საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90418

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 22 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივანე მაჭავარიანი დრამატული საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე იყო.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 იანვარს დრამატული საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ივანე მაჭავარიანმა წევრთა კრებას აუწყა, რომ სარევიზიო კომისია იძულებული იყო მოეწვია საზოგადო კრება, რადგან გამგეობას სამი წლის განმავლობაში არ მოუწვევია.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 19 იანვარს დრამატული საზოგადოების წევრთა კრებამ მოქმედი წესდების შესაცვლელად აირჩია საგანგებო კომისია, რომლის წევრები იყვნენ: გიორგი ლასხიშვილი, შალვა დადიანი და კონსტანტინე ანდრონიკაშვილი.

1897

ტიპი: ღონისძიება

თბილისის საგუბერნიო მმართველობის განცხადებით 1897 წლის 1-ელ მაისს უნდა გაეყიდათ სოლომონ ივანეს ძე შაბუროვის ერთსართულიანი დუქნები სარდაფით.

1897

ტიპი: ღონისძიება

თბილისის საგუბერნიო მმართველობის განცხადებით 1897 წლის 1-ელ მაისს ნინა გიორგის ასული ასლამაზოვის ერთსართულიანი სახლი უნდა გაეყიდათ.

1846

ტიპი: თანამდებობა

1846 წელს გურიის მაზრის უფროსის მდივანი იყო ირაკლი იოსების ძე ლორთქიფანიძე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბოქაული იყო გლებოვი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაჭის სასამართლოს ბოქაული იყო ალექსანდრე წულუკიძე.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ფელეტონი „სალამი“.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გერასიმე სალარიძემ დაამთავრა ალექსანდროვის სამოსწავლო ინსტიტუტი.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოლომონ მესტიაშვილმა ალექსანდროვის სამოსწავლო ინსტიტუტი დაამთავრა.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გლებოვმა დააპატიმრა მიხეილ მალიშკინისა და გეურქ ოჰანეზოვის მკვლელები.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ გელიტაშვილმა და აბელ ნონიკაშვილმა მიხეილ მალიშკინი და გეურქ ოჰანეზოვი მოკლეს.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 28 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დ. ხიზანაშვილის მიერ ფშავში ჩაწერილი ხალხური „ვეფხისტყაოსანი“.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს მემედ-ბეგ აბაშიძე მაჰმადიან და ქრისტიან ქართველთა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ივანე დავითის ძე თაქთაქიშვილი კარპოს და სოლომონ თაქთაქიშვილების მამა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანა ნიკოლოზის ასული თაქთაქიშვილისა კარპოს და სოლომონ თაქთაქიშვილების დედა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 18 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით გამყრელიძე იყო დარია ივანეს ასული ყანჩელის მეუღლე.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე დ. იზმიროვი იყო თბილისის ქალაქისთავი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ა. ბაბანასოვი იყო თბილისის ქალაქისთავი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მ. გ. ტერ-გრიქუროვი იყო თბილისის ქალაქისთავი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოლომონ ზაქარიას ძე აბესალომოვი იყო თბილისის ქალაქისთავი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. მნაცაკანოვი იყო თბილისის ქალაქისთავი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ზაქარია ამირაღოვი იყო თბილისის ქალაქისთავი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 17 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ავეტიკ ბ. სვეჩნიკოვი იყო თბილისის ქალაქისთავი.