ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსად დაინიშნა.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908-1910 წლებში ზაქარია მდივანი მე-13 ქვეითი დივიზიის შტაბის უფროსად მსახურობდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908 წელს ზაქარია მდივანი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908-1913 წლებში ვასილ გაბაშვილი კავკასიის გრენადერთა დივიზიის 1-ელ ბრიგადას მეთაურობდა.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908-1914 წლებში ალექსანდრე ერისთავი მისი უდიდებულესობის სახელობის ლაიბ-გვარდიის ცხენოსანი არტილერიის 1-ელ ბატალიონს მეთაურობდა.

1908

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე ერისთავი 1908 წელს წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1908

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე ერისთავი 1908 წელს წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს მახვილებით და ბაფთით.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908-1909 წლებში ალექსანდრე ანდრონიკაშვილი დავალებათა ობერ-ოფიცრად მსახურობდა ომსკის სამხედრო ოლქის შტაბში.

1908

ტიპი: ღონისძიება

1908-1911 წლებში ილია ოდიშელიძე აღმოსავლეთ ციმბირის მე-11 მსროლელი პოლკის მეთაურის თანამდებობაზე მსახურობდა.