რეგისტრირებული ფაქტები93528
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ფოსტა-ტელეგრაფის ბალახანის მეხუთე განყოფილების თანამშრომელი მიხეილ ჟანდაროვი შავქალაქის განყოფილებაში გადავიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ყარაჩის მაზრის საფოსტო კანტორის თანამშრომელი დავით პირველი ცაგერის განყოფილებაში გადავიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ფოსტა-ტელეგრაფის ბათუმის მეხუთე განყოფილების თანამშრომელი სიმონ მიქიაშვილი ონის განყოფილებაში გადავიდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს თბილისის საფოსტო კანტორის მეექვსე რანგის თანამშრომელი მიხეილ ჩხიკვიშვილი სამტრედიაში გადავიდა.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 25 ოქტომბერს დავრიშევი რკინისგზის მაღაზიაში მივიდა და მოულოდნელად იქ გარდაიცვალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა სტატია ოტო ბისმარკის პოლიტიკური ცხოვრების შესახებ.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ჰუსეინ ბალა ალი აბას-ოღლი კულიევი საფოსტო კანტორაში ფოსტალიონად დაინიშნა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 25 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ ახალციხეში რამდენიმე კაცისგან შემდგარმა კომიტეტმა გაჭირვებული ხალხის დასახმარებლად 600 მანეთი შეაგროვა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 25 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ დიდმარხვის წინა კვირაში ახალციხეში იქაური საქალებო სკოლის სასარგებლოდ საქველმოქმედო წარმოდგენები ქართულ, რუსულ და სომხურ ენებზე გაიმართა, სადაც 200 მანეთი შეგროვდა.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიას“ დავით ნაზარიშვილი ქუთაისიდან სწერდა, რომ 8 თებერვალს, კვირას, სოფ. გოჩაჯიხაიშში გამართულ გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის კრებაზე, რომელსაც 160 კაცი ესწრებოდა, ბოლოს 40 წევრი დარჩა, რომელთაც წესდების დარღვევით მიიღეს გადაწყვეტილება.
1887
ტიპი: ღონისძიება
1887 წლის 25 თებერვლის გაზეთ „ივერიას“ დავით ნაზარიშვილი ქუთაისიდან სწერდა, რომ 8 თებერვალს, კვირას, სოფ. გოჩაჯიხაიშში გამსესხებელ-შემნახველი ამხანაგობის კრება გაიმართა, რომელსაც 106 კაცი დაესწრო.
1887
ტიპი: ორგანიზაცია
1887 წლის 25 თებერვლის გაზეთი „ივერია“(რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) წერდა, რომ „მოსკოვსკიე ვედმოსტის“ ინფორმაციით, იმიერ კასპიის ოლქი კავკასიის მმართველობას აღარ დაექვემდებარებოდა და საკუთარი გამგეობა მიენიჭებოდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 13 აპრილს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციის სეიმის სხდომისთვის გამოქვეყნდა ამიერკავკასიის პირველი რესპუბლიკის კაბინეტის წევრების სია, რომლის მიხედვითაც ფათალი ხან ხოისკი იუსტიციის მინისტრად დაინიშნა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სენატმა პლატონ და თომა დგებუაძეების, ბაგრატ ჭანტურიას, გრიგოლ ჯანაშიასა და აკაკი კოხოძის საქმე დაამტკიცა. მათ სხვადასხვა ვადით კატორღა ჰქონდათ მისჯილი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 28 ოქტომბერს ტიგრან ავეტისოვმა პოლიციის განყოფილებაში მიიყვანა კარაპეტ მნაცაკანოვი, რომელსაც ავეტისოვისთვის ჯიბიდან საათი და სხვა ნივთები ამოუცლია. ქურდს მოპარული ნივთები ჯიბეში უპოვეს.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 3 დეკემბერს უთუ ბასილია სენაკის სამაზრო სატუსაღოდან ქუთაისის საგუბერნიო საპყრობილეში გადაიყვანეს.

