რეგისტრირებული ფაქტები87540
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 12 დეკემბერს თბილისის სამოსამართლო პალატას სპირიდონ გოშაძის საქმე უნდა განეხილა. მას ოლქის სასამართლოსგან კატორღა ჰქონდა მისჯილი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 30 ოქტომბერს მხატვარი გიორგი გაბაშვილი თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის წევრთა კრებაზე იყო მიწვეული.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს დ. ე. ჩოლოყაშვილს მიწათმოქმედების დეპარტამენტიდან შეატყობინეს, რომ ქართულ სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებას კახეთში ამერიკის ვაზის ხუთი სანერგის მოსაწყობად წინასწარი ხარჯებისთვის ორი ათასი მანეთის შემოწირულება დაენიშნა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის ოქტომბერში მეტეხის ციხიდან ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოში ჩაიყვანეს ალექს გრუზენკო, რომელსაც ოლქის სასამართლოსგან ცხრამეტი წლის კატორღა ჰქონდა მისჯილი.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 30 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გრიგოლ გაგუა სენაკის სამაზრო ციხიდან საგუბერნიო სატუსაღოში ჩაიყვანეს. მას ოლქის სასამართლოსგან ტუსაღთა გამოსასწორებელ რაზმში ყოფნა ჰქონდა მისჯილი.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 16 ოქტომბერს ურიების წინააღმდეგ აჯანყებულების ერთ ნაწილს ბ. ლორთქიფანიძე, ნ. ტყეშელაშვილი, ლევიძე, პ. ლომიძე და იგნ. ნიჟარაძე მეთაურობდა, მეორე ნაწილს – მალაქია დიხამინჯია.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 14 ოქტომბერს ლუკა კოსტავა, ლუარსაბ კოსტავა, სარდიონ გამგონეიშვილი და კიდევ ოთხი ქალი ქუთაისში დაუპირისპირდა ურიების ბრბოს, რომელიც ახალგაზრდა შეშლილ ქალს აწვალებდა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 12 დეკემბერს თბილისის სამოსამართლო პალატას ალექსი ტომარაძის საქმე უნდა განეხილა. მას ოლქის სასამართლოსგან კატორღა ჰქონდა მისჯილი.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 16 ოქტომბერს ქუთაისში ურიებთან დაპირისპირების დროს პოლიციელებმა – სვიმონოვმა და მგალობლიშვილმა – ებრაელ ხანანაშვილის დაშავების გამო გრიგოლ ფორჩხიძე დააკავეს. აჯანყებულების დაჟინებული მოთხოვნით ფორჩხიძე მაშინვე გაათავისუფლეს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს არჩილ ჯორჯაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სთხოვა, სალიტერატურო ფონდის პენსია მისთვის 1 ნოემბრიდან აღარ გაეგზავნათ.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წელს თავადი პაველ შამირის ძე მელიქ-ბელიაროვი იყო ქართული და სომხური ენებიდან მთარგმნელი კავკასიის რწმუნებულის საკანცელარიოს დიპლომატიურ კორპუსში.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ოქტომბერში აპოლონ წულაძემ ქუთაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დავალებით მეფუტკრეობის სახალხო წიგნაკის შედგენა დაასრულა და განსახილველად საზოგადოების წიგნების გამომცემელ სექციას წარუდგინა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ელენე ბახტაძემ და ილია ბახტაძემ ხონში ქალ-ვაჟთა პირველდაწყებითი სკოლა დააარსეს, რომელიც შემდეგ პროგიმნაზიად გადაკეთდა. დასავლეთ საქართველოში ასეთი ტიპის სკოლა ერთადერთი იყო, ამიტომ საზოგადოების დიდ ყურადღებას იმსახურებდა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ხონში ელენე და ილია ბახტაძეების მიერ დაარსებული პირველდაწყებითი სკოლის ბიბლიოთეკას იაკობ გოგებაშვილმა თავისი გამოცემული 71 წიგნი გადასცა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ედუკსი ალავიძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 ნოემბრიდან ქუთაისში პეტრე წულუკიძისა და ალექსანდრე შარაშიძის რედაქტორობით ყოველკვირეული სამეურნეო და საზოგადო ჟურნალი „სასოფლო გაზეთი“ უნდა გამოსულიყო.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წელს ამიერკავკასიის საქალაქო სამმართველოს უფროსი იყო გენერალ-ლეიტენანტი პეტრე ანტონის ძე ლაბინსკი.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის 28 ოქტომბერს ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოს საავადმყოფოში ერთი თვის ავადმყოფობის შემდეგ გამოძიებაში მყოფი სევასტი დობორჯგინიძე გარდაიცვალა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბერს შავი ქვის საბჭოს სადგომში დანიშნული იყო ქალთა წრის კრება, რომელსაც ეკატერინე გაბაშვილისა უნდა დასწრებოდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 2 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გრიგოლ გიორგაძეს გაზეთ „ფონში“ მთავრობის საწინააღმდეგო წერილის მოთავსება ედებოდა ბრალად, რისთვისაც სამოსამართლო პალატამ 4 თვით დააპატიმრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის ოქტომბერში საგუბერნიო სატუსაღოში პატიმარმა სილიბისტრო დევდარიანმა თავის ჩამოხრჩობა სცადა, მაგრამ მისი გადარჩენა შეძლეს.

