რეგისტრირებული ფაქტები83284
სორტირება თარიღი კლებადობით
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 28 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, შტაბს-როსმისტრი გიორგი ბარანოვი ქუთაისის გუბერნატორის ობერ-ოფიცრის თანამდებობაზე დაინიშნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოლოლაკის ამაღლების ეკლესიის სამრევლო სკოლის დასახმარებლად თბილისის დრამატულ საზოგადოებაში რუსული წარმოდგენა იყო დაგეგმილი, რომლის ბილეთებსაც მსურველები ამავე ტაძრის მოძღვართან, მღვდელ კრაევიჩთან შეიძენდნენ.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 30 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ახალბაიაზეთის მომრიგებელი მოსამართლის ყოფილი თანაშემწე სოხანსკი ზუგდიდიში, იმავე თანამდებობაზე დაინიშნა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 28 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სამტრედიელი ვაჭარი სიხარულიძე ნავთს 1.30 კაპიკის ნაცვლად 1.50 კაპიკად ყიდდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის გულისწყრომას იწვევა.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 28 ნოემბერს ზუგდიდელი ლ. შონიას სახლს ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა ოჯახის უფროსი ცოლითა და ოთხი შვილით არ დაშავებულა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ნოემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებაში კოტე მესხის წარმოდგენა-ბენეფისი გაიმართა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 25 ნოემბერს რკინიგზის დირექტორი ალფონს რობი თბილისის გამგეობამ ახალ ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად მიიწვია.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, რუსეთის დაზღვევისა და სასაქონლო გადაზიდვების ინპექტორი ა. ა. კრიჟანოვსკი ხომალდების „პეტრესა“ და „ეკატერინას“ შეჯახების გარემოებათა დასადგენად ბათუმში ჩავიდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 27 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოს ფლაბიანეს ლოცვა-კურთხევით მიხეილ გურგენიძე, მიხეილ გარსიევი და გრიგოლ ჩარკვიანი ნაძალადევის სამრევლო სკოლის მშენებლობის ზედამხედველი კომისიის წევრებად აირჩიეს.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 27 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბათუმის პოლიციის ნაწილის უფროსმა ლეონიძემ ციხიდან გაქცეული ყაჩაღი შემ-ოღლი მოკლა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, რუსეთის დაზღვევისა და სასაქონლო გადაზიდვების ინპექტორი ა. ა. კრიჟანოვსკი ხომალდების „პეტრესა“ და „ეკატერინას“ შეჯახების გარემოებათა დასადგენად ბათუმში ჩავიდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ნოემბერს ქართულმა დრამატულმა საზოგადოებამ ხუთმოქმედებიანი პიესა „კოტრი აზნაური“ წარმოადგინა, რომელშიც მთავარ როლს ეფემია მესხი ასრულებდა.