საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87540

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ჭიათურაში ნესტორ კიკალეიშვილის თაოსნობით ივანე შარაშიძის პანაშვიდი გადაიხადეს.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 3 ნოემბერს ბრალდებულ რაჟდენ გიგაშვილს ნაფიცი ვექილი კ. ჩიკვაიძე იცავდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს გინეკოლოგი და პედიატრი ა. ი. დუნაევა-რუდენკო ნავასარდიანის კერძო კლინიკაში მუშაობდა.

1912

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 9 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხაკო ახალაძეს, სანდრო ჩხეტიასა და მელიტონ გობეჩიას 4-4 წლის კატორღა ჰქონდათ მისჯილი.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს ოფთალმოლოგი და თერაპევტი ყარამან მანუჩარის ძე ჩიქოვანი ნავასარდიანის კერძო კლინიკაში მუშაობდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს თერაპევტი და პედიატრი ა. პ. კარაპეტიანცი ნავასარდიანის კერძო კლინიკაში მუშაობდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ 1916 წელს ბაქოს განყოფილება ომისაგან გამოწვეული სიძვირის გამო სკოლის მასწავლებელთა დასახმარებლად 400 მანეთს გამოყოფდა, სკოლის მსახურთათვის კი — 120 მანეთს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ 1916 წელს ბაქოს განყოფილება მთავარი გამგეობისთვის 954.68 მანეთს გამოყოფდა, ქართული წარმოდგენების მოსაწყობად კი — 1000 მანეთს.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წელს დერმატოლოგი და ვენეროლოგი ა. გ. გურკო ნავასარდიანის კერძო კლინიკაში მუშაობდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ 1916 წელს ბაქოს განყოფილება მასწავლებელთა ჯამაგირისთვის 3420 მანეთს გაიღებდა, სკოლისთვის საჭირო ავეჯის შეძესაძენად კი — 1000 მანეთს.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ 1916 წელს ბაქოს განყოფილება ქონების დაზღვევისა და სატელეფონო ხარჯისთვისაც ას-ას მანეთს გაიღებდა, მოულოდნელი ხარჯისთვის კი — 500 მანეთს.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს გიორგი ერისტოს ძე ფაღავა სამეგრელოს ოლქის მარტვილის მეორე კლასის მდივანბეგის დამხმარედ მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს ანტონ ივანეს ძე ახვლედიანი სამეგრელოს ოლქის მარტვილის მეორე კლასის მდივანბეგი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს პრაპორშიკი ვამეხ გიორგის ძე დადიანოვი სამეგრელოს ოლქის სოფელ სუჯუნის მეორე კლასის მდივანბეგი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს გიორგი ვამეხის ძე დადიანოვი სამეგრელოს ოლქის ჯვრის მეორე კლასის მდივანბეგის დამხმარედ მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს ლეიტენანტი ივანე ოტიას ძე ჩიქოვანი სამეგრელოს ოლქის ჯვრის მეორე კლასის მდივანბეგი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს ლეიტენანტი კაცია გიორგის ძე ჩიჩუა სამეგრელოს ოლქის ზუგდიდის მეორე კლასის მდივანბეგის დამხმარედ მუშაობდა.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს პოდპორუჩიკი თეიმურაზ სიმონის ძე აგიევი სამეგრელოს ოლქის ზუგდიდის მეორე კლასის მდივანბეგი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს ოფიცერი პეტრე ნიკოლოზის ძე დადიანოვი სამეგრელოს ოლქში მდივანბეგი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს პოდპოლკოვნიკი სიმონ მიხეილის ძე ჩიქოვანი სამეგრელოს ოლქში მდივანბეგი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს პოდპორუჩიკი ელიზბარ გიორგის ძე დადიანოვი სამეგრელოს ოლქში მდივანბეგი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს პოდპორუჩიკი ვახტანგ გიორგის ძე ჩიქოვანი სამეგრელოს ოლქში მდივანბეგი იყო.

1849

ტიპი: თანამდებობა

1849 წელს შტაბს-კაპიტანი როსტომ გიორგის ძე ჩიქოვანი სამეგრელოს სამთავროს მმართველი და მდივანბეგების თავმჯდომარე იყო.

1915

ტიპი: ორგანიზაცია

1915 წელს სერგო ღოღაბერიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის წევრი იყო.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს იოსებ დადიანის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დაადგინეს, რომ ბაქოს განყოფილებას ქონების დაზღვევისთვის გაღებული ჰქონდა 97.84 მანეთი, ქართული წარმოდგენების მოსაწყობად — 740, მოულოდნელი ხარჯისთვის კი — 1182.44 მანეთი.