საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90418

1904

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905 წლის ანგარიშის მიხედვით, დიდი თონეთის სკოლაში სწავლა დაიწყო 15 სექტემბერს. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 13 სექტემბერს მღვდელმა ნიკოლოზ ბაკურიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სოფელ რეხის სკოლის შენობის დამთავრებაში დახმარება სთხოვა.

1904

ტიპი: ავტორობა

1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ძველი სენაკის სკოლაში სწავლა დაიწყო 2 სექტემბერს და დასრულდა 13 ივნისს. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წლის 1-ლ სექტემბერს გიმნაზიის საქმეებში გამგე-კომიტეტის უხეში ჩარევების გამო დირექტორი ექვთიმე თაყაიშვილი გადადგა. მის მაგივრად აირჩიეს ამავე გიმნაზიის მასწავლებელი ივანე რატიშვილი.

1904

ტიპი: ავტორობა

1904 წლის სექტემბერში გრიგოლ ანაშვილმა (შახნაზაროვმა) პირველი როლი სპექტაკლში „შემოსავლიანი ადგილი“ შეასრულა.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

ალექსანდრე გიორგის ძე სულავა დაიბადა 1904 წლის 25 აგვისტოს სამტრედიის რაიონის სოფელ ჭაგანში.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

პაპუნა წერეთელი დაიბადა 1904 წლის 20 აგვისტოს სოფელ საჩხერეში.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

მიხეილ ნიკოლოზის ძე მრევლიშვილი დაიბადა 1904 წლის 19 აგვისტოს ქალაქ ონში.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

კალე ფირანის ძე ბობოხიძე დაიბადა 1904 წლის 16 აგვისტოს ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ მათხოჯში.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 29 ივლისს ქართელთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ კობიაშვილის კავკასიის სკოლის პედაგოგად, ხოლო კირილე წილოსანის ბორჩალოს სკოლის მასწავლებლად დანიშვნის საკითხი განიხილა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 27 ივლისს ილია წინამძღვრიშვილმა დაამოწმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გრიგორ არენბერგთან, ფიოდორ მოროზოვსა და ფიოდორ ივანოვთან გაფორმებული ხელშეკრულება.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 27 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარემ ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძემ და წევრებმა – ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ – გააფორმეს ხელშეკრულება გრიგორ ისააკის ძე არენბერგთან, ფიოდორ ვასილის ძე მოროზოვსა და ფიოდორ ივანოვთან, რომ საზოგადოება მათ ფოტოგრაფიის სალონს არენდით გადასცემდა 3 წლით.

1904

ტიპი: პირადი ინფორმაცია

სურენ გიორგის ძე ავჩიანი დაიბადა 1904 წლის 24 ივლისს თბილისში.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის ივლისში აღალო თუთევმა შიო მღვიმის მონასტერს ფრესკების აღსადგენად ყველა ფერის მაღალი ხარისხის საღებავები შესწირა.

1904

ტიპი: განათლება

1904 წლის 10 ივნისს თბილისის ქალთა პროფესიულმა სახელოსნომ მარიამ გიორგის ასულ აბაშიძეს ქალთა უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის ხელსაქმის მასწავლებლის ატესტატი N9 გადასცა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 31 მაისს, 1-ლ და 2 ივნისს გამგეობის წევრებმა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავამ ბათუმის სკოლა დაათვალიერეს.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 26 და 29 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებმა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა და ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავამ ძველი სენაკის სათავადაზნაურო სკოლა დაათვალიერეს.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 26 მაისიდან 2 ივნისამდე გამგეობის წევრმა ივანე გიორგის ძე რატიშვილმა კავკავის სკოლა დაათვალიერა და იქ არსებული მდგომარეობა მოიწონა.

1904

ტიპი: გარდაცვალება

1904 წლის 23 მაისს სოფ. გურნის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ანდრია სიმონის ძე გაბადაძე გარდაიცვალა.

1904

ტიპი: ღონისძიება

1904 წლის 21-26 მაისს გამგეობის წევრებმა პართენ გოთუამ და ნიკოლოზ ელიავამ ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლა დაათვალიერეს.

1904

ტიპი: თანამდებობა

კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე 1904 წლის 20 მაისიდან 1906 წლის 1-ელ სექტემბრამდე ცხრაწყაროს სამრევლო სკოლაში მუშაობდა.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წლის 20 მაისს კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ცხრაწყაროს საეკლესიო სამრევლო სკოლის გამგედ დაინიშნა.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წლის 20 მაისს კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე შორაპნის მაზრის სასულიერო გამომძიებლად დაინიშნა.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წლის 20 მაისს მღვდელი კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე მარილისის სამრევლოდან ცხრაწყაროს სამრევლოში გადაიყვანეს.

1904

ტიპი: თანამდებობა

1904 წლის 20 მაისიდან 1917 წლის 15 ნოემბრამდე კონსტანტინე დავითის ძე ანთაძე ცხრაწყაროს საეკლესიო სამრევლო სკოლის რჯულის მასწავლებლად მუშაობდა.