რეგისტრირებული ფაქტები89455
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა თბილისის საქალაქო გამგეობის განცხადება, რომ 23 ნოემბერს საქალაქო სახლის ზემო სართულზე, ერევნის მოედანზე, დილის 9 საათზე დანიშნული იყო მესამე რიგის ხმოსანთა არჩევნები, რომელიც სამწლიანი იყო 1887-1890 წლამდე. განცხადებას ხელი მოაწერა გამგეობის წევრმა ხოსროევმა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პატიმარი გრიქორ მიკირტიჩიანი გაიქცა მძიმე ავადმყოფებისთვის განკუთვნილი ახალქალაქის ციხიდან.
1886
ტიპი: ორგანიზაცია
1886 წლის 24 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ალექსანდრე სოლომონის ძე როინაშვილი იყო პეტერბურგის არქეოლოგიური საზოგადოების წევრი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 29 იანვრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სურამში მცხოვრებ მხეიძეს 6 კამეჩი მოჰპარეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ლეკმა მამედ ყადირ-ოღლიმ და ზაქარ ფხოველაშვილმა იჩხუბეს და ერთმანეთს სცემეს.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გრიქორ მიკირტიჩიანს თბილისის საოლქო სასამართლომ სამი წლით საპატიმრო როტაში სამსახური მიუსაჯა.
1886
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ძმები იყვნენ ადამ და დარჩო მიქელაძეები.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 7 სექტემბერს რკინიგზის სადგომზე ფოსტალიონის მწერალმა ი. ჩიტავამ რევოლვერით დაჭრა ფერშალი გ. მახარაძე, რომელსაც ტყვია მარცხენა ბეჭში მოხვდა და ექიმების თქმით, საშიში არ იყო. ჩიტავა და მახარაძე მეგობრობდნენ, თუმცა მათ შორის უსიამოვნება მოხდა, რაზეც გამოძიება მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გრიქორ მიკირტიჩიანი იყო პატიმარი.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 25 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აღუნაკოვის ქვრივის მკვლელობაში ბრალდებულ ფერიძეს სასამართლოს გადაწყვეტილებით ციმბირში გზავნიდნენ.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გარდაიცვალა ამირანდო ამირანდოს ძე ამილახვარი, რომელსაც დაკრძალავდნენ სოფელ კასპში 16 ნოემბერს, დილის 11 საათზე. პანაშვიდი გაიმართებოდა ყოველდღე, თერთმეტ და შვიდ საათზე.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის წევრი იყო მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძისა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ქართული დრამატული დასის წევრი იყო ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხ. პ. მანუელიანცის მიერ დაარსებულ საკომერციო კურსების შესწავლის მსურველებს, რომლებიც ქალაქგარეთ ცხოვრობდნენ შეეძლოთ წერილით დაკავშირებოდნენ ხ. პ. მანუელიანცს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ხ. პ. მანუელიანცის მიერ დაარსებული საკომერციო კურსები მსურველებს შეეძლოთ უსასყიდლოდ შეესწავლათ ძმების წოვიანოვების საბანკირო კანტორაში სიონის ქუჩაზე.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, შორაპნის მაზრის ექიმის ფერშალი (თანაშემწე) იყო გ. მახარაძე.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბორჩალოს მაზრის სოფელ სადახლოში გარდაიცვალა დიმიტრი ივანეს ძე მელიქიშვილი. მას დაკრძალავდნენ 17 ნოემბერს სოფელ ახტალაში, საგვარეულო სამარხში.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 11 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ძმები წოვიანოვები თბილისში სიონის ქუჩაზე ფლობდნენ საბანკირო კანტორას.

