რეგისტრირებული ფაქტები90418
სორტირება თარიღი კლებადობით
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს მეან-გინეკოლოგი ა. გ. ბარსუკოვი მიხეილ ალექსანდრეს ძე გედევანიშვილის კერძო კლინიკაში მუშაობდა.
1902
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1902 წლისთვის 100 წელიწადი სრულდებოდა მას შემდეგ, რაც პეტერბურგში პაჟთა კორპუსი დაარსდა. საიუბილეო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალ-ადიუტანტმა რიხტერმა, თბილისის გუბერნატორს მიმართა და სთხოვა, რომ შეეტყობინებინა საჭირო ცნობები იმ მოხელეთა შესახებ, რომელთაც კორპუსში ესწავლათ და 1897 წლისთვის თბილისის გუბერნიაში მსახურობდნენ.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს აბაშაში დახურეს სამარხი სალარო, რომლის გამგეებიც ფ. დგებუაძე და ბ. ხუსკივაძე იყვნენ.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს მღვდელმა დიომიდე ხონელიძემ ახლად აშენებული ნაჩხეტაურის წმ. გიორგის ეკლესიისათვის თანხით დახმარების გამო გაზეთ „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადა სპირიდონ კიკნაძეს, პეტრე ზანონს, თეოდორე კურტოვს, ნ. ვ. აბაშიძესა და ერმალოზ კიკნაძეს.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902-1903 წლებში ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი გაზეთ „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი იყო.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 1-ელ იანვარს ილია ჭავჭავაძემ ხელი მოაწერა ვექსილს, რომლის მიხედვითაც ვალდებული იყო თბილისის ქაღალდის ფაბრიკის ამხანაგობისთვის 7 თვეში 275 მანეთი გადაეხადა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წლიდან დანიელ გაბრიელის ძე მასლოვი ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულში მეფუტკრედ მუშაობდა.
1902
ტიპი: მფლობელობა
1902 წელს ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი რემონტის დასრულების შემდეგ თბილისში, ანდრეევის №22-ში შეძენილ სახლში გადავიდნენ საცხოვრებლად.
1902
ტიპი: ორგანიზაცია
1902 წელს ილია ჭავჭავაძემ ანდრია ღულაძესა და გიგო თოიძესთან ერთად კონსერვების დამამზადებელი ამხანაგობა „ანკარა“ ჩამოაყალიბა და საგურამოში სახლის წინ დაიწყო წარმოება.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902-13 წლებში ზაქარია სიმონის ძე მჭედლიძე სოფ. ამაღლების მაცხოვრის ამაღლების ეკლესიის მღვდელი იყო.

