რეგისტრირებული ფაქტები89455
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 14 თებერვალს ჯარისკაცმა ეგნატე მელიანოვმა გატეხა გლეხ გაბრიელ ვიშნიაკოვის მაღაზია, საიდანაც მოიპარა 10 მანეთის ტანსაცმელი. პოლიციამ ბრალდებული დააკავა და ტანსაცმელიც უკან დაუბრუნეს პატრონს.
1888
ტიპი: ნასამართლეობა
1888 წლის 14 თებერვალს ჯარისკაცმა ეგნატე მელიანოვმა გატეხა გლეხ გაბრიელ ვიშნიაკოვის მაღაზია, საიდანაც მოიპარა 10 მანეთის ტანსაცმელი. პოლიციამ ბრალდებული დააკავა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში გაქურდეს ავაქ ხანდამიროვის, სერგო ავაქოვის, ბუღდან ტერ-სარქისოვის, იაკობ ლოვანოვის, ნიკოლოზ დოვლატოვის, მარკ რაბინოვიჩის, ივანე დონდუროვის, ევგრაფ ივანოვისა და მოსე ცეიტლინის მაღაზიები.
1869
ტიპი: ღონისძიება
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოებისთვის საზოგადოების მდივან ნიკოლოზ პროკოფის ძე სიტოვსკის წარუდგენია ანგარიში. ანგარიშის მიხედვით, საზოგადოების მიერ გამოცემული 732 ბროშურა უფასოდ იქნა დარიგებული.
1869
ტიპი: თანამდებობა
1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ანდრია ივანეს ძე დეიჩმანი იყო კავკასიის სოფლის მეურნეობის საზოგადოების საბჭოს წევრი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 2 თებერვალს თბილისის სასულიერო სასწავლებლის ტაძარში მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით ეგზარქოსმა პალადიმ წირვა აღავლინა, იგალობეს როგორც რუსულად, ასევე ქართულ ენაზე.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 16 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქართული სათეატრო კომიტეტის გადაწყვეტილებით უნდა წარმოედგინათ შექსპირის ტრაგედია „ოტელო“, რომელიც ინგლისურიდან ივანე მაჩაბელმა თარგმნა. სპექტაკლში მთავარ როლს კოტე მესხი შეასრულებდა.

