რეგისტრირებული ფაქტები87476
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის იანვარში ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დადგინდა, რომ სენაკის განყოფილებაში წიგნის მაღაზიიდან მიღებული მოგება 18668.25 მანეთს შეადგენდა, სეირნობებიდან და გასართობი ღონისძიებებიდან მიღებული თანხა — 5592.15 მანეთს, ხოლო საწევრო გადასახადის სახით 500 მანეთი იყო შესული.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 6 დეკემბერს რუსეთის იმპერატორის სახელობის დღის აღსანიშნავად საქართველოს მთავარმართებლის, როზენის სახლში გაიმართა მეჯლისი, რომელსაც ოთხასამდე პირი დაესწრო. მეჯლისი ღამის სამ საათზე დამთავრებულა.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 6 დეკემბერს, რუსეთის იმპერატორის სახელობის დღეს, თბილისში სიონის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა საქართველოს ეგზარქოსმა, ქართლ-კახეთის მიტროპოლიტმა იონამ.
1831
ტიპი: ღონისძიება
1831 წლის 6 დეკემბრის დილას, რუსეთის იმპერატორის სახელობის დღეს, თბილისში საქართველოს მთავარმართებელ გრიგოლ ვლადიმერის ძე როზენთან ამ დღის აღსანიშნად შეკრებილი სამხედრო და სამოქალაქო საზოგადოება სიონის საკათედრო ტაძრისკენ გაეშურა საღმრთო ლიტურგიაზე დასასწრებად.
1913
ტიპი: ღონისძიება
1913 წლის 2 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარებულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საზოგადო კრებაზე გადაწყდა მსახიობ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მოწვევა. ამ საკითხის მოგვარება დაევალა გამგეობას, დადგინდა დამხმარე კომიტეტის არჩევაც შემდეგი შემადგენლობით: კატო ბერიძე, ზინაიდა ჟორდანია, იასონ მუჯირი, გრიგოლ დადიანი, ივანე ოსიძე, გრიგოლ ჯიქია და კლიმენტი ლორთქიფანიძე.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფ. ლეღვნის სკოლას, რომლის მასწავლებელი შემდეგ მ. გ. დეკანოსიძე იყო, 1900 წლამდე საკუთარი მიწა და შენობა არ ჰქონდა.
1920
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1920 წელს თბილისში მყოფი რობერტ ბლეიკი ოთხი თვის მანძილზე ავად იყო – ციებ-ცხელება ჰქონდა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 16 იანვარს გაზეთ „სამუსულმანო საქართველოში“ გამოქვეყნებული ინფორმაციით, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, კირილე ნინიძეს, დამფუძნებელი კრების სოციალ-დემოკრატიულმა ფრაქციამ გზათა მინისტრობა შესთავაზა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 16 იანვარს ბათუმში ილიკო ქურხულის მხატვრულ-მუსიკალური დილა გაიმართა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 16 იანვარს ბათუმში გამართულ ილიკო ქურხულის მხატვრულ-მუსიკალური დილის მეორე განყოფილებაში გიორგი ქუჩიშვილი მონაწილეობდა.
1895
ტიპი: ღონისძიება
1895 წლის 2 სექტემბერს ალექსანდრე ხახანაშვილმა გიორგი წერეთელს სთხოვა, სტუდენტთა მიერ შედგენილი ეთნოგრაფიული პროგრამა „კვალში“ დაებეჭდა.
1914
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1914 წელს კონსტანტინე ანდრონიკაშვილი პარიზიდან შვეიცარიაში დაბრუნდა და 1917 წლამდე ლოზანაში ცხოვრობდა.
1912
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1912 წელს მოსკოვში გაქცეული კონსტანტინე ანდრონიკაშვილი 9 თვის შემდეგ იძულებული გახდა, საზღვარგარეთ წასულიყო. თავდაპირველად ის ჟენევაში ცხოვრობდა.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 27 ნოემბერს სოფელ გიორგიწმინდაში ვახტანგ იერემიას ძე გულისაშვილი გარდაიცვალა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ N5 დაიბეჭდა ელისაბედ ღოღობერიძისას წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას კულაშსა და სხვა სოფლებში შეგროვებული ფული (104 მანეთი 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ანეტა, მელქისედეკ და ნესტორ მიქელაძეები, რაფიელ ბოთურაშვილი და სხვები.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N5) დაიბეჭდა ელისაბედ ღოღობერიძის წერილი რედაქტორის სახელზე. მან რედაქციას კულაშსა და სხვა სოფლებში შეგროვებული ფული (104 მანეთი და 60 კაპიკი) გაუგზავნა. შემომწირველთა შორის იყვნენ: ვანო სტურუა და სოფელ კულაშის უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებლის მოწაფეები.

