რეგისტრირებული ფაქტები89462
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 1-ლი ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ყოველწლიური შემოსავალი 77 396 მანეთი არ იყო საკმარისი 35 000 მანეთის ხარჯი დაეფარა, სათავადაზნაურო სკოლა შეენახა, რისთვისაც 22 000 მანეთი იყო საჭირო და თან ყოველწლიური ზარალისთვისაც გადაენახათ თანხა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თუკი ვინმეს სურდა ამავე გაზეთის შეკვეთა უნდა მიემართათ: თბილისში – რედაქციისთვის, ახალი ბებუთოვის ქუჩაზე და შავერდოვის სააგენტოში გოლოვინის გამზირზე, ქუთაისში – ვარლამ ივანეს ძე ჭილაძისთვის, ხონში – ნესტორ წერეთლისთვის, ბათუმში – მ. ნათაძისთვის.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ნოემბერს არჩილ კიკნაძის სახლი გაქურდეს. მძინარე სახლის მეპატრონეს 60 თუმანი მოჰპარეს.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 26 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დუშეთის მაზრაში გიგო თოთრიაშვილმა და შაქრო ციქურიშვილმა მოკლეს სოლომონ ნაზღაიძე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 26 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიგო თოთრიაშვილი და შაქრო ციქურიშვილი სოლომონ ნაზღაიძეს მამულებს ედავებოდნენ, თუმცა სასამართლომ ნაზღაიძეს მიაკუთვნა სადავო მამულები, რის გამოც მოკლეს იგი. დამნაშავეებმა გარდაცვლილს ჯერ ქვა დაარტყეს, შემდეგ კი ხანჯლით გაუპეს გული და თავი.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 26 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გიგო თოთრიაშვილი და შაქრო ციქურიშვილი სოლომონ ნაზღაიძის მკვლელობისთვის დუშეთის მაზრაში იხდიდნენ სასჯელს.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 26 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოლომონ ნაზღაიძემ დაჭრიდან ცხრა დღე იცოცხლა და დამნაშავეების დასახელება შეძლო, შემდეგ კი გარდაიცვალა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 24 ნოემბერს თბილისის ყავახანაში გიგო ბელიევმა და იოსებ ილურიძემ ერთმანეთი დანით დაჭრეს. ბელიევი მძიმედ იყო დაჭრილი, ილურიძე კი – მსუბუქად, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 ნოემბერს ოლქის საარტილერიო გამგეობის უფროსის ეფრემოვის სახლში ცეცხლი გაჩნდა და დაიწვა 650 მანეთის ღირებულების ავეჯი და ტანსაცმელი. ცეცხლი თავად მეპატრონემ ჩააქრო. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ქაიხოსრო გელოვანის წერილი, რომ რაჭის ბოქაულ ალექსანდრე წულუკიძესა და გელოვანს შორის ცილისწამების ბრალდების საქმე მოგვარებული იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სარქის სულხანოვის სახლს ცეცხლი წაუკიდა ბარტენიევმა, რომელიც ხანძრის დროს თავის ცოლთან ერთად სხვა ქუჩაზე გადავიდა. დამნაშავე ცოლ-ქმარი დასაპატიმრებლად მისულ პოლიციელებს დამბაჩითა და ხანჯლით დახვდნენ. საბოლოოდ, ისინი დააპატიმრეს და იარაღი ჩამოართვეს.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სარქის სულხანოვის სახლიდან ცეცხლი გადავიდა სტეფან მირზოევის სახლზეც. ხანძარი მაშველებმა ჩააქრეს. არც ერთ მეპატრონეს სახლი დაზღვეული არ ჰქონდა.

