რეგისტრირებული ფაქტები87540
სორტირება თარიღი კლებადობით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ერმალოზ სირბილაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ამცნო, რომ სკოლებისა და ბიბლიოთეკებისთვის 800 მანეთი გადადეს და 301.19 მანეთი დახარჯეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ისიდორე რამიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ბათუმის სკოლაში მესამე მასწავლებელის დამატება სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს პარმენ გელაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თონეთის სკოლის მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ერასტი გორდელაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, გომარეთის სკოლისთვის გაეგზავნათ 22.76 მანეთის ნივთები: 10-10 რუსული ანბანის რვეული და „ბუნების კარი“, 80 ქართულის რვეული, ორ-ორი ყუთი კალამი და ფანქარი, 120 ორხაზიანი რვეული, 4 შეკვრა საწერი ქაღალდი, 5 „დედა ენა“ და 3 რუსული ანბანი. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ფოტოგრაფიის დირექტორის თანამდებობაზე ბეგოიძე დანიშნა. მან ტარას მომცემლიძისა და ავალიშვილისგან ფოტოგრაფიის ქონება წესის მიხედვით ჩაიბარა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ ისიდორე რამიშვილს აცნობა, რომ ბათუმის სკოლაში არსებული ვითარების შესახებ საზოგადოებასთან მუდმივი მიმოწერა ჰქონოდა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 8 სექტემბერს ტარას მომცელიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ფოტოგრაფიის დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ექვთიმე თაყაიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართა, რომ ეწინააღმდეგებოდა ლავრენტი აგლაძისთვის შემწეობის გაუქმებას. მისი თქმით, აგლაძე გაწეული შრომის სანაცვლოდ ჯილდოს იმსახურებდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ექვთიმე თაყაიშვილმა თონეთის სკოლის მასწავლებლად ქალის დანიშვნაზე უარი განაცხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ანასტასია ხოშტარიას წიგნებზე მუშაობისთვის 20 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბერს სამსონ ლიაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თონეთის სკოლის მასწავლებლად დანიშვნა სთხოვა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 8 სექტემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 26-ე სხდომას დაესწრნენ: ივანე რატიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, გრიგოლ ყიფშიძე და ვლადიმერ ლორთქიფანიძე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ზაქარია გრიქუროვს წიგნებზე მუშაობისთვის 2.40 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 6 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა ელენე ბაბუთოვისა და ეკატერინე გაბაშვილის 27-ე, 159-ე, 123-ე ყულაბების გახსნის საკითხი განიხილეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 2 სექტემბერს ოზურგეთის ახლად გახსნილი ქალთა სკოლა დავით დუმბაძემ აკურთხა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 2 სექტემბერს გუდოვიჩის ქუჩაზე მდებარე ნიკოლოზ ბოზარჯიანცის თუთუნის ქარხანაში ხანძარი გაჩნდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 2 სექტემბერს ოზურგეთში აკურთხეს ახალგაზრდა ქალის, ნადეჟდა ბოლქვაძეს ინიციატივით ახლახანს დაარსებული ქალთა გიმნაზია.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის სექტემბერში ტარას მომცელიძემ ფოტოგრაფიის გამგის თანამდებობიდან გადადგომის სურვილი გამოთქვა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 1-ელი სექტემბრიდან ლავრენტი აგლაძე თონეთის სკოლის მასწავლებლის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გადაწყვეტილება ხელმოწერით ნიკოლოზ ცხვედაძემ დაადასტურა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის სექტემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ანასტასია ხოშტარიას წიგნებზე მუშაობისთვის 26. 60 მანეთი გადაუხადა.

