რეგისტრირებული ფაქტები82913
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1824
ტიპი: ღონისძიება
1824 წელს აფხაზთა აჯანყების ჩასახშობად გაგზავნეს რაზმი, რომელიც 1400 ჯარისკაცისაგან შედგებოდა. მას ხელმძღვანელობდა გენერალ-მაიორი პეტრე გორჩაკოვი.
1806
ტიპი: ღონისძიება
1806 წელს აფხაზეთის მთავრის, მიხეილის დედა თამარ დადიანი იძულებული გახდა, თავისი ადგილსამყოფელი სოფელ ლიხნიში (სოუქსუში) დაეტოვებინა და სოხუმ-კალეს ციხესიმაგრისათვის შეეფარებინა თავი. აქ მას რუსეთის ჯარის ორი განაყოფი იცავდა.
1824
ტიპი: ღონისძიება
1824 წელს აფხაზეთის ყოფილ მთავარ ასლან-ბეის ხელახლა აუჯანყებია აფხაზები და აჯანყების ტალღა აფხაზეთის მთელ ტერიტორიას მოედო.
1824
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1824 წელს აფხაზეთის მთავარ დიმიტრი შარვაშიძის ძმა იყო მიხეილი (ჰამუთ-ბეი).
1821
ტიპი: თანამდებობა
1821 წელს რუსეთის ჯარების ხელშეწყობით აფხაზეთის სამთავრო დიმიტრი შარვაშიძეს ერგო.
1831
ტიპი: თანამდებობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ს დიმიტრი შარვაშიძისთვის პოლკოვნიკის წოდება უბოძებია.
1821
ტიპი: ღონისძიება
1821 წელს აფხაზეთის მთავრის, საფარ-ბეის სიკვდილის შემდგომ, ოსმალეთის სულთნისა და ასლან-ბეის მიერ შეგულიანებულ აფხაზებს აჯანყება მოუწყვიათ.
1806
ტიპი: ღონისძიება
1806 წელს აფხაზეთის მთავარ საფარ-ბეის უფროსი შვილი დიმიტრი შარვაშიძე სანქტ-პეტერბურგში პაჟთა კორპუსში მიუბარებიათ.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის პირველი მაისის გაზეთის „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ცნობით, აფხაზეთის მთავარ საფარ-ბეისა და მის ოჯახს ქრისტიანობა მიუღიათ.
1831
ტიპი: თანამდებობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ ასლან-ბეის გაქცევის შემდეგ აფხაზეთის სამთავროს მმართველობა მისი უფროსი ძმის, საფარ-ბეის ხელში გადასულა.
1808
ტიპი: ღონისძიება
1808 წელს ქელეშ-ბეის მკვლელობის შემდეგ ასლან-ბეი სოხუმ-კალეს ციხეში გამაგრებულა, თუმცა რუსებისა და ქელეშ-ბეის ოჯახის წევრების შეტევას ვერ გაუძლო და ჩერქეზებთან გაქცეულა.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის პირველ მაისს გაზეთში „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ დაიბეჭდა ისტორიული ნარკვევი აფხაზეთის შესახებ. ნარკვევის მიხედვით, ოსმალეთის სულთან მუსტაფა IV-ს ქელეშ-ბეის წინააღმდეგ აუმხედრებია მისი შვილი ასლან-ბეი, შეპირდა რა ამ უკანასკნელს სამთავროსა და მრავალ სხვა ჯილდოს.
1806
ტიპი: ღონისძიება
1806 წელს აფხაზეთის მთავარმა ქელეშ-ბეიმ თავშესაფარი მისცა ოსმალეთის სულთნისგან გამოქცეულ ტრაპიზონის ფაშას.
1831
ტიპი: ავტორობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთის „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ცნობით, რუსეთის იმპერიის საქმეთა რწმუნებულ კავალინსკის იმპერატორ ალექსანდრესთვის გაუგზავნია ანგარიში, რომელშიც აღწერდა მეფე გიორგი XII-ის დასაფლავების ცერემონიას. მეფე გიორგის ცხედარი სიონის საკათედრო ტაძარში გადაუსვენებიათ.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ რუსეთის იმპერიის საქმეთა რწმუნებულ კავალინსკის იმპერატორ ალექსანდრესთვის გაუგზავნია ანგარიში, სადაც აღწერდა მეფე გიორგი XII-ის დასაფლავების ცერემონიას. ანგარიშის მიხედვით, მეფე გიორგის ცხედარი მეორე დღესვე გადაუსვენებიათ სიონის საკათედრო ტაძარში, რადაგან მის საცხოვრებელში, რომელიც სულ ორი ოთახისგან შედგებოდა, შეუძლებელი იქნებოდა ცერემონიის ჩატარება.
1831
ტიპი: თანამდებობა
1831 წლის პირველი მაისის გაზეთიდან „ტიფლისსკიე ვედომოსტი“ ირკვევა, რომ სამოქალაქო მრჩეველი კავალინსკი რუსეთის იმპერიის საქმეთა რწმუნებული ყოფილა მეფე გიორგი XII-სთან.
1800
ტიპი: გარდაცვალება
ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე გიორგი XII გარდაიცვალა 1800 წლის 28 დეკემბერს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.