რეგისტრირებული ფაქტები90414
სორტირება თარიღი კლებადობით
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 2 მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ივანე გიორგის ძე რატიშვილმა და სხვ. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ისაუბრეს 1904 წლის საზოგადო კრების პროტოკოლების შესახებ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 2 მაისს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძის თავმჯდომარეობით ჩატარებულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1905 წლის 1-ელი აპრილიდან 1-ელ მაისამდე საზოგადოებაში შევიდა 13791 89 მანეთი, დაიხარჯა – 12947. 10.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცელში“ დესპინე დავითის ასული და ალექსი ნიკოლოზის ძე ფარსადანოვები შვილის, სერიოჟა ფარსადანოვის გარდაცვალებას იუწყებოდნენ. გადასვენება დიდუბის ეკლესიაში 26 აპრილს, დილის 10 საათზე, მიხაილოვის ქუჩა N 225-დან გაიმართებოდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გიორგი (ჯიბგირი) ოდიშვილი და სანდრო ცხინვალელი 24 აპრილს ერთმანეთს შეებრძოლებოდნენ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მსროლელთა ბატალიონის მახლობლად მდებარე ნადიროვის მამულები ღარიბ-ღატაკებმა და უსახლკაროებმა მიიზომეს.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ციმბირის მეოთხე მსროლელთა ბატალიონის პროპორშიკმა, ბრეტონმა თავი მოიკლა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ლ. სანდეცკიმ ყოველდღიური გაზეთის, „ბატუმსკი ლისტოკის“ გამოსაცემად ნებართვა ითხოვა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფელ ძიმითში ვ.კილაძემ მოკლა გ. ხელაძე.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცელში“ გუქიტი, ქეთევან ბესლანის ასული, ერაჯი ბესლანის ძე ქორქიები და საჩინო კონსტანტინეს ძე ჯავახია ნათესავებს გესლან ლომკაცის ძე ქორქიას გარდაცვალებას აუწყებდნენ. გამოსვენება და დაკრძალვა ქ. ფოთში, 24 აპრილს, 3 საათზე წმინდა ნიკოლოზის ეკლესიიდან.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, პ. გურსკაიამ ითხოვა ნებართვა ყოველდღიური გაზეთის „ბატუმი“ გამოსაცემად.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წლის 22 აპრილს, შუადღის 2 საათზე, ივანე მაკასაროვი ორთქმავლის ქვეშ ჩავარდა და ფეხი მოიტეხა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 24 აპრილის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ალექსანდრე ბეთანოვი 22 აპრილს ნავთლუღში, მტკვრის პირას გარდაცვლილი ნახეს.

