რეგისტრირებული ფაქტები87540
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს რაჟდენ ნაცვლიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სასკოლო კომისიის თავმჯდომარე იყო.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს ვასილ ახვლედიანი და ლეონტი გოცირიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სასკოლო კომისიის წევრები იყვნენ.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წელს მიხეილ კალანდარიშვილი და ევსევი ჩიხლაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სასკოლო კომისიის წევრები იყვნენ.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს არმიის პორუჩიკი ალექსანდრე მიხეილის ძე ჰერტი ბორჩალოს მაზრაში შემფასებლად მუშაობდა.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს კოლეგიის მდივანი გრიგოლ პავლეს ძე ორჯონიკიძე დუშეთის მაზრაში შემფასებლად მუშაობდა.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს კოლეგიის მდივანი სემიონ ოსიპის ძე კობიევი თბილისის მაზრის სამმართველოში შემფასებლად მუშაობდა.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს გუბერნიის მდივანი მხარგრძელ ქაიხოსროს ძე ფავლენოვი თბილისის მაზრაში შემფასებლად მუშაობდა.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს კოლეგიის მდივანი ბიკენტი ივანეს ძე ნეპოკოიჩიცკი თბილისის მაზრაში მდივნად მუშაობდა.
1849
ტიპი: თანამდებობა
1849 წელს ტიტულიანი მრჩეველი ლუკა სტეფანეს ძე ისარლოვი თბილისის მაზრის მმართველის დამხმარედ მუშაობდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს მიხეილ ნასიძე ალექსანდრეს საოსტატო ინსტიტუტში შესასვლელად მოსწავლეებს ამზადებდა. მათ დამთავრებული უნდა ჰქონოდათ სამოქალაქო სასწავლებელი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ლ ნოემბერს თბილისში გამართული ბამბის მრეწველთა კრება ნამესტნიკის თანაშემწემ, ვატაციმ გახსნა და მისალოცი სიტყვა წარმოთქვა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ზაქარია ჩხიკვაძის მიერ ნოტებზე ჩაწერილი სახალხო სიმღერების კრებული „სალამური“ დაიბეჭდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს თბილისში გ. ი. გძელიშვილს რუსული გაზეთის, „ამიერკავკასიის მიმოხილვის“ გამოცემის უფლება მისცეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ერევნის ინტელიგენციას ერევანში კავკასიის სამეურნეო საზოგადოების განყოფილების დაარსება სურდა. გუბერნატორმა ტიზენგაუზენმა კავკასიის სამეურნეო საზოგადოების თავმჯდომარეს ერევნის ინტელიგენციის თხოვნა გადასცა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ქუთაისის თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესებში – „სამშობლო“, „ხათაბალა“ და „ჟან-ბოდრი“ – მონაწილეობდნენ ვასო აბაშიძე, კოტე ყიფიანი, კოტე მარჯანიშვილი, კოტე შათირიშვილი, სვიმონ სვიმონიძე, მელიტონ ბალანჩივაძე, თუთბერიძე, მიხეილ ჯანოევი, თამაზიშვილი და სხვ.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის ოქტომბერში პოლოტიკური ტუსაღი დათიკო ბენდელიანი ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში იხდიდა სასჯელს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს კოტე მარჯანიშვილი ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესაში „დროებითი სიყვარული“ ნიკო ხიმიკაშვილის როლს ასრულებდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ადამიძე ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმულ პიესაში „დროებითი სიყვარული“ პავლეს როლს ასრულებდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ნოემბერში ქუთაისის თეატრში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმული პიესების – „სამშობლო“, „ხათაბალა“ და „ჟან-ბოდრი“ – რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი, ხოლო ადმინისტრატორი – კ. შათირიშვილი.

