რეგისტრირებული ფაქტები90414
სორტირება თარიღი კლებადობით
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 6 მარტს საგურამოში მცხოვრებმა გლეხებმა ადგილობრივი მემამულეების: ილია ჭავჭავაძისა და ტატო ციციშვილის წინააღმდეგ გაფიცვა მოაწყვეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 6 მარტს საგურამოში მცხოვრებმა გლეხებმა გივი სტარასელსკის წინააღმდეგ გაფიცვა მოაწყვეს.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 5 მარტს წყალტუბოს წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი სპირიდონ ნიკოლოზის ძე ფანცხავა გარდაიცვალა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 3 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, იბრაჰიმ ქერბალაი მამედი ოთხმა შეარაღებულმა კაცმა მოკლა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 3 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სიმონ ამირაღოვმა ძვირფსეულობის დაგარგვის გამო ეჭვი მოსამსახურე ვალერიან ქორიძეზე მიიტანა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 3 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ანდრია როცენს მატარებელმა გადაუარა და ორივე ფეხი მოწყვიტა.
1905
ტიპი: გარდაცვალება
1905 წლის 3 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნიკო ფაღავა მატარებლის ლიანდაგებში ჩავარდა და გარდაიცვალა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 3 მარტის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვლადიმერ გაბრიელის ძე მაყაშვილის სახელზე ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 3 მარტის „ცნობის ფურცლში“ ეკატერინა კონსტანტინეს ასული ნაკაშიძე მადლობას უხდის ნათესავებს და მეგობრებს, რომელთაც გაიზიარეს მისი მწუხარება მეუღლის, ტიფო ნაკაშიძის გარდაცვალების გამო.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 3 მარტის „ცნობის ფურცელში“ კესარია გიორგის ასული და იოსებ როსტომის ძე ტატიშვილები მადლობას უხდიან ყველა იმ პირს, რომელთაც გაიზიარეს მათი მწუხარება შვილის, ლეო ტატიშვილის გარდაცვალების გამო.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის მარტში გაფიცულ საგურამოს და ჭოპორტის საზოგადოებას 16 სოფელი შეუერთდა. მათ მღვდელი არსენ გედევანიშვილი უსამართლობაში ამხილეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის გაზაფხულზე პარიზში მოღვაწე გიორგი დეკანოზიშვილმა თედო სახოკიას დაავალა საქართველოში წასვლა და სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის მთავარ კომიტეტთან შეთანხმებით საზღვარგარეთიდან წამოსული იარაღის გადმოცლა შავიზღვისპირეთის სხვადსხვა პუნქტში.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის გაზაფხულზე პარიზში მოღვაწე გიორგი დეკანოზიშვილმა თითქმის ყველა იქ მყოფი ქართველი და მათ შორის, თედო სახოკია, სამშობლოში გამოგზავნა სარევოლუციო საქმიანობის გასაგრძელებლად.
1905
ტიპი: ნასამართლეობა
1905 წლის მარტში, გურიაში სახალხო მღელვარების დროს, თედო კიკვაძე დააპატიმრეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის მარტში, გურიაში თედო კიკვაძის დაპატიმრების განკარგულება გენერალმა ალიხანოვმა გასცა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის მარტში, გურიაში სახალხო მღელვარების დროს, თედო კიკვაძის ბინას ალყა შემოარტყეს გენერალ ალიხანოვის ჯარებმა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის მარტში თედო კიკვაძის დაპატიმრებას ხელმძღვანელობდა ბათუმიდან ოზურგეთში სპეციალურად გაგზავნილი ჟანდარმთა პოლკოვნიკი ბ. ჯაყელი.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის მარტში პოლკოვნიკი ჯაყელი ბათუმიდან ოზურგეთში ჩავიდა თედო კიკვაძის დასაჭერად.
1905
ტიპი: ნასამართლეობა
1905 წლის მარტში, გურიაში სახალხო მღელვარების დროს, დააკავეს სოციალ-დემოკრატიული ბიუროს წევრი, ექიმი გიორგი ჭოღოშვილი.
1905
ტიპი: ნასამართლეობა
1905 წლის მარტში, გურიაში სახალხო მღელვარების დროს, დაიჭირეს რეჟისორი ალიოშა წუწუნავა.
1905
ტიპი: ნასამართლეობა
1905 წლის მარტში, გურიაში სახალხო არეულობის დროს დააპატიმრეს თევდორე კიკვაძე და ბადრაგის თანხლებით ოზურგეთიდან თბილისში გადაიყვანეს.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის მარტში, გურიაში სახალხო არეულობის დროს დაპატიმრებული თედო კიკვაძე ბადრაგის თანხლებით ჯერ ოზურგეთიდან რკინიგზის სადგურ ნატანებამდე მიიყვანეს, შემდეგ კი – თბილისში, მეტეხის ციხეში.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის მარტში ოზურგეთიდან თბილისში გადმოყვანილ პატიმრებს, რომელთა შორის თევდორე კიკვაძეც იყო, მეტეხის ციხეში გამოუცხადეს, რომ მათ ორ ჯგუფად დაყოფდნენ და რუსეთის სხვადასხვა გუბერნიაში გადაასახლებდნენ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის მარტში ოზურგეთიდან თბილისში გადმოყვანილი პატიმრები მეტეხის ციხეში ორ ჯგუფად დაყვეს. თევდორე კიკვაძის ჯგუფი ყაზანის გუბერნიაში უნდა გამგზავრებულიყო.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის მარტში თევდორე კიკვაძის ყაზანის გუბერნიაში გადასახლების განკარგულება არ შესრულდა, რადგან იმ დროს თბილისის მეფისნაცვლად დანიშნულმა ვორონცოვ-დაშკოვმა ამნისტია გამოაცხადა.

