საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89455

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 2 თებერვალს თბილისის სასულიერო სასწავლებლის მოსწავლეებს შეხვდა ეგზარქოსი პალადი. მან მოინახულა სასწავლებლის სასადილო ოთახი, წიგნ-საკაზმავი ოთახი და ბიბლიოთეკა. ეგზარქოსმა წიგნების შესაძენად  სასწავლებლის ბიბლიოთეკას გარკვეული თანხა შესწირა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გრიგოლ ჩარკვიანის წიგნის მაღაზიის მიერ გამოცემული წიგნები იყიდებოდა თელავში, ალექსანდრე მერაბოვის მაღაზიაში.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 17 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ ყიფშიძის მიერ თარგმნილი ვიტტორიო ბერსეციოს მოთხრობის „დიაბოლინა“ დასასრული.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს ივანე ივანეს ძე კერესელიძე გამოსცემდა ჟურნალ „დილას“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 17 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ნიკოლოზ მარმა, პეტერბურგის უნივერსიტეტში აღმოსავლეთ ენების ფაკულტეტის სტუდენტმა, უნივერსიტეტის საბჭოს წარუდგინა თხზულება, რომელსაც ვერცხლის მედალი მიაკუთვნეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 13 თებერვალს უცნობმა პირმა ავჭალიდან თბილისში ნივთების წამოსაღებად 2 მანეთად დაიქირავა სოლომონ სააკოვის ეტლი. დამქირავებელმა ღრმაღელის ქუჩაზე მისვლისთანავე გააჩერებინა სააკოვს ეტლი, მეეტლე სცემა და ცხენი გაიტაცა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 თებერვალს გლეხ ივანე ლოჯიშვილის სახლიდან მოიპარეს 179 მანეთის ოქროსა და ვერცხლის ნივთები.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 15 თებერვალს გატეხეს ანა ვისოჩკინის სახლის საკუჭნაო, საიდანაც მოიპარეს 35 მანეთის სპილენძეულობა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 15 თებერვალს გატეხეს სოლომონ გაბაევის არყის საწყობის კარები და დახლიდან 150 მანეთი წაიღეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 თებერვალს მ. ზავადსკის მონაწილეობით უნდა წარმოედგინათ ზურან ანტონოვის სამმოქმედებიანი კომედია „მზის დაბნელება საქართველოში“.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ლევან ლუარსაბის ძე და არჩილ ლევანის ძე თარხან-მოურავნი აუწყებენ ნათესავებსა და ნაცნობებს პირველის მეუღლისა და მეორის დედის ქეთევან ივანეს ასული თარხან-მოურავის გარდაცვალებას.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ლევან ლუარსაბის ძე და არჩილ ლევანის ძე თარხან-მოურავნი აუწყებენ ნათესავებსა და ნაცნობებს, რომ ქეთევან ივანეს ასულ თარხან-მოურავს დაკრძალავდნენ 1888 წლის 20 თებერვალს სოფელ ერთაწმინდის ეკლესიაში.

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ლევან ლუარსაბის ძე თარხან-მოურავის შვილი იყო არჩილ ლევანის ძე თარხან-მოურავი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 19 თებერვალს გაიმართებოდა სპექტაკლი „ბნელ ოთახში“ ერთმოქმედებად, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: მარიამ საფაროვა-აბაშიძისა, ლეონიძისა, ელისაბე ჩერქეზიშვილისა, მ. ზავადსკი, ვასილ აბაშიძე, კ. მაქსიმიძე და სხვანი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 20 თებერვალს დანიშნული იყო მარიამ საფაროვა-აბაშიძის ბენეფისი სპექტაკლში „ორი ობოლი“.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 3 მარტს „თბილისის საბრანიაში“ გაიმართებოდა ქართული დრამატული საზოგადოების მეჯლისი, რომლის ორგანიზება მარიამ ჭავჭავაძემ საკუთარ თავზე აიღო, ხოლო „საბრანიის“ დარბაზის მორთულობაზე შამშინოვმა იზრუნა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 12 თებერვალს კავკავში ჩავიდა ალექსანდრე როინაშვილი თავისი ნამუშევრების საზოგადოებისთვის წარსადგენად.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ალექსანდრე როინაშვილმა გადაწყვიტა თბილისში დასახლებულიყო და გაეხსნა თავისი მუზეუმი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 14 თებერვალს სურამში მიხაკო დათებოვმა ხანჯლით დაჭრა იაგორ აკოფოვი.

1888

ტიპი: ავტორობა

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ კორესპონდენტ აბდულ ეფენდი მიქელაძის ცნობით, ქვედა აჭარაში 1888 წლის 9 თებერვალს ადგილობრივმა გლეხმა თოფის გასინჯვის დროს შემთხვევით შვილი იმსხვერპლა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 თებერვალს კონსტანტინე კახნიძემ აზანაურ იაგორ ქალანთაროვის სახლიდან მოიპარა 400 მანეთის სხვადასხვა ნივთი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 23 თებერვალს დაინიშნა მარიამ საფაროვა-აბაშიძის ბენეფისი, წარმოდგენილი იქნებოდა დრამა „ორი ობოლი“ კონსტანტინე ყიფიანის მონაწილეობით.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 თებერვალს აზნაურ იაგორ ქალანთაროვის სახლის გატეხვისა და გაძარცვის გამო კონსტანტინე კახნიძე დააკავეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოფელ გომში გაქურდეს იორდანე აბაზაშვილის დუქანი, საიდანაც 170 მანეთის საქონელი წაიღეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „მშაკის“ ცნობით ალექსანდროპოლში მთავრობისგან სტამბის გამართვის ნება მიიღო აბრაამ მალხაზიანცმა.