საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89462

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 15 სექტემბერს გამართულ კრებაზე თბილისის პირველი საარჩევნო ნაწილის ხმოსანთა სიიდან ამოიღეს ორი კანდიდატი, მათ ნაცვლად კრებამ დაასახელა ანტონ ნიკოლოზის ძე ფურცელაძე და ივანე დავითის ძე სულხანიშვილი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 15 სექტემბერს გამართულ კრებაზე თბილისის პირველი საარჩევნო ნაწილის ხმოსანთა სიიდან ამოიღეს კონსტანტინე მიხეილის ძე ალიხანოვი და ტიგრან ამბარცუმის ძე ენფიანჯიანცი, რომელთაც უარი თქვეს ამ ნაწილში კენჭისყრაზე, რადგან მეორე საარჩევნო ნაწილში იყვნენ კანდიდატებად დასახელებული.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 15 სექტემბერს გაიმართა კერძო კრება, რომლის თავმჯდომარე იყო გიორგი თუმანიშვილი. კრებაზე თბილისის ხმოსანთა პირველი საარჩევნო ნაწილის ამომრჩევლები გაეცნენ კანდიდატთა სიებს.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 14 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 14 სექტემბერს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „თავკაცთა უვარგისობა სოფლად“.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 13 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ ფსევდონიმით „სანო“ სტეფანე ჭრელაშვილის წერილი „შინაურთა შორის“ გამოქვეყნდა.

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წლის 13 სექტემბერს ქუთაისის ოლქის სასამართლომ განიხილა რაჭის მაზრის სოფ. ახალსოფლის მცხოვრებ სერგო ავალიანის საქმე.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 12 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსი ლეონიდე გაემგზავრა ჭიათურაში, სადაც აკურთხა ეკლესიის საძირკველი, რომელიც აშენდა შავი ქვის მრეწველთა საბჭოს დახმარებით.

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წლის 12 სექტემბერს თბილისის სამოსამართლო პალატამ განიხილა სურამის მომრიგებელ- მოსამართლის მდივნის თანაშემწის, გიორგი ხუციშვილის საქმე. ბრალდებულს იცავდა ნაფიცი ვექილი ლ. ს. სტალინსკი.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 11 სექტემბერს ბარონმა იულიუს კარლ ფრაიჰერ ფონ უქსკულ-გულდენბანდმა დაათვალიერა სიონის ტაძარი, ბოტანიკური ბაღი და ქალაქის სხვა მნიშვნელოვანი ადგილები.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 11 სექტემბერს საგუბერნიო საექიმო სამმართველოში გაიმართა თბილისის მეაფთიაქეთა და სააფთიაქო საქონლით მოვაჭრეთა კრება, რომლის თავმჯდომარე იყო ექიმი ტიტე სვიმონის ძე ქიქოძე.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 11 სექტემბრიდან ფოსტა-ტელეგრაფის უფროსის თანაშემწე კარმილევმა დაიწყო თბილისის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის რევიზია.

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წლის 11 სექტემბერს თბილისის ოლქის სასამართლოს სესიამ განიხილა გორის მაზრის სოფ. ტირძნისის მცხოვრებლების – სიკო სამადაშვილის, ლექსო ბუჟგულაშვილის, ლაზარე ხმიადაშვილის, ვასო ხმიადაშვილის, ზურაბ ლალაშვილის, გაბო მირზაშვილისა და სოლომონ ხმიადაშვილის – საქმე. მათ ბრალად ედებოდათ პოლიციის ბოქაულისათვის სამსახურის დროს წინააღმდეგობის გაწევა.

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წლის 11 სექტემბერს თბილისის ოლქის სასამართლომ განიხილა კონსტანტინე ბაგრატიონ-მუხრანსკის ვექილის, ი. გუნცაძის საჩივარი ა. აბაზაძის წინააღმდეგ.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 10 სექტემბერს კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების საბჭოს სხდომაზე განიხილეს ღვინის ვაჭრების საკითხი და შეიქმნა განსაკუთრებული კომისია, რომლის წევრები იყვნენ: ვლადიმერ ალექსანდრეს ძე სტაროსელსკი, გ. ი. გოგოლ-იანოვსკი, სვიმონ რევაზის ძე ვახვახიშვილი, პავლე იოსების ძე ყიფიანი, გიორგი გრიგოლის ძე ალიბეგოვი და ს. ა. დანდუროვი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 10 სექტემბერს კავკასიის სასოფლო სამეურნეო საზოგადოების საბჭოს სხდომაზე საბჭომ მევენახეობისა და მეღვინეობის ნაწარმის ბაზარში გატანისა და ვაჭრობის საქმის ხელშეწყობა დაავალა კომისიას, რომელშიც შედიოდნენ: ვლადიმერ ალექსანდრეს ძე სტაროსელსკი, სვიმონ რევაზის ძე ვახვახიშვილი, პავლე იოსების ძე ყიფიანი, ს. ნ. ტიმოფეევი, გ. ი. გოგოლ-იანოვსკი, ვასილ ილიას ძე რცხილაძე, ვასილ გერასიმეს ძე ბერელაშვილი, ნიკოლოზ აბამელიქოვი.

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წლის 10 სექტემბერს თბილისის ოლქის სასამართლოს სესიამ გორში განიხილა ზეზემანის ქარხნის მუშების, ივანე ვანიშვილისა და გიორგი ლოჩოშვილის, საქმე.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 10 სექტემბერს თბილისის გამგეობის წევრის, ვასილ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე კომისიამ განიხილა ტექნიკოს აღაჯანოვის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც ნ. ე. ზუბალაშვილის სახ. შეუძლებელთა თავშესაფრისათვის ახალი შენობის ასაგებად 80 ათასის ნაცვლად უნდა გადაედოთ 100 000 მანეთი. 

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 10 სექტემბერს კავკასიის მთავარმმართებლის თანაშემწე, გენერალ-ლეინტენანტი ალექსანდრე ფრეზე კურსკის აღლუმებიდან თბილისში დაბრუნდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 10 სექტემბერს თბილისის გამგეობის წევრის, ვასილ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილის თავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე განიხილეს ნ. ე. ზუბალაშვილის სახელობის შეუძლებელთა თავშესაფრისთვის ახალი შენობის აგების საკითხი.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 10 სექტემბერს ბარონმა იულიუს კარლ ფრაიჰერ ფონ უქსკულ-გულდენბანდმა თბილისში დაათვალიერა საქველმოქმედო დაწესებულებები: დანაშაულის გამო გადასახლებულთა შვილების თავშესაფარი, შრომის სახლი, ბრმათა სკოლა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 10 სექტემბერს სოფელ დოესში გადაიხადეს ნინო ალექსანდრეს ასული ერისთავის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 9 სექტემბერს პეტერბურგიდან თბილისში ჩამოვიდა რუსეთის ფოსტა-ტელეგრაფის დაწესებულებათა უფროსის თანაშემწე კარმილევი.

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წლის 9 სექტემბერს თბილისის ოლქის სასამართლოს სესიამ გორში განიხილა გორის მაზრის მცხოვრებთა – ოთარ თედეშვილის, ივანე ჯუსოშვილის, ივანე, პეტრე, ქარუმ, ანზორ და ალექსანდრე არბოლაშვილების,მიხეილ ჯაგაშვილის – საქმე. მათ ბრალად ედებოდათ მიწისმზომელ მირაქოვისთვის სამსახურის აღსრულების დროს წინააღმდეგობის გაწევა.

1902

ტიპი: თანამდებობა

1902 წლის 9 სექტემბერს სამსონ ფირცხალავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ საზოგადოების მდივნად და საქმისმწარმოებლად აირჩია.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 9 სექტემბერს თბილისში ჩამოვიდა ბარონი იულიუს კარლ ფრაიჰერ ფონ უქსკულ-გულდენბანდი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო საბჭოს წევრი.