საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87540

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში სტეფანე პავლეს ძე გამბაროვი იყო იმერეთის გუბერნიის პროკურორის დამხმარე (კრიმინალური მიმართულებით).

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში ივანე ვლადისლავის ძე იაგოლკოვსკი თბილისის გუბერნიის საექიმო სამმართველოში კლერკად მუშაობდა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში კაპიტანი იოსებ ლაზარეს ძე წილოსანი თურქული და არაბული ენების მთარგმნელის მოვალეობის შემსრულებელი იყო კავკასიის რწმუნებულის კანცელარიის დიპლომატიურ კორპუსში.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 იანვარს ქართულ თეატრში კოტე მესხის რეჟისორობით ერთმოქმედებიანი პიესა „არც აქეთ, არც იქით“ უნდა წარმოედგინათ.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში შტაბს-კაპიტანი, თავადი მიხეილ პავლეს ძე არგუტინსკი-დოლგორუკი თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წარმომადგენელი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში პეტრე თომას ძე სემიანიკოვი თბილისის გუბერნიის სახელმწიფო ქონების განსაკუთრებულ დავალებათა ჩინოვნიკი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მღვდელი ვასილ ჩხიკვაძე სოფ. დვალიშვილების სამრევლო სკოლის მასწავლებელს მოსვენებას არ აძლევდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 აგვისტოს ბიქტორ საყვარელიძე ზესტაფონის საკრებულოს დარბაზში საქველმოქმედო საქმისთვის გამართული წარმოდგენის დახლიდარი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ თადეოზ გაბრიელის ძე ბალანჩივაძემ სვიმონ და ბეგლარ ელაშვილები სამედიატორო სამართალში გამოიწვია.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბიქტორ საყვარელიძემ ზესტაფონში გამართული საქველმოქმედო წარმოდგენის შემოსავალი, 48 მანეთი, არ წარმოადგინა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 15 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სტეფანე ძიმისტარაშვილი „კორტოხას“ ფსევდონიმით „დროებაში“ ლექსებსა და წერილებს აქვეყნებდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 12 ნოემბერს ობრაზცოვი ოპერაში „ფაუსტი“ ვალენტინის როლს ასრულებდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 12 ნოემბერს ლიუბინი ოპერაში „ფაუსტი“ ფაუსტის როლს ასრულებდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ რაფიელ ჩიხლაძემ გამოაქვეყნა სტატია მევენახეების საყურადღებოდ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 25 აგვისტოს ზესტაფონის საკრებულოს დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო წარმოდგენა, რომლის გამგეებიც ვანო და კალენიკე საყვარელიძეები იყვნენ.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სვიმონ და ბეგლარ ელაშვილები ფართლეულით ვაჭრობდნენ.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში ივან იაკობის ძე ლეუსი თბილისის სამშენებლო კომისიის (სამეურნეო მიმართულების) წევრი იყო.

1846

ტიპი: ავტორობა

1846-1847 წლებში იგორ დავითის ძე სარაჯიევი თბილისის სათავადაზნაურო საბჭოში მთავრობის წარმომადგენელი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში ივანე ალექსანდრეს ძე პოპეიკო თბილისის გუბერნიის საექიმო სამმართველოს მეანი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ანდრეი პავლეს ძე ბოინდინი თბილისის პოლიციის სამმართველოს კანცელარიის გამომძიებლად მუშაობდა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში თომა ივანეს ძე უმისა თბილისის გუბერნიის საექიმო სამმართველოს ოპერატორი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს იოსებ ივანეს ძე ნეპოკოჩიცკი თბილისის სამხარეო მმართველის მდივანი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს დავით თომას ძე გრიგორევი ამიერკავკასიაში ჭირის გავრცელების დაცვის კომიტეტის საქმის მწარმოებელი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში იური სტეფანეს ძე საბინ-გუზი თბილისის პოლიციის სამმართველოს მეორე ნაწილის შტაბს-კაპიტანი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში გუბერნიის მდივანი გრიგოლ პავლეს ძე ორჯონიკიძე სურამის საუბნო გამომძიებელი იყო.