რეგისტრირებული ფაქტები87507
სორტირება თარიღი კლებადობით
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს გუბერნატორის კანცელარიის მმართველის უფროსი თანაშემწე პოტაპოვი თბილისის მაზრის უფროსის თანაშემწის თანამდებობის შესრულებას შეუდგა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს გამოცდილმა იტალიელმა ქვის მჭრელმა ანჯელო ანდრეოლეტიმ ქაშვეთის ტაძრის აგება იკისრა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით თერგის ყაზახთა პირველი ბატალიონის ოფიცერი თავადი ნიკოლოზ ამილახვარი ლეიბ-გვარდიის თერგის ყაზახთა ცხენოსან ჯარში გადაიყვანეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს იოსებ მონადირაშვილის ქალთა და ვაჟთა ხორო ქაშვეთიდან კალოუბნის ეკლესიაში გადავიდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თბილისის გუბერნატორმა გუბერნიის ექიმი თ. ც. ქიქოძე და მისი თანაშემწე ალექსანდრე მაჭავარიანი სიღნაღის მაზრაში გაგზავნა გადმოსახლებულ რუსებს შორის გავრცელებული ციებ-ცხელების წინააღმდეგ ზომების მისაღებად და მათ დასასახლებლად საუკეთესო ადგილების ამოსარჩევად.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს ნოტებისა და გალობის კარგი მცოდნე მიხეილ ნათაძე საეპარქიო ხოროს შესადგენად ქაშვეთის ეკლესიაში მიიწვიეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს თუმანოვის ხალიჩების საქსოვი სახელოსნოს საკითხის განსახილველად შეიკრიბა მცირე კომისია, რომლის წევრებიც იყვნენ: თბილისის სახელოსნო სასწავლებლების დირექტორი ოჰანეზოვი, თბილისის დედათა პროფესიული სკოლის გამგე ანანოვისა, კარაპეტოვი, ა. ს. ბაბოვი და ლისიცინი.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წელს იოსებ მონადირაშვილის საეკლესიო გუნდი ქაშვეთის ეკლესიაში შეცვალა ილია კარგარეთელის გუნდმა, რომელიც ადრე სიონში გალობდა და ქართული საეპარქიო ხორო ერქვა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სახალხო სკოლის დირექციამ დაამტკიცა საქალაქო სკოლების მასწავლებლები. ნ. ოგანოვი ავლაბრის მესამე სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სახალხო სკოლის დირექციამ დაამტკიცა საქალაქო სკოლების მასწავლებლები. არვანიტაკისა კუკიის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სახალხო სკოლის დირექციამ დაამტკიცა საქალაქო სკოლების მასწავლებლები. ქეთევან მახათაძე ავლაბრის მეორე სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სახალხო სკოლის დირექციამ დაამტკიცა საქალაქო სკოლების მასწავლებლები. სედოვი მამადავითის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სახალხო სკოლის დირექციამ დაამტკიცა საქალაქო სკოლების მასწავლებლები. მარცინკევიჩი ვერის მესამე სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სახალხო სკოლის დირექციამ დაამტკიცა საქალაქო სკოლების მასწავლებლები. გროზმანი დიდუბის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1901
ტიპი: თანამდებობა
მთავრობის განკარგულებით 1901 წელს თბილისის სახაზინო პალატის ბუღალტრის თანაშემწე ტიტულოვანი მრჩეველი გურამიშვილი პალატის მაგიდის უფროსად დაინიშნა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სახალხო სკოლის დირექციამ დაამტკიცა საქალაქო სკოლების მასწავლებლები. ქანანოვი კუკიის პირველი სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს მთავრობის განკარგულებით ბორჩალოს მაზრის სოფელ აშკალის მცხოვრები გაბრიელ ბაბიკას ძე ფალიაშვილი ბაშკიჩეთის მომრიგებელი მოსამართლის მდივნად დაინიშნა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სახალხო სკოლის დირექციის განკარგულებით სოლოლაკის სკოლაში ქართულის გაკვეთილები სულ თამარ ქუჩუკაშვილს მისცეს.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სახალხო სკოლის დირექციის განკარგულებით ლიდა ასათიანი პუშკინის სახელობის მეორე სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სახალხო სკოლის დირექციის განკარგულებით თითბერიძე ავლაბრის პირველი სკოლის საღვთო რჯულის მასწავლებლად დაინიშნა.
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წელს სახალხო სკოლის დირექციის განკარგულებით ვორონოვი მამა დავითის სკოლის მასწავლებლად გადაიყვანეს.

