საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89462

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 იანვარს, 12 საათზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ საგანგებო თათბირში მონაწილეობდნენ: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ფატალი ხან ხოისკი და სომხეთის მთავრობის თავმჯდომარე ალექსანდრე ხატისოვი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრ ნოე რამიშვილის ბრძანებით 1920 წლის 20 იანვრიდან დახურეს გაზეთი „გოლოს რაბოჩაგო“ მის N 2-ში მოთავსებული წერილის გამო „ქართული დამოუკიდებლობის აღიარების გამო“, რომელშიც საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ უარყოფითი აზრი იყო გამოთქმული.

1920

ტიპი: ავტორობა

1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით კასრაძემ შეადგინა ქართული ენის სახელმძღვანელო უცხოელთათვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით კასრაძის „ქართული ენის სახელმძღვანელო უცხოელთათვის“ განათლების სამინისტროს გადაეცა განსახილველად.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 20 იანვარს მიწათმოქმედების მინისტრ ნოე ხომერიკის თავმჯდომარეობით გაიხსნა საქართველოს რესპუბლიკის საერობო გამგეობათა საადგილმამულო განყოფილებების გამგეობის ყრილობა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის იანვარში როსტოვიდან გამოქცეული სომეხი საზოგადო მოღვაწე გრიგორი ჩალხუშიანი თბილისში ჩამოვიდა.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გრიგორი ჩალხუშიანი სომეხი საზოგადო მოღვაწე იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს საგარეო საქმეთა მინისტრის (ყოფილი იუსტიციის მინისტრის), ევგენი გეგეჭკორის პატივსაცემად სასამართლო უწყების მოხელეები ბანკეტს მართავდნენ ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს იუსტიციის მოქმედი მინისტრი რაჟდენ არსენიძე მიიწვიეს ყოფილი იუსტიციის მინისტრის, მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრის, ევგენი გეგეჭკორის პატივსაცემად სასამართლო უწყების მოხელეთა მიერ გამართულ სადილზე ქართველ მწერალთა კლუბ „ქიმერიონში“.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 24 იანვარს თბილისის კონსერვატორიის დარბაზში იმართებოდა ი. ფიშბერგის კონცერტი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ი. ფიშბერგი იყო მუსიკოსი.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 26 და 29 იანვარს თბილისის საკრებულო დარბაზში გაიმართებოდა ლიდია ჯონსონის და მისი პარტნიორის, ალფეროვის საცეკვაო საღამოები.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ლიდია ჯონსონი იყო მოცეკვავე.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ალფეროვი იყო მოცეკვავე.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს დავით კლდიაშვილის საიუბილეო კომისიის სხდომაზე მოწვეულ მწერლებსა და კრიტიკოსებს დაევალათ 15 თებერვლისთვის იუბილარის შესახებ მოხსენებებისა და წერილების მომზადება.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 14 იანვარს დავით კლდიაშვილის საიუბილეო კომისიის სხდომაზე გადაწყდა, იუბილე გამართულიყო 15 თებერვალს თბილისის სახელმწიფო თეატრში.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 თებერვალს გამართულ დავით კლდიაშვილის საიუბილეო დღისთვის გამოვიდოდა საიუბილეო წიგნი, რომელშიც ავტობიოგრაფიასთან ერთად თავმოყრილი იქნებოდა წერილები მის შესახებ.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 15 თებერვალს თბილისის სახელმწიფო თეატრში დავით კლდიაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართებოდა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 იანვარს ქართულ კლუბში გაიმართა დრამატული საზოგადოების წევრთა კრება, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს პავლე დავითის ძე საყვარელიძე, ხოლო მდივნად – არტემ მიხეილის ძე ახნაზაროვი.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივანე მაჭავარიანი დრამატული საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 იანვარს დრამატული საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ივანე მაჭავარიანმა წევრთა კრებას აუწყა, რომ სარევიზიო კომისია იძულებული იყო მოეწვია საზოგადო კრება, რადგან გამგეობას სამი წლის განმავლობაში არ მოუწვევია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 იანვარს დრამატული საზოგადოების წევრთა კრებამ მოქმედი წესდების შესაცვლელად აირჩია საგანგებო კომისია, რომლის წევრები იყვნენ: გიორგი ლასხიშვილი, შალვა დადიანი და კონსტანტინე ანდრონიკაშვილი.

1897

ტიპი: ღონისძიება

თბილისის საგუბერნიო მმართველობის განცხადებით 1897 წლის 1-ელ მაისს უნდა გაეყიდათ სოლომონ ივანეს ძე შაბუროვის ერთსართულიანი დუქნები სარდაფით.

1897

ტიპი: ღონისძიება

თბილისის საგუბერნიო მმართველობის განცხადებით 1897 წლის 1-ელ მაისს ნინა გიორგის ასული ასლამაზოვის ერთსართულიანი სახლი უნდა გაეყიდათ.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს გურიის მაზრის უფროსის მდივანი იყო ირაკლი იოსების ძე ლორთქიფანიძე.