საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87540

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ნიკოლოზ იგორის ძე კარპინსკი თბილისის გუბერნიის სამოქალაქო საქმეთა მწარმოებელი იყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 იანვარს ქართულ თეატრში კოტე შათირიშვილისა და კანდელაკის მონაწილეობით ხუთმოქმედებიანი პიესა „ადრიანა ლეკუვრერი“ უნდა წარედგინათ.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში იოსებ ანდრიას ძე ანიჩკოვი იმერეთის გუბერნიის მიწისმზომელი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ ჩოხატაურის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობამ თანხის შეწირვისთვის მადლობა გადაუხადა ნოვოროსიის ცემენტის ქარხნის მუშებს: ილარიონ ბოლქვაძეს, ბესარიონ ხინთიბიძეს, ლევან თოდრიას, ლევარსი ბოლქვაძეს, თეოფილე ჩხიკვიშვილსა და ისიდორე ჩიგოგიძეს.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის იანვარში ყარამან ჩიქოვანი ექიმ ბ. ნავასარდიანის კლინიკაში თვალის დაავადებებს მკურნალობდა

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ ჩოხატაურის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობამ თანხის შეწირვისთვის მადლობა გადაუხადა ნოვოროსიის ცემენტის ქარხნის მუშებს: ვარლამ გოგიტაძეს, ვარლამ ანდღულაძეს, ესოფ გოგიტაშვილს, კოსტა დოლიძეს, სარდიონ ბოლქვაძესა და ლევარსი ლომთათიძეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის იანვარში ა. გურკო ექიმ ბ. ნავასარდიანის კლინიკაში პაციენტებს ყოველდღე, ორის ნახევრიდან სამის ნახევრამდე, იღებდა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ ჩოხატაურის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობამ თანხის შეწირვისთვის მადლობა გადაუხადა ნოვოროსიის ცემენტის ქარხნის მუშებს: მიხაკო მუხაშარიას, სანდრო გაგუას, იესე დოლიძეს, სილიბისტრო გაგუასა და სამსონ გოგიტიშვილს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის იანვარში ა. დუნაევა-რუდენკო ექიმ ნავასარდიანის კლინიკაში პაციენტებს ყოველდღე, დილის 10-დან 11 საათამდე, იღებდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლიდან ყოველკვირეულ ჟურნალ „მეურნის“ გამოწერა მსურველებს ზუგდიდში ირაკლი ქაიხოსროს ძე კალანდარიშვილთან შეეძლოთ, ოჩამჩირეში – სპირიდონ ნორაკიძესთან, ხოლო ოქუმში – ივანე გეგიასთან.

1912

ტიპი: განათლება

1912 წელს ეპიტაშვილი მოსწავლე იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11 ნოემბერს ანტონ ფურცელაძე ქართულ გიმნაზიის დარბაზში გამართულ ილიას საღამოს დაესწრო.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წელს ვასილ ჩხიკვაძე მღვდელი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 11 ნოემბერს ქართულ გიმნაზიის დარბაზში გამართულ ილიას საღამოზე ეპიტაშვილის მიერ დახატული ილია ჭავჭავაძის დიდი სურათი ცოცხალი ყვავილებითა და გვირგვინებით იყო მორთული.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 13 ნოემბრის გაზეთ „იმერეთში“ ჩოხატაურის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობამ თანხის შეწირვისთვის მადლობა გადაუხადა ნოვოროსიის ცემენტის ქარხნის მუშებს: გაბრიელ კობიძეს, მარკოზ კაკაბაძეს, ეფრემ პაიჭაძეს, ირაკლი კვაჭანტირაძეს, გიორგი სეფერთელაძესა და გიორგი მეჩეხიას.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 13 ნოემბერს დადგმულ ოპერაში „ევგენი ონეგინი“ ობრაზცოვი ონეგინის როლს ასრულებდა.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846-1847 წლებში ივანე ნიკოლოზის ძე სურგუნოვი სისხლისა და საქალაქო სასამართლოს პალატის სხდომის მდივანი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს სტეფანე გაბრიელის ძე ხატისოვი თბილისის ქალაქისთავი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ფიოდორ გრიგოლის ძე ივანოვი თბილისის სამხარეო რაიონის მიწისმზომელი იყო.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ანტონ ადამის ძე სტოიცკი იმერეთის გუბერნიის მიწისმზომელის დამხმარე იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მოსკოვში გამართულ ილიას საღამოზე გრიგოლ ვეშაპიძემ ილია ჭავჭავაძის შესახებ მოხსენება წაიკითხა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 12 ნოემბერს სპირიდონ თორთლაძემ არტემ თავზაროვი დანით მოკლა.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სიმინდისა და ფქვილის მოპარვის ბრალდებით პოლიციამ ლუარსაბ უგულავა დააპატიმრა, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს ზაალ ზაქარიას ძე ზაალოვი თბილისის საქალაქო სამმართველოს წევრი იყო.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 14 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ფარნა გეგელიას საქმის განხილვა შვიდ წელს გრძელდებოდა.