რეგისტრირებული ფაქტები87478
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ გადაწყვიტა, ქუთაისის სათავადაზნაურო სასწავლებლის აღმზრდელი დიმიტრი ლორთქიფანიძე სენაკის სკოლაში გაეგზავნა სამუშაოდ, მის ნაცვლად კი იასონ ნიკოლაიშვილი დაენიშნა.
1912
ტიპი: გარდაცვალება
1912 წლის ოქტომბერში სოფ. ჩიბათში მარიამ გაბრიელის ასული ჯორბენაძისა გარდაიცვალა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის ოქტომბრამდე ლექვინაძე ქუთაისის საგუბერნიო სატუსაღოს სკოლის მასწავლებელი და სამკითხველოს გამგე იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 14 ივნისს ქუთაისში ქალაქის ხმოსნების ამომრჩეველ კრებაზე თავმჯდომარემ, ლუარსაბ ლოლუამ განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობას ნასამართლევი პირები ვერ მიიღებდნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, დ. ნ. ბაქრაძის საქმე სასამართლო პალატას 14 დეკემბერს უნდა განეხილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ქუთაისის ბაზრის ზედამხედველმა და სანიტარმა, ი. ჩაჩანიძემ უსუფთაობისთვის სიმონ ჩიკვაშვილს, ნიკ. ბოჭორიშვილს, ნიკ. თევდორაძესა და სერგო ჩიტიაშვილს ოქმი შეუდგინა.
1912
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სასამართლო პალატამ ლ. ბერიშვილს 4-წლიანი კატორღა მიუსაჯა, შემდეგ ავადმყოფობის გამო სასჯელი ციხეში ჯდომით შეუცვალეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 14 ივნისს ქუთაისის თეატრში გაიხსნა ქალაქის ხმოსნების ამომრჩეველთა კრება ლუარსაბ ლოლუას თავმჯდომარეობით.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ეზეკია როინიშვილმა, ნიკოლოზ ჟორჟოლაძემ და ალექსანდრე კოსტავამ ხრესილის სახალხო წიგნსაცავ-სამკითხველოს თითო მანეთი შესწირეს.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ი. ჩაჩანიძე ქუთაისის ბაზრის ზედამხედველი და სანიტარი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 14 ივნისს ქუთაისში ქალაქის ხმოსნების ამომრჩეველ კრებაზე მიხეილ დარახველიძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ასისტენტი საარჩევნო ყუთებში ხელს ურევდა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, შალვა იოსელიანი კავკასიის სამხედრო სასამართლოს უნდა გაესამართლებინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 14 ივნისს დიმიტრი ნაზაროვი, პეტრე მეფისოვი და სხვ. ქუთაისში ქალაქის ხმოსნების ამომრჩეველ კრებას დაესწრნენ.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 11 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, გიორგი ჯანგვაძემ, ივანე ყუფარაძემ, თეროზ ყორჩიბაშევმა, ონისიმე გიორგაძემ და ალექსანდრე ვაჩიბერიძემ ხრესილის სახალხო წიგნსაცავ-სამკითხველოს ორ-ორი აბაზი შესწირეს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის პირველ იანვარს ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დადგინდა, რომ სენაკის საქსოვ სახელოსნოში 28920 მანეთის ღირებულების ნივთები იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის პირველ იანვარს ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დადგინდა, რომ სენაკის ბიბლიოთეკაში არსებული გასაყიდი ნივთების ფასი ჯამში 95931 მანეთი იყო.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის პირველ იანვარს ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დადგინდა, რომ სენაკის გამგეობის ბიუჯეტში 1655.15 მანეთი იყო, წიგნის მაღაზიაში კი 873.88 მანეთი ჰქონდათ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სენაკის განყოფილების საქსოვი სახელოსნოს გამგეს 24000 მანეთი გადაუხადეს, ქსოვილების შესაძენად 60000 მანეთი გამოყვეს, ინვენტარისთვის — 10000 მანეთი, მაღაზიის ქირისთვის კი — 8000 მანეთი.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ სენაკის განყოფილებასთან არსებული საქსოვი სახელოსნოს შემოსავალი 105 000 მანეთი იყო, გასავალი კი 102 000 მანეთს შეადგენდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე სენაკის განყოფილების წიგნის მაღაზიისთვის საკანცელარიო ნივთების შესაძენად 2000 მანეთი გამოყვეს, ინვენტარისთვის — 8000 მანეთი, შენობის ქირისთვის — 8000 მანეთი, გათბობისთვის კი 2000 მანეთი გამოიყო. გასავალი ჯამში 68668.25 მანეთს შეადგენდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ სენაკის განყოფილებაში წიგნის მაღაზიიდან მიღებული მოგება 120.000 მანეთს შეადგენდა. თანხიდან 18668.25 მანეთი გამგეობას გადაეცა. მაღაზიის გამგეს 24000 მანეთი გადაუხადეს, გამგის დამხმარეს კი — 6000 მანეთი.

