რეგისტრირებული ფაქტები90418
სორტირება თარიღი კლებადობით
1903
ტიპი: ავტორობა
1903 წლის თებერვალში გაზეთ „Исторический вестник“-ში გამოქვეყნდა რეცენზიაილია ჭავჭავაძის ნარკვევზე „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“. ავტორი მადლობას უხდიდა ილიას ისტორიის ფალსიფიკატორთა მხილებისთვის და ნიკოლოზ ალექსი-მესხიშვილს ამ ნაშრომის რუსულენოვანი მკითხველისთვის გაცნობისათვის.
1903
ტიპი: მფლობელობა
1903 წლის 31 იანვარს ილია ჭავჭავაძეს დუშეთის მაზრის სახაზინო სამსახურმა დუშეთისა და თიანეთის მაზრებში მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების გადასახადის ოდენობა აცნობა.
1903
ტიპი: თანამდებობა
1903 წლის 15 იანვარს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე ბანკის რწმუნებულად აირჩიეს.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლის 13 იანვრიდან ილია ზურაბიშვილი მუშაობდა ქართლ-კახეთის სათავადაზნაურო სადეპუტატო საკრებულოში.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლის 8 იანვარს დეკანოზმა პეტრე კენჭოშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ზაქათალის ოლქის სოფელ კახის სკოლისათვის დახმარება სთხოვა.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლის 8 იანვარს ივანე ჩიბალაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მიმართა წიგნების გასაყიდად გადაცემის თაობაზე.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა სამსონ ფირცხალავამ ბუდაპეშტის უნივერსიტეტის პროფესორ ოსკარ ასბოტს (მისივე თხოვნით) ჩუბინაშვილის „ქართულ-რუსულ ლექსიკონი“, იაკობ გოგებაშვილის „დედაენა“ და „ბუნების კარი“ გაუგზავნა.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლის 8 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას აფრასიონ მერკვილაძემ მის მიერ შეკრებილ ხალხურ ნაწარმოებთა გამოცემის თხოვნით მიმართა.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლის 6 იანვარს თბილისის „კრუჟოკის" დარბაზში თბილისის სათავადაზნაურო სკოლის დასახმარებლად გაიმართა მეჯლისი, რომლის გამგე იყო ელისაბედ ირაკლის ასული ორბელიანი. ბილეთის ფასი – 2 მან. და 10 კაპ.
1903
ტიპი: ღონისძიება
1903 წლის 5 იანვარს დუტუ მეგრელი დანიშნეს ერევნის გუბერნიის საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრად.
1903
ტიპი: ორგანიზაცია
1903 წელს ილარიონ სამსონის ძე გიორგაძე გაწევრიანდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში. იგი 20 წლის განმავლობაში იყო პარტიის წევრი, ასევე სათავეში ედგა რკინიგზელთა კავშირს, არალეგალური მუშაობის დროს კი არალეგალურ მენშევიკურ პროფკავშირებში მუშაობდა.
1903
ტიპი: ორგანიზაცია
1903 წლიდან გიორგი ალექსის ძე სალუქვაძე ბათუმის მენშევიკური პარტიის წევრი იყო.

