რეგისტრირებული ფაქტები83615
სორტირება თარიღი კლებადობით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფელ ალის სამკითხველოს მღვდელმა ალექსი კევლიშვილმა, გრიგოლ აბაიშვილმა და ალექსი გელაშვილმა თანხა შესწირეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოჩამჩირის სკოლის ყოფილი ზედამხედველი ბ. ხარავა სასოფლო რუსული სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოფელ ასკანის მამასახლისი ბ. ს. ჭეიშვილი გურიის სავაჭრო-სამრეწველო ამხანაგობის გამგედ აირჩიეს.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ჩოხატაურის ბოქაულად ბ. ქელბაქიანის დანიშვნის შემდეგ დაბაში საგრძნობლად შემცირდა ქურდობის, ყაჩაღობისა და აზარტული თამაშების შემთხვევები.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცელში“ გარდაცვლილი დავით ივანეს ძე სულხანიშვილის მშობლები, მარიამ და ივანე სულხანიშვილები, ოჯახის ახლობლებს ატყობინებდნენ, რომ სოფელ ტარძნისის ტაძარში განსვენებულის სულის მოსახსენიებელი წირვა და პანაშვიდი გაიმართებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ოქტომბერს, გორის მაზრის საეკლესიო სკოლის მეთვალყურის, ბენიამინ კონტრიძის თაოსნობით სოფელ ფცაში სამრევლო წერა-კითხვის სკოლა აკურთხეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ზაქარია ჭიჭინაძემ სოფელ ალის სამკითხველოს თავისი წიგნის ასი ეგზემპლარი მესამედ ფასად გადასცა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კახეთში სტუმრად მყოფი კავკასიის მთავარმართებელი, გრიგოლ გოლიცინი და მისი მეუღლე მარიამ თეოდორეს ასული 28 ოქტომბერს სიღნაღიდან თბილისში დაბრუნდებოდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, 27 ოქტომბერს კავკასიის მთავარმართელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი და მისი მეუღლე, მარიამ თოდორეს ასული, ბოდბის მონასტერს მოინახულებდნენ და ღამეს სიღნაღში გაათევდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, 26 ოქტომბერს კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის გოლიცინი და მისი მეუღლე მარიამ თოდორეს ასული წინანდლიდან სიღნაღის მაზრაში გაემგზავრებოდნენ და ღამეს სოფ. კარდენახში გაათენებდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისიდან თელავში გამგზავრებული კავკასიის მთავარმართელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი და მისი მეუღლე, მარიამ თოდორეს ასული გზად შუამთის მონასტერს მოინახულებდნენ, ხოლო ღამეს წინანდლის საუფლისწულო მამულში გაათევდნენ.
1898
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1898 წლის 24 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინი და მისი მეუღლე მარიამ თეოდორეს ასული თბილისიდან თელავში გომბორის უღელტეხილით ჩავიდნენ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 24 ოქტომბერს თბილისის გამგეობის სხდომას, რომელზეც ტრამვაის ხაზის მშენებლობის საკითხი განიხილებოდა, ინჟინერი ალფონს რობი დაესწრო.
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 24 ოქტომბერს დაბა ცხინვალის მახლობლად 26 წლის დათა ბეკოშვილმა ფულის გამოძალვის მიზნით 38 წლის დათა ალხაზიშვილი დაჭრა, რომელიც მეორე დღეს გარდაიცვალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 23 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ წერილობითი მიმართა ექვთიმე თაყაიშვილს, რომ დროებით გადაეცა დავით ბაქრაძის რუსულენოვანი თხზულება „ქრისტიანობის ძეგლები კავკასიაში“.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 23 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქუთაისის ჭრა-კერვის სასწავლებელს ევგენია კორზაია ხელმძღვანელობდა.
1898
ტიპი: ნასამართლეობა
1898 წლის 23 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სოხუმში გაიმართა შტაბს-კაპიტან ჩეჩელევის სასამართლო პროცესი, რომელსაც ფარნა დავითაიასა და კოდორის მამასახლისის, ეკუბ კვიწინიას შეურაცხყოფა ედებოდა ბრალად. სასამართლომ ბრალდებულს ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
1898
ტიპი: ავტორობა
1898 წლის 23 ოქტომბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მართალაძის ფსევდონიმით გამოქვეყნდა გრიგოლ წინამძღვრიშვილის წერილი, რომელშიც ავტორი წუხდა, რომ ცხინვალის სოფლებში გახსნილი უფასო სამკურნალოების მიუხედავად, გლეხები თვითმარქვია ექიმბაშებს უფრო ენდობოდნენ, რაც ხშირად საბედისწერო შედეგით მთავრდებოდა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 23 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ბ. კოროტკოვმა მეტეხის ციხის ზედამხედველის თანამდებობა დატოვა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 23 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, სტავროპოლის მხარის ყოფილი უფროსი ბ. პოდგურსკი ბორჩალოს მაზრის მმართველად დაინიშნა.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 23 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კავკასიის მთავარმართებელმა გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა გამოსცა ბრძანება სათავადაზნაურო ბანკის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, რომელთა თანახმად, თბილისის თავად-აზნაურობას ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს 105 ახალი რწმუნებული უნდა აერჩია.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 23 ოქტომბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გორის ეპისკოპოს ლეონიდეს დიდი წვლილი მიუძღვოდა ათონის ივერიის მონასტერზე ზრუნვის საქმეში.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძემ აცნობა გამგეობას, რომ მომავალი წლის 22 ოქტომბერს გაიმართებოდა წინარეხის სკოლის ახალი შენობის კურთხევა და აუცილებელი იყო გამგეობის ერთ-ერთი წევრის დასწრება. გამგეობამ ივანე რატიშვილს სთხოვა საზოგადოების სახელით დასწრებოდა ღონისძიებას.