რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება თარიღი კლებადობით
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 24 ოქტომბერს თბილისის სასანიტარო-სამკურნალო საბჭომ დაადგინა, რომ უნდა შექმნილიყო საბჭო, რომელიც შეიმუშავებდა ავადმყოფების სამკურნალო დაწესებულებაში მიღების წესს. კომისიის წევრებად აირჩიეს ექიმები: თარხანოვი, მძინარაშვილი, მ. პ. შჩერბინინი და იგიტიანცი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 24 ოქტომბერს ალექსანდრეს ბაღის ეკლესიაში კავკასიის საცენზურო კომიტეტმა გადაიხადა პეტერბურგში გარდაცვლილი კ. ვ. იაკიმოვის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი, რომელსაც დაესწრნენ საცენზურო კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ჰაკელი და სხვა ცენზორები.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 24 ოქტომბერს სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებამ შექმნა კომისია, რომელსაც მინდობილი ჰქონდა პურით ვაჭრობის საკითხის განხილა. კომისიამ განიხილა პ. ს. ღამბაროვის მოხსენება სასოფლო-სამეურნეო წარმოებათა ვაჭრებისა და მწარმოებელთა ამხანაგობის დაარსების შესახებ.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის სახაზინო პალატის შენობაში გაიმართა სასოფლო-სამეურნეო კომიტეტის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო ქუთაისის გუბერნატორი ალექსანდრე სმაგინი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის სახაზინო პალატის შენობაში გაიმართა სასოფლო-სამეურნეო კომიტეტის სხდომა, რომელიც დაყოფილი იყო რამდენიმე სექციად. მეოთხე სექციის თავმჯდომარე იყო ქუთაისის გუბერნიის ინჟინერი, წევრები – ნიკო ნიკოლაძე და დავით ხელთუფლიშვილი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის სახაზინო პალატის შენობაში გაიმართა სასოფლო-სამეურნეო კომიტეტის სხდომა, რომელიც დაყოფილი იყო რამდენიმე სექციად. მეორე სექცია მუშაობდა იურიდიულ საკითხებზე. მისი თავმჯდომარე იყო ნ. პ. პრინცი, წევრები – დავით ბაქრაძე, ანდრია ერისთავი, ალ. ქოჩაქიძე და დავით ლორთქიფანიძე.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის სახაზინო პალატის შენობაში გაიმართა სასოფლო-სამეურნეო კომიტეტის სხდომა, რომელიც რამდენიმე სექციად იყო დაყოფილი. პირველმა სექციამ, რომლის თავმჯდომარე იყო აგრონომი ვლადიმერ სტაროსელსკი, განიხილა სამეურნეო საკითხები.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის სახაზინო პალატის შენობაში გაიმართა სასოფლო-სამეურნეო კომიტეტის სხდომა, რომელიც დაყოფილი იყო რამდენიმე სექციად. მესამე სექციას დაევალა ეკონომიკურ-ფინანსურ საკითხებზე მუშაობა. სექციის თავმჯდომარე იყო მ. გრიგორაში, წევრები – პავლე თუმანიშვილი, კირილე ლორთქიფანიძე, ნ. წერეთელი, გიორგი ზდანოვიჩი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 23 ოქტომბერს ყაზბეგის ქუჩაზე მცხოვრებ ვასილ სკოვოროდკოს სახლში ღამით უცნობი ქალი შეიპარა და მოიტაცა მისი სამი წლის ვაჟი. პოლიციამ კვალს ვერ მიაგნო.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის სახაზინო პალატის შენობაში გაიმართა სასოფლო-სამეურნეო კომიტეტის სხდომა, რომელიც დაყოფილი იყო რამდენიმე სექციად. პირველი სექციის წევრებად აირჩიეს ტიმოფეევი, ვუჩინო, ერმილე კაციას ძე ნაკაშიძე, ავქსენტი ნაკაშიძე, ოტო სიმონსონი და იოსებ იაკობის ძე ქუთათელაძე.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლის 23 ოქტომბერს გორში გაიმართა ქალაქის მამასახლისის არჩევნები, რომელზეც ა. ი. ანდრონიკაშვილი აირჩიეს.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 22 ოქტომბერს გამართულ ქალაქის სკოლათა გამგეობის კრებას ხელმძღვანელობდა სკოლათა გამგე-კომისიის თავმჯდომარე ი. ს. ალიხანოვი. კრებაზე განიხილეს მომავალი წლის ხარჯთაღრიცხვა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 20 ოქტომბერს ვაჭართა საზოგადოებამ იოსებ დავიდოვს საზოგადოებისთვის 25 წლის სამსახურისთვის ქების ფურცელი გადასცა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 20 ოქტომბერს თბილისის ვაჭართა საზოგადოების შენობაში გაიმართა საზოგადოების კრება, რომლის თავმჯდომარე იყო ი. ა. შადიმანოვი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 20 ოქტომბერს თბილისის ვაჭართა საზგადოების შენობაში გამართულ საზოგადოების კრებაზე განიხილეს, როგორ აღენიშნათ მამასახლის იგორ დავიდოვის 25 წლის სამსახური.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 20 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო თეატრში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგინეს „ცქრიალა სიუზანა", ხუთ მოქმედებიანი დრამა, რომელიც თარგმნა ვასილ რცხილაძემ. სპექტაკლში მონაწილეობდნენ ნინო ჩხეიძე და იოსებ ივანიძე.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
დავით ალექსის ძე გაჩეჩილაძე დაიბადა 1902 წლის 19 ოქტომბერს ხარაგაულის რაიონი სოფელ ღორეშაში.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 19 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისის მოურავ დავით ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ საბჭოს კრებაზე ქალაქის გამგეობის წევრები აირჩიეს.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წლის 19 ოქტომბერს სასამართლო პალატამ განიხილა გაზეთ „ნოვოე ობაზრენიეს" რედაქტორის, გიორგი თუმანოვის საქმე, რომელსაც ბრალად ედებოდა დიფამაცია.
1902
ტიპი: ნასამართლეობა
1902 წლის 19 ოქტომბერს სასამართლო პალატაში განიხილეს „ცნობის ფურცლის" ყოფილი რედაქტორის, აკაკი ჭყონიას საქმე. მას საჩხერის სასოფლო საავადმყოფოს ექიმი მიხეილ ლორთქიფანიძე ცილისწამებისათვის გაზეთში უჩიოდა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლის 19 ოქტომბერს პეტერბურგში გაემგზავრა ქუთაისის საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარე მელნიკოვი.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 19 ოქტომბერს ქალაქ ქუთაისის საბჭოს კრებაზე აირჩიეს ქალაქის გამგეობის წევრები. კანდიდატებად დასახელებული იყვნენ: ვლადიმერ ნ. კანდელაკი, ვ. კ. ალშიბაია, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი, ვარლამ ივანეს ძე ჭილაძე, მიხეილ ერასტის ძე დარახველიძე.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 19 ოქტომბერს თბილისის სამოსამართლო პალატაში განსახილველად ჩაინიშნა გაზეთ „ნოვოე ოზოზრენიეს" რედაქტორ გიორგი მიხეილის ძე თუმანოვისა და გაზეთ „ცნობის ფურცლის" რედაქტორად ნამყოფი ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონიას საქმე, რომელთაც ბრალად ედებოდათ დიფამაცია.

