საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89455

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წლის 15 იანვარს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე ბანკის რწმუნებულად აირჩიეს.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 14 იანვარს ილია ჭავჭავაძე ვლადიმერ მიქელაძესთან წვეულებაზე ვერ წავიდა, რადგან კავკასიის მთავარი სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის საბჭოს წევრ კრიმ გირეის მიერ სკოლებში ადგილობრივი ენების გამოყენების საწინააღმდეგო გამოსვლის საპასუხო სიტყვაზე მუშაობდა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 14 იანვარს ილია ჭავჭავაძე დაესწრო სამეურნეო საზოგადოების კრებას, რომელზეც სიტყვით გამოვიდა კრიმ გირეი და სკოლებში ადგილობრივი ენების გამოყენების მიზანშეუწონლობის შესახებ ისაუბრა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 13 იანვრიდან ილია ზურაბიშვილი მუშაობდა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოში.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 8 იანვარს დეკანოზმა პეტრე კენჭოშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ზაქათალის ოლქის სოფელ კახის სკოლისათვის დახმარება სთხოვა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 8 იანვარს ივანე ჩიბალაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართა წიგნების გასაყიდად გადაცემის თაობაზე.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა სამსონ ფირცხალავამ ბუდაპეშტის უნივერსიტეტის პროფესორ ოსკარ ასბოტს (მისივე თხოვნით) ჩუბინაშვილის „ქართულ-რუსულ ლექსიკონი“, იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ და „ბუნების კარი“ გაუგზავნა.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აფრასიონ მერკვილაძემ მის მიერ შეკრებილ ხალხურ ნაწარმოებთა გამოცემის თხოვნით მიმართა.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წლის 6 იანვარს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „ბზიკი“ დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის სტატია „ხილად“ მინაწერით „ახალ თაობის რაინდს“.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 6 იანვარს თბილისის „კრუჟოკის" დარბაზში თბილისის სათავადაზნაურო სკოლის დასახმარებლად გაიმართა მეჯლისი, რომლის გამგე იყო ელისაბედ ირაკლის ასული ორბელიანი. ბილეთის ფასი – 2 მან. და 10 კაპ.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლის 5 იანვარს დუტუ მეგრელი დანიშნეს ერევნის გუბერნიის საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრად.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გრიგოლ რაჟდენის ძე კახაძე დაიბადა 1903 წლის 4 იანვარს სამტრედიაში.

1903

ტიპი: ორგანიზაცია

1903 წელს ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე გაწევრიანდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში. იგი 20 წლის განმავლობაში იყო პარტიის წევრი, ასევე სათავეში ედგა რკინიგზელთა კავშირს, არალეგალური მუშაობის დროს კი არალეგალურ მენშევიკურ პროფკავშირებში მუშაობდა.

1903

ტიპი: ორგანიზაცია

1903 წლიდან გიორგი ალექსის ძე სალუქვაძე ბათუმის მენშევიკური პარტიის წევრი იყო.

1903

ტიპი: ავტორობა

1903 წელს ილია ჭავჭავაძემ ბროჰაუზის ლექსიკონისთვის დაწერა ავტობიოგრაფია.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1903 წელს გერასიმე მაქსიმეს ძე ფარცხალაიშვილი დაიბადა ბათუმში.

1903

ტიპი: განათლება

იოსებ აბაკელიამ პირველდაწყებითი განათლება ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო (1903 წელს დაამთავრა) და ნოვოროსიის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტზე შევიდა.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს იოსებ აბაკელია სოციალისტ-რევოლიუციონერთა პარტიაში იწყებს მუშაობას ქ. ოდესაში და ნოვოროსიის უნივერსიტეტის პარტიის სტუდენტთა ფრაქციის კომიტეტის და პერესიპის მუშათა რაიონის წევრად ითვლება.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903 წლიდან კონსტანტინე ანდრონიკაშვილი იმყოფებოდა კაჭრეთში პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ, თუმცა დროგამოშვებით ახერხებდა თბილისში გამოპარვას, სადაც დაუკავშირდა სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის კომიტეტს, აქ დაუხლოვდა ირაკლი წერეთელს.

1903

ტიპი: ღონისძიება

1903/1904 (ზუსტი თარიღი უცნობია) ილია ბადრიძე გოლოვინის პროსაპექტზე გამართული დემონსტრაციის მედროშე იყო.

1903

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1903 წლიდან ფილიპე გლახუას ძე ლორია სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკების) პარტიის წევრი იყო.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903-1905 წლებში ფილიპე ლორია ქალაქ თბილისის თვითმმართველობაში მუშაობდა.

1903

ტიპი: განათლება

1903 წელს ვალენტინა ივანეს ასულმა გამყრელიძე-ბაღათუროვმა თბილისის პირველი გიმნაზია დაამთავრა.

1903

ტიპი: თანამდებობა

1903 წელს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა საბავშვო ჟურნალ „ჯეჯილის“ რედაქტორი იყო, ეკატერინე გაბაშვილი, კეკე მესხი, ვ. ქართველიშვილი-მიქაბერიძისა და ა. ციციშვილი სარედაქციო კოლეგიის წევრები იყვნენ.