საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92159

1970

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ქრისტინე შარაშიძის მიერ ევგენი ხარაძისადმი მიწერილი წერილის მიხედვით, თამაზ კალანდაძის მამა (გარდაიცვალა 1958 წელს) ჩაქვის ჩაის მეურნეობის მთავარი აგრონომი, სოციალისტური შრომის გმირი, ორგზის ლენინის ორდენოსანი და მოსკოვის სასოფლო – სამეურნეო გამოფენის ორგანიზატორი იყო.

1970

ტიპი: ღონისძიება

სიცოცხლის უკანასკნელი 5 წელი თამარ შარაშიძე-ქარცივაძემ უმეტესად მწოლიარემ გაატარა. ქრისტინე შარაშიძის მივლინებაში წასვლის დროს ის ნათესავებთან – ქიქოძეებთან გადავიდა საცხოვრებლად.

1970

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ქრისტინე შარაშიძემ თბილისიდან საფრანგეთში ძმის შვილს თამარ შარაშიძეს კერძო ხასიათის წერილი გაუგზავნა, რომელშიც სწერდა, რომ მარცხენა თვალში სისხლი ჩაექცა.

1970

ტიპი: ავტორობა

1970 წელს ზეინაბ ზარქუამ ქრისტინე შარაშიძეს გორიდან თბილისში გაუგზავნა 8 მარტის მისალოცი ბარათი.

1970

ტიპი: პირადი ინფორმაცია

დიომიდე ალექსანდრეს ძე თოფურიძე თბილისში, ანასტასიევის ქუჩა, სახლი № 13-ში ცხოვრობდა.

1970

ტიპი: თანამდებობა

1970 წლის შემდეგ შალვა მაღლაკელიძე საქართველოს მწერალთა კავშირის იურისტი იყო.

1970

ტიპი: ღონისძიება

1970 წელს გორის სახელმწიფო თეატრში დაიდგა გიორგი ნახუცრიშვილის ზღაპარი-კომედია „ალიბაბა”.

1970

ტიპი: თანამდებობა

1970 წელს სერგო ზაქარიაძე პოზნანში რუსთაველის სახელობის 70-კაციანი თეატრალური დასის ხელმძღვანელი იყო.

1970

ტიპი: ავტორობა

1970 წელს „საბჭოთა საქართველომ” გამოსცა სიმონ წვერავას მოთხრობების კრებული „იმ ბობოქარ დღეებში”.

1970

ტიპი: თანამდებობა

1970 წლიდან დიმიტრი ჯანელიძე ხელმძღვანელობდა თეატრისა და კინოს ისტორიისა და თეორიის სამეცნიერო-კვლევით სექტორს.

1970

ტიპი: ავტორობა

1970 წელს გამოქვეყნდა კლავდია დევდარიანის მოთხრობა „დრო და სივრცე”.

1970

ტიპი: ღონისძიება

1970 წელს მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიდგა კლავდია დევდარიანის პიესა „დღეს ჩვენ ვფიქრობთ ბარათაშვილზე”.

1970

ტიპი: ღონისძიება

1970 წელს კლავდია დევდარიანი დააჯილდოვეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლით.

1970

ტიპი: თანამდებობა

1970 წელს ირაკლი აბაშიძე იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.

1970

ტიპი: ავტორობა

1970 წელს გამოქვეყნდა გიორგი კაჭახიძის რჩეული ლირიკული ლექსების კრებული „ერთტომეული”.

1970

ტიპი: ავტორობა

1970 წელს გამოქვეყნდა გიორგი კაჭახიძის საბავშვო ლექსები „რა სიხარული რგებიათ” სერიიდან „ჩემი პატარა ბიბლიოთეკა”.

1969

ტიპი: ავტორობა

1969 წლის 31 ოქტომბერს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ 10 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე სამხედრო სანატორიუმში მიდიოდა.

1969

ტიპი: ღონისძიება

1969 წლის 31 ოქტომბერს მიხეილ კვალიაშვილმა პოზნანიდან თადე წითლანაძეს, ილარიონ ლობჟანიძეს, ვლადიმერ ციბაძეს და გიგა ტურაშვილს გაზეთი „სამშობლო“ გაუგზავნა.

1969

ტიპი: ღონისძიება

1969 წლის 29 ოქტომბერს ვასილ ფერაძემ ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში გრიგოლ ფერაძის შესახებ საქართველოში დაბეჭდილი პირველი სტატია გაუგზავნა.

1969

ტიპი: ავტორობა

1969 წლის 25 ივნისს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს ვარშავაში მისწერა, რომ ორი ოპერაცია გაიკეთა და 73 დღე საავადმყოფოში იწვა.

1969

ტიპი: ავტორობა

1969 წლის 25 ივნისს მიხეილ კვალიაშვილმა ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, 28 ივნისს ვარშავაში ოპერა „დაისს“ დასწრებოდა.

1969

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1969 წლის 3 ივნისს ანდრეი ბელიმ ტიციან ტაბიძეს მოსკოვიდან მისწერა, რომ საქართველოში დაგეგმილი სტუმრობისას წინანდლის მონახულების იმედი ჰქონდა.

1969

ტიპი: ღონისძიება

1969 წლის მარტში ორდე დგებუაძეს მიენიჭა მეცნირების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება.

1969

ტიპი: ავტორობა

1969 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა დაამთავრა ზღაპარი-კომედია „ალიბაბა”.

1969

ტიპი: ავტორობა

1969 წელს გამოქვეყნდა ბონდო კეშელავას ლექსების კრებული „ცაო, მაღალო”.