საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89466

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის მაზრის მმართველმა კ. ი. ალშიბაიამ გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას სკოლის გახსნა მიულოცა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის მაზრის მმართველმა კ. ი. ალშიბაიამ გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას განუცხადა, რომ მეხუთე წელი იყო, რაც მათ საზოგადოებაში სასოფლო სკოლებს ხსნიდა.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, მარიამ დარახველიძე იყო თევდორე ლევანის ძე დარახველიძის შვილი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შოთა დარახველიძე იყო თევდორე ლევანის ძე დარახველიძის შვილი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის მაზრის მმართველმა კ. ი. ალშიბაიამ გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას განუცხადა, რომ 9 წლის განმავლობაში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა სასოფლო სკოლების დაარსებას, რაც რამდენიმე სოფელში მოახერხა და წარმატებულადაც მიმდინარეობდა სწავლა უკვე გახსნილ სკოლებში.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კ. ი. ალშიბაია 9 წელი მსახურობდა ქუთაისის მაზრაში.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ვახტანგ დარახველიძე იყო თევდორე ლევანის ძე დარახველიძის შვილი.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, კოწია ქოქოსაძე იყო სტუდენტი იუნკერის, შალვა (შალიკო) ილარიონის ძე დარახველიძის ნათესავი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის მაზრის მმართველმა კ. ი. ალშიბაიამ გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას განუცხადა, რომ რამდენიმე სოფელში სკოლის გასახსნელად წარდგინება მზად ჰქონდა, რაც უმაღლესი მართებლისაგანაც დამტკიცებული იყო. ჯერჯერობით ყველა სოფელში სკოლის გახსნის სამქმეები არ იყო დასრულებული.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 7 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ნიკოლოზ ფოფხაძე იყო სტუდენტი, იუნკერი, შალვა (შალიკო) ილარიონის ძე დარახველიძის ნათესავი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის მაზრის მმართველმა კ. ი. ალშიბაიამ გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას განუცხადა, რომ მათი სოფლის სკოლის მსგავსი ქუთაისის მაზრაში არ იყო გარდა კულაშის სკოლისა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის მაზრის მმართველმა კ. ი. ალშიბაიამ გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას განუცხადა, რომ ქუთაისის მაზრის არცერთ სოფელში კეთილშობილ და გლეხ საზოგადოებას ერთობლივად სკოლის გასახსნელად არ მიუღია ისეთი მონაწილეობა, როგორც გოჩაჯიხაიშის სოფელში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის მაზრის მმართველმა კ. ი. ალშიბაიამ გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას განუცხადა, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკი დაეხმარა მათ სკოლის გახსნაში.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 16 თებერვალს გაიმართა სამედიცინო საზოგადოების კრება ავჭალის წყაროსა და მტკვრის წყლის ავკარგიანობის გასარჩევად. კრებაზე ექიმმა გლავაცკიმ განაცხადა, რომ იმ ქალაქებში, რომლებშიც მილის წყალს მოიხმარდნენ სიკვდილიანობამ იკლო, თუმცა იყო პერიოდი როცა ხურვებამ იმატა ხალხში და სიკვდილიანობაც გახშირდა, ამიტომ დაზუსტებით არ შეეძლოთ რამის თქმა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 16 თებერვალს გაიმართა სამედიცინო საზოგადოების კრება ავჭალის წყაროსა და მტკვრის წყლის ავკარგიანობის გასარჩევად. კრებაზე გიორგი ალიბეგოვმა განაცხადა, რომ აუცილებელი იყო ავჭალის წყლის ქიმიურად გამოკვლევა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 16 თებერვალს გაიმართა სამედიცინო საზოგადოების კრება ავჭალის წყაროსა და მტკვრის წყლის ავკარგიანობის გასარჩევად. კრებაზე დამსწრე წევრების განცხადებების შემდეგ ნიკოლოზ ხუდადოვმა თქვა მოსაზრება, რომ მოსახლეობაში სიკვდილიანობის გახშირების მთავარი მიზეზი არა მილის წყლით სარგებლობა, არამედ მათი სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა იყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 16 თებერვალს გაიმართა სამედიცინო საზოგადოების კრება ავჭალის წყაროსა და მტკვრის წყლის ავკარგიანობის გასარჩევად. კრებაზე ქალაქისთავის მოადგილე იზმაილოვმა განაცხადა, რომ მილის წყალი ჯერჯერობით ქალაქისთვის საკმარისი იყო და იმ შემთხვევაში, თუ მეტი იქნებოდა საჭირო, ქალაქს ჰქონდა საშუალება, შორი მანძილიდან გამოეყვანა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის მაზრის მმართველმა კ. ი. ალშიბაიამ გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას განუცხადა, რომ გარდაცვლილი ბესარიონ ლევანის ძე ღოღაბერიძის დამსახურებით არსებობდა სათავადაზნაურო ბანკი ქუთაისში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის მაზრის მმართველმა კ. ი. ალშიბაიამ გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას განუცხადა, ლევან ბესარიონის ძე ღოღობერიძემ გარდაცვალებამდე ძმას, მიხეილ ღოღობერიძეს დაუბარა, მამისა და ადგილობრივი საზოგადოებისთვის გადაეცა, რომ სათავადაზნაურო ბანკზე ეზრუნათ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის მაზრის მმართველმა კ. ი. ალშიბაიამ გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას განუცხადა, რომ შემთხვევით გაიცნო თბილისში ლევან ბესარიონის ძე ღოღაბერიძე, რომელიც სიცოცხლეში ფიქრობდა თუ როგორ დააახლოვებდა სათავადაზნაურო ბანკი გოჩაჯიხაიშის კეთილშობილ და გლეხ საზოგადოებას, რამდენ სასარგებლო საქმეს გააკეთებდნენ ერთობლივად.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბესარიონ ლევანის ძე ღოღაბერიძე თბილისის გუბერნიაში მსახურობდა.

1886

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1886 წლის 9 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ და ბესარიონ ლევანის ძე ღოღაბერიძეები ძმები იყვნენ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის მაზრის მმართველმა კ. ი. ალშიბაიამ გოჩა-ჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას განუცხადა, ბესარიონ ლევანის ძე ღოღაბერიძემ 12 წლის წინ ივარაუდა, რომ ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკი გახდებოდა გამაერთიანებელი რგოლი კეთილშობილი და გლეხი საზოგადოებისა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის მაზრის მმართველმა კ. ი. ალშიბაიამ გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას განუცხადა, რომ უნდა დაეფასებინათ გიორგი და სიმონ ბესარიონის ძე ღოღაბერიძეების, რამდენიმე კეთილშობილი საზოგადოების წევრის თავდაუზოგავი შრომა. მიუხედავად ხელისშემშლელი გარემოებებისა, მათ მაინც მოახერხეს სკოლის გახსნა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 27 აპრილს ქუთაისის მაზრის მმართველმა კ. ი. ალშიბაიამ გოჩაჯიხაიშის სოფლის საზოგადოებას განუცხადა, რომ ძველ დროში გარდაცვლილი ადამიანის ღირებულ დანატოვრად აღიარებდნენ ფულს, ქონებას, რაც თანამედროვე დროში განათლებამ ჩაანაცვლა და გონიერ ადამიანს განათლებული შვილი მიაჩნია ყველაზე ძვირფას დანატოვრად. სწავლული შვილი, ვისაც დარჩა მას მდიდარს უწოდებდნენ, ხოლო უსწავლელი შვილის პატრონს – საწყალს.