საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90418

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 5 ნოემბერს კავკასიის სასოფლო სამეურნეო საზოგადოების წევრთა კრებაზე ლევან ჯანდიერმა წაიკითხა მოხსენება მამულების დაცვის შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 5 ნოემბერს კავკასიის სასოფლო სამეურნეო საზოგადოების წევრთა კრებაზე გიორგი ჟურულმა წაიკითხა მოხსენება ევროპაში კოოპერაციების განვითარების შესახებ.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის 5 ნოემბერს ზავადსკი პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 5 ნოემბერს კავკასიის სასოფლო სამეურნეო საზოგადოების წევრთა კრებაზე პ. ს. ჟუკოვმა წაიკითხა მოხსენება ადგილობრივი საქონელის მოშენების შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 5 ოქტომბერს სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების საბჭოს სხდომაზე გადაწყვიტეს, ნ. ა. სულთან-კრიმ-გირეისა და ალექსანდრე ქალანთარისათვის მიენდოთ 8 ნოემბერს პირუტყვთა მმფარველი საზოგადოებისთვის საიუბილეო დღესასწაულის მილოცვა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 4-5 ნოემბერს ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტმა განიხილა ს. ნ. ტიმოფეევის მოხსენება გუბერნიის მემამულეთა მეურნეობის შესახებ.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წელს ა. ე. ვუჩინიმ საგუბერნიო კომიტეტში წარადგინა წინადადება, თავადაზნაურობის მიერ მიცემული 20 ათასი მანეთით ქუთაისის რეალურ სასწავლებელთან დაარსებულიყო სასოფლო-სამეურნეო განყოფილება.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 3 ნოემბერს მოსკოვში ქართველ ღარიბ სტუდენტთა სასარგებლოდ გაიმართა ღონისძიება, რომელზეც, ს. წერეთლის ცნობით, 1500 მანეთი მოგროვდა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 3 ნოემბერს მოსკოვში ქართველ ღარიბ სტუდენტთა დასახმარებლად გამართულ ღონისძიებაზე ალექსანდრე სუმბათაშვილმა (იუჟინმა) წაიკითხა ხახანაშვილის მიერ რუსულად ნათარგმნი ვაჟა-ფშაველას „მთის წყარო".

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 3 ნოემბერს მოსკოვში ღარიბი ქართველი სტუდენტების სასარგებლოდ გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა ხორო, რომლის ლოტბარი იყო ზაქარია ფალიაშვილი.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წელს მეტეხის საპყრობილის მღვდელმა მიხეილ ჯავაშვილმა პატიმრებისათვის საკვირაო სკოლის გასახსნელად და სასკოლო წიგნების, ასევე სხვა მასალისთვის შეკრიბა თანხა. ამ საქმისთვის საგუბერნიო საპატიმროთა კომიტეტმა 120 მანეთი გაიღო. სკოლა 3 ნოემბრიდან შეუდგა პატიმართა სწავლებას.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 3 ნოემბერს მოსკოვში, კეთილშობილთა დარბაზში, ალექსანდრე სუმბათაშვილმა გამართა ქართველ სტუდენტთა საღამო.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 2 ნოემბერს დანიშნული იყო წიგნების კომისიის პირველი სხდომა პროგრამის განსახილველად. სხდომას უნდა დასწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, სიმონ ფირცხალავა, ნინო ელიავა და პელაგია სურგულაძე.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 2 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ შექმნილი წიგნების გამომცემელი კომისიის პირველმა სხდომამ დაადგინა, გამოეცათ ილია ჭავჭავაძის შემდეგი ნაწარმოებები: „კაცია-ადამიანი?!“, „გლახის ნაამბობი“, „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“ და „ოთარაანთ ქვრივი“.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის 2 ნოემბერს სახალხო თეატრში წარმოადგინეს ალექსანდრე ცაგარლის 4-მოქმედებიანი კომედია „როგორც მოხვალ სვინაო, ისევ წახვალ შინაო" ნატო გაბუნია-ცაგარლის მონაწილეობით. რეჟისორი – ვიქტორ გამყრელიძე.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის პირველ ნოემბერს უეცრად გარდაიცვალა თბილისის სამთო ინჟინერი გრიგოლ გიორგის ძე წულუკიძე.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის 1-ელ ნოემბერს კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების შენობაში გამართულ კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების კრებაზე განიხილეს ს. ნ. ტიმოფეევის მოხსენება სამეურნეო სწავლის გავრცელების შესახებ.

1902

ტიპი: გარდაცვალება

1902 წლის ნოემბერში საჯავახოს მაცხოვრის ფერისცვალების ეკლესიის მღვდელი თედორე ოქროპირის ძე ჩარკვიანი გარდაიცვალა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის ნოემბერში თბილისის გამგეობაში ჩატარდა საჯარო ვაჭრობა ვერის ხიდის შემოსასვლელის იჯარით გასაცემად. ხიდი 17 505 მანეთად ისევ ძველმა მოიჯარე იაგორ მამინაიშვილმა აიღო, ადრე 17 025 მანეთს იხდიდა.

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წლის ნოემბერში თბილისის სამოსამართლო პალატამ განიხილა ქუთაისის გუბერნიის მცხოვრებ პორფირე ბაღდავაძის საქმე, რომელსაც ძმის მკვლელობა ედებოდა ბრალად.

1902

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1902 წლის ნოემბერში კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი ნ. რ. ზავადსკი პეტერბურგიდან თბილისში დაბრუნდა.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის ნოემბერში ინჟინერმა ალხაზოვმა თბილისის მოკირწყვლის გამგე-კომისიის წინაშე წაიკითხა მოხსენება და წარადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც ქალაქს სავალდებულოდ უნდა შემოეღო, რომ მოკირწყლული ქუჩები სახლის პატრონებს შეეკეთებინათ.

1902

ტიპი: ნასამართლეობა

1902 წელს ქუთაისის ოლქის სასამართლომ პორფირე ბაღდავაძის საქმე განიხილა და იგი უდანაშაულოდ ცნო. ბრალმდებლის ამხანაგმა საქმე გადაიტანა პალატაში, რომელმაც ოლქის სასამართლოს განაჩენი დაამტკიცა.

1902

ტიპი: ღონისძიება

1902 წლის ნოემბერში თბილისის საგუბერნიო საკრებულოში ქალაქის საბჭოს წარმომადგენლად არჩეულ ვარლამ სიმონის ძე მიქელაძეს ქალაქის მოურავის მოადგილემ ნამსახურობის ქაღალდები მოსთხოვა გუბერნატორთან წარსადგენად.

1902

ტიპი: ავტორობა

1902 წლის ნოემბერში თბილისის ქუჩების მოკირწყვლის მცირე გამგე-კომისიამ მოისმინა ინჟინერ ალხაზოვის მიერ შედგენილი პროექტი, რომელიც ქალაქს სავალდებულოდ უნდა შემოეღო.