საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90410

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს გურიაში ბომბების არალეგალურად დამზადებაში სპარსეთის რევოლუციის გმირი ვლადიმერ დუმბაძეც მონაწილეობდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906-1907 წლებში ვლასა მგელაძე გურიაში ბომბებს ამზადებდა და თბილისში გზავნიდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტმა აფრასიონ მერკვილაძესა და მის თანარაზმელ პორფილე პაიჭაძეს ბოქაულების, ლავრენტი მახარაძისა და კოლია ნემსაძის, მოკვლა დაავალა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს დუშეთის ხაზინის გაძარცვის შემდეგ შვეიცარიაში გაქცეული ძმების, ლეო და გიორგი კერესელიძეების რუსეთის მთავრობისთვის გადაცემაზე შვეიცარიის მთავრობამ უარი განაცხადა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს მაქსიმ ალიხანოვ-ავარსკი ქუთაისის გუბერნატორად დაინიშნა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს დამსჯელმა ექსპედიციამ მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკის მეთაურობით გურია და მთელი დასავლეთ საქართველო ცეცხლის ალში გახვია.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა გუბერნატორი ვლადიმერ სტაროსელსკი და მისი მოადგილე ალექსანდრე ყიფშიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წლის იანვარში დაპატიმრებული ვლადიმერ სტაროსელსკი და მისი მოადგილე ალექსანდრე ყიფშიძე გურიიდან თბილისში წაიყვანეს.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წლის იანვარში გურიაში ჩასულმა მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკიმ გუბერნატორი სტაროსელსკი და მისი მოადგილე ალექსანდრე ყიფშიძე დააპატიმრა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს მეფისნაცვალმა ილარიონ ივანეს ძე ვორონცოვ-დაშკოვმა ნებართვა გასცა, თბილისში შექმნილიყო უმაღლესი სკოლის მომწყობი სპეციალური კომიტეტი.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს გურგენიძე იყო პოლიციის ბოქაული თბილისში.

1906

ტიპი: გარდაცვალება

1906 წელს ბათუმში ტერორისტმა გრიგოლ კინწურაშვილმა მოკლა ოფიცერი ივანოვი, ასევე ბეგი შერვაშიძე.

1906

ტიპი: გარდაცვალება

1906 წელს გრიგოლ კინწურაშვილმა ბათუმის სასაფლაოზე თავი მოიკლა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ლავრენტი მახარაძე ზესტაფონის პოლიციის განყოფილების თანამშრომელი იყო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ბოქაული ლავრენტი მახარაძე აფრასიონ მერკვილაძის დაჭერას ცდილობდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს კოლია ნემსაძე ქუთაისის მაზრის ბოქაული იყო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ყვირილის ხაზინიდან გატაცებული ფულით სიმონ არშაკის ძე ტერ-პეტროსიანმა საზღვარგარეთ იარაღი შეიძინა, მაგრამ იარაღმა საქართველოში ვერ ჩამოაღწია, გემი რუმინეთის მახლობლად ჩაიძირა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს იოსებ გედევანიშვილი ნოვობაიაზეთის პოლკის ასეულს მეთაურობდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს გაბო სულხანიშვილი მცხეთის ბოქაული იყო.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს ფედერალისტების პარტიის წევრი მაზიტაშვილი დუშეთის ხაზინაში მუშაობდა.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს მაზიტაშვილი ფედერალისტების პარტიის წევრი იყო.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ყალბი ბრძანების მიღების შემდეგ პოლკოვნიკმა დიკმა დუშეთის ხაზინიდან დარაჯები გაიწვია.

1906

ტიპი: თანამდებობა

1906 წელს პოლკოვნიკი დიკი ნოვობაიაზეთის პოლკის უფროსი იყო.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს ნოვობაიაზეთის პოლკის უფროსის, დიკის სახელზე იოსებ გედევანიშვილის მიერ დაწერილი ყალბი წერილის ტექსტი ტასო ვახვახიშვილმა დაბეჭდა, მისამართი გიორგი მათეს ძე კერესელიძემ ხელით მიაწერა.

1906

ტიპი: ავტორობა

1906 წელს დუშეთის ხაზინის გასაძარცვად ფედერალისტებმა დაწერეს მეორე ყალბი წერილი მცხეთის ბოქაულის, გაბო სულხანიშვილის სახელზე.