საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90418

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 13 იანვარს ქალაქის საბჭოში ქალაქის მოურავის მოადგილის არჩევნები გაიმართა. კანდიდატებად დაასახელეს: ა. ივანენკო – 25 ხმით, ქ. ვერმიშოვი – 11 ხმით, თ. ა. არღუთაშვილი – 3 ხმით, თ. პ. არღუთაშვილი – 1 ხმით და ევგრაფ ხოსროევი ასევე ერთი ხმით. ა. ივანენკოს გარდა, ყველამ უარი განაცხადა კენჭის ყრაზე. შესაბამისად, ივანენკო ქალაქის მოურავის მოადგილედ დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის იანვარში გორის მაზრის მემამულეთა სამეურნეო ამხანაგობის კრებაზე უნდა აერჩიათ გამგეობისა და კომიტეტის წევრები. დირექტორ-გამგებლად აირჩიეს კ. მ. ამირეჯიბი, მის თანაშემწედ – ვ. ვ. პოტებნია.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 4 იანვარს კავკავის ქართული სკოლის დარბაზში ელენე ჭიჭინაძის მეთავეობითა და ელისაბედ მოზდოკელოვის მონაწილეობით გაიმართა საცეკვაო საღამო, რომლის შემოსავალიც მთლიანად გადაეცა კავკავის ქართულ სკოლას.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის იანვარში სათავადაზნაურო ქარვასლის გამგებელი კომისიის წევრებად დაინიშნენ: ნიკოლოზ ერისთავი, მიხეილ ისარლოვი და ი. ხერხეულიძე.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში გორის მაზრის მემამულეების სამეურნეო ამხანაგობის კრებას ესწრებოდა აკაკი წერეთელი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 11 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „მშაკის“ ცნობით სტამბოლში დიმიტრი ბაქრაძეს დიდი პატივისცემით შეხვდნენ იქ მოღვაწე ისტორიკოსები და მეცნიერები.

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 20 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ლევან ორახელაშვილის მეუღლე იყო ანნა ალავიძე.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ წალკის რაიონის გერმანულ კოლონია ალექსანდერსჰილფში არსებობდა ყველის მწარმოებელი ასოციაცია, რომლის საქმეთა გასაძღოლად შვეიცარიიდან ჩამოუყვანიათ ყველის მეწარმე ჩაბოლდი.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წელს შვეიცარიიდან ჩამოყვანილი ყველის მეწარმე ჩაბოლდისთვის კავკასიის სამეფისნაცვლოს ხელფასის სახით დაუნიშნავს 400 მანეთი ყოველწლიურად.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წელს კავკასიის სამეფისნაცვლოს ხაზინიდან დაიფარა ყველის მეწარმე ჩაბოლდის შვეიცარიიდან თბილისსა და უკან მგზავრობის ხარჯები, რამაც 426 მანეთი შეადგინა.

1863

ტიპი: ღონისძიება

1863 წელს ყველის მეწარმე ჩაბოლდს გაუფორმდა კონტრაქტი, რომლის მიხედვით იგი ხუთი წლის განმავლობაში უნდა დახმარებოდა წალკის რაიონში მდებარე გერმანულ კოლონია ალექსანდერსჰილფს ყველის წარმოების საქმეში.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წელს კავკასიის მეფისნაცვალმა მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვმა ორი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი შვეიცარიელ ყველის მეწარმე ჩაბოლდთან, რომელიც 1863 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოში.

1869

ტიპი: მფლობელობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ შაჰმურადოვს სახლი ჰქონდა ჭავჭავაძისა და კომენდანტის ქუჩების კუთხეში.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Сборник статистических сведений о Кавказе“-ს პირველი ტომის რედაქტორი იყო ნ. ი. ვორონოვი.

1869

ტიპი: მფლობელობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ბერენშტამი ფლობდა წიგნის მაღაზიას თბილისში.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს ნ. ი. ვორონოვის რედაქტორობით გამოსული „Сборник статистических сведений о Кавказе“-ს პირველი ტომის შეძენა შესაძლებელი იყო დიმიტრი ილიას ძე კოვალენსკისთან, ბერენშტამის წიგნის მაღაზიასა და ვართანოვის წიგნის მაღაზიაში.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ ელენე ვასილის ასული რებინდერი იყო თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გაზეთ „დროების“ რედაქტორი იყო გიორგი ექვთიმეს ძე წერეთელი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს ჟურნალ „მნათობის“ რედაქტორი იყო ნიკოლოზ იაკობის ძე ავალიშვილი (ავალოვი).

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს თბილისში ამბარცუმ ენფიაჯიანცი გამოსცემდა გაზეთს „სომხეთის ფუტკარი“ სომხურ ენაზე.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს თბილისური გაზეთის „სომხეთის ფუტკარი“ რედაქტორი იყო პ. სიმონიანცი.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს თბილისში ს. სტეფანე გამოსცემდა ჟურნალს „სომხეთის სამყარო“ სომხურ ენაზე.

1869

ტიპი: ღონისძიება

1869 წელს ივანე ივანეს ძე კერესელიძე გამოსცემდა ჟურნალის „დილა“ დამატებას „გუთნისდედა“.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი იყო გენერალ-ადიუტანტი და გენერალ-ფელდმარშალი.

1869

ტიპი: თანამდებობა

1869 წელს გამოსული „Кавказский календарь на 1870 год“-იდან ირკვევა, რომ კავკასიის მეფისნაცვალი მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვი იყო კავკასიის არმიისა და კასპიის სამხედრო ფლოტილიის მთავარსარდალი.