რეგისტრირებული ფაქტები93528
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 25 ოქტომბერს ანტონ მოსესიანცმა პოლიციაში განაცხადა, რომ მისი დუქნიდან ერთ-ერთმა კლიენტმა ქურქი მოიპარა. პოლიციელმა ლოგვინოვმა შეიპყრო ქურდი, რომელმაც დანაშაული აღიარა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ქაზახის ნოტარიუსი მაჰმუდ-ბეგ ალიბეკოვი თბილისის ნოტარიუსად დაინიშნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 ნოემბერს მ. მდივანმა ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების მიერ გამართულ მუსიკალურ-დრამატულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 30 ნოემბერს ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებამ მუსიკალურ-დრამატული საღამოს გასამართად გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა მ. ა. ბიბერგალისას, ე. ვ. ფენდრიკოვისას, ი. დ. ნაზაროვსა და ა. პ. რიჟინაშვილს.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხეილ კოღუაშვილს მკვლელობა და ბათუმის მომრიგებელი მოსამართლის მდივნის გაძარცვა ედებოდა ბრალად.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს ა. მ. შარაფიანი ვაჭრობისა და მრეწველობის კომისტრის ამხანაგად დაინიშნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 13 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, პოლიევქტო კალანდაძე დაბა ნაგომარში გამართული საქველმოქმედო წარმოდგენის ორგანიზებაში მონაწილეობდა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ადმინისტრაციული წესით გადასახლებული იოსებ ედიშერაშვილი სასჯელისგან გაათავისუფლეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 22 ნოემბერს სოფ. კორბოულში გაიხსნა წიგნსაცავ-სამკითხველო, რომლის გამგედაც ე. იოსელიანი აირჩიეს.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წელს გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი პეტრე ალექსანდრეს ძე შვეიკოვსკი ქალაქ გროზნოს ნოტარიუსად დაინიშნა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 7 დეკემბერს კავკასიის სამხედრო სასამართლომ ქუთაისელ მეთოდე მახარაძეს 15 წლის კატორღა მიუსაჯა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს გორის მაზრის სოფელ ბრილში ნინო ბებუთაშვილისა და ნიკოლოზ ზუბალაშვილის მოსახსენებელი წირვა ჩატარდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, არქიმანდრიტი პიროსი ალავერდის კათედრაზე გადაიყვანეს.
1898
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1898 წლის 6 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ნინო ბებუთაშვილი ნიკოლოზ ზუბალაშვილის მეუღლე იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 13 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, მიხეილ კოღუაშვილი ქუთაისიდან ბათუმის საოლქო საპყრობილეში გადაიყვანეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 1-ელი სექტემბრიდან ელიზბარ ჯაჯანაშვილი მსურველებს ფოტოგრაფიულ ხელობას ასწავლიდა ერევნის მოედანზე მდებარე სახელოსნოში.
1918
ტიპი: ავტორობა
1918 წლის 9 აპრილს გამოიცა ამიერკავკასიის თავმჯდომარის ბრძანება, რომლის მიხედვითაც იკრძალებოდა ყველანაირი ტერიტორიისა თუ საცხოვრებელი ფართის ფლობა, განკარგვა, მითვისება თბილისის თვითმმართველობასთან შეთანხმების გარეშე. განცხადებას ხელს აწერდნენ: ამიერკავკასიის სახელმწიფო და სამხედრო მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი და საქმეთა მმართველი სერგო სირინი.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 1-ლი სექტემბრიდან ელიზბარ ჯაჯანაშვილი საქართველოს გაჭირვებულ მოქალაქეებს ფოტოგრაფიულ ხელობას უფასოდ ასწავლიდა. სახელოსნო ერევნის მოედანზე მდებარეობდა.

