რეგისტრირებული ფაქტები89466
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 29 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ სომხური გაზეთის „ნორ-დარის“ ცნობით ადამიანი თბილისში ჩამოვიდა და სომხურ დრამატულ დასთან ერთად ემზადებოდა წარმოდგენის გასამართად.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნატალია მერაბის ასულის გაბუნიას ბენეფისი გაიმართა. წარმოდგენაზე ქართულმა დრამატულმა დასმა წარმოადგინა ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის ოთხმოქმედებიანი კომედია „ხანუმა“ და ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი“.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი ეკუთვნოდა იმ დრამატურგების სკოლას, რომელმაც დრამატურგიული ხელოვნება და სცენა დაამკვიდრა ქვეყანაში.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ დრამატურგ გაბრიელ ნიკიტის ძე სუნდუკიანცის „პეპოს“, „ხათაბალას“, „დაქცეულ ოჯახს“ და სხვა მის ტექსტებს თუ წაიკითხავდა მკითხველი ადვილად მიხვდებოდა როგორი გავლენა ჰქონდა მას ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის ტექსტებზე.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ დრამატურგ გაბრიელ ნიკიტის ძე სუნდუკიანცის დიდმუცლიანი, ხელმოწერილი ვაჭრები, დარდიმანდი ბიჭები, მაჭანკლები და სხვა პერსონაჟები ძალიან ჰგავდნენ ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის პიესების მოქმედ პირებს.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 14 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ ვალერიან ლევანის ძე გუნია ვალიკო-იას ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში წერდა, რომ სხვა მწერლის გავლენა თავდაპირველად არცერთ ნიჭიერ ადამიანს არ ასცდენია და სწორედ ამიტომ არ უნდა სწყენოდა ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელს ის თუ მის ტექსტებში გაბრიელ ნიკიტის ძე სუნდუკიანცის გავლენას ხედავდნენ.

