რეგისტრირებული ფაქტები88873
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს კ. თავართქილაძე საჭილაოში ჩავიდა და მოსახლეობას აბრეშუმის ქარხნის გახსნაში დახმარება სთხოვა.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846 წელს აკიმ ნესტორის ძე მიცულოვი იყო კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიის განყოფილების გუბერნიის მდივანი.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1947 წლებში თბილისის გუბერნიის ხაზინადარი იყო ალექსანდრე გრიგოლის ძე ალხიმოვიჩი, მისი მრჩევლები იყვნენ ნიკოლოზ ანდრიას ძე კირიაკოვი და გიორგი შიოს ძე თუმანოვი.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 1-ლ ნოემბერს ქურდმა, რომელიც ივანე ქერქაძის დუქანში აპირებდა შესვლას, კოსტა ქერქაძე მუხლში დაჭრა.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 29 ოქტომბერს უდეში ქველმოქმედი პავლე სტეფანეს ძე მერაბიშვილი გარდაიცვალა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის ოქტომბერში ადვოკატი ალ. ქოჩაქიძე სოჭში დაზარალებულ მეგრელ მედუქნეებს იცავდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 7 ნოემბერს ინსტიტუტის ქუჩაზე აღათი ბერეჟინისას სარქისა პეტრუსოვმა საფულე მოჰპარა. პეტრუსოვი პოლიციამ დააკავა.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის 6 ნოემბერს პოლიციამ გეურქ აპრიამოვის დაჭრისთვის სიმონ ღამბაროვი დააკავა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 2 მარტს მეთოდე კაკაბაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ბაქოს განყოფილების გამგეობის 1916 წლის ანგარიში, წევრთა სია და კრების ოქმი გაუგზავნა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 6 ნოემბერს ახალ თეატრში ვერდის ოპერა „რიგოლეტო“ დაიდგა. ჰერცოგის როლს რუბენშტეინი ასრულებდა.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1847 წლებში კოლეგიის ასესორი ვასილი ივანეს ძე დრობაზგინი თბილისის გუბერნიის სახაზინო კონტროლიორი იყო.
1846
ტიპი: თანამდებობა
1846-1847 წლებში კოლეგიის მრჩეველი ვიქტორ სტეფანეს ძე ანდრეევსკი კავკასიის რწმუნებულის საქალაქო კანცელარიაში მუშაობდა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წლის 2 მარტს მეთოდე კაკაბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის საქმისმწარმოებელი იყო.
1915
ტიპი: ავტორობა
1915 წლის 27 ოქტომბერს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე გადაწყდა, ბაქოს, თელავის, სიღნაღის, კავკავისა და სოხუმის განყოფილებათა სკოლებიდან ომში გაწვეული მასწავლებლებისთვის სამუშაო შეენარჩუნებინათ. მასწავლებლები ჯამაგირის 50 პროცენტს უწყვეტად მიიღებდნენ. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.
1896
ტიპი: გარდაცვალება
1896 წლის 22 ოქტომბერს რუსეთიდან ჩამოასვენეს ნიკოლოზ ტარიელის ძე დადიანი ახალ სენაკში დაკრძალეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 სექტემბერს გიორგი ლასხიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის საქმიანობის შესახებ მოხსენება გააკეთა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს გრიგოლ ქებაძემ და ალექსი ალხაზიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების წლიური ანგარიში განიხილეს და გამგეობის წევრებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 29 სექტემბერს ვარლამ ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების გამგეობის საქმიანობის შესახებ მოხსენება წაიკითხა.

