რეგისტრირებული ფაქტები87466
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს ხოჯა ალი მახაჭკაძე ბათუმის ოთხგანყოფილებიან სკოლაში საღვთო სჯულს ასწავლიდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სოლომონ ზანდუკელი იყო დუშეთის მაზრის ხაზინადარი.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 15 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებაზე დირექტორად აირჩიეს დავით ივანეს ძე ავალიშვილი.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს ელენე ივანეს ასული ხიმშიევისა კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს იულია ივანეს ასული სარაჯევისა კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს ელენე ს. გვარამაძისა კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს ელენე დ. მოზდოკელოვისა კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს პ. იაკობის ძე პოპოვი კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს ეფროსინე იაკობის ასული ჭიჭინაძისა კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს მასწავლებელი ალექსანდრა ივანეს ასული ხახიშვილი ამავე დროს კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წელს გრიგოლ მიხეილის ძე ბურდული კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტის წევრი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 23 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ყველანაირი ქართული წიგნი.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის ქართული წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის მიერ შედგენილი მოძრავი ანბანი, რომელიც ღირდა 1 მანეთი.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 28 მარტის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, სიღნაღის დეპუტატი იყო ყულიჯანოვი.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 23 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის წიგნის მაღაზია მდებარობდა ლორის მელიქოვის ქუჩაზე, ზუბალოვის სახლში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 6 ოქტომბრის გაზეთ „კლდის“ ცნობით, გენერალმა ფრიდრიხ ფონ კრესმა 1-ლ ოქტომბერს ინახულა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზი.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე ანასტასია მიხეილის ასულ წერეთელს უფლება მისცეს სახლში წაღებით ესარგებლა წიგნსაცავიდან „დროების“ 1882 წლის ნომრებით.
1865
ტიპი: ღონისძიება
1865 წელს თბილისში დაარსდა სამმართველო, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა იმ ადამიანების არჩევა, რომლებიც სოფლებში სხვადასხვა თანამდებობას დაიკავებდნენ. სამმართველოში უნდა აერჩიათ: სოფლის მამასახლისები, მათი თანაშემწეები და სოფლის მსაჯულები. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა „სტატსკი სოვეტნიკი“ მამაცაშვილი.
1865
ტიპი: ღონისძიება
1865 წელს თბილისში დაარსდა სამმართველო, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა იმ ადამიანების არჩევა, რომლებიც სოფლებში სხვადასხვა თანამდებობას დაიკავებდნენ. სამმართველოში უნდა აერჩიათ: სოფლის მამასახლისები, მათი თანაშემწეები და სოფლის მსაჯულები. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა „კოლლეჟსკი სოვეტნიკი“ გურამიშვილი.
1865
ტიპი: ღონისძიება
1865 წელს თბილისში დაარსდა სამმართველო, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა იმ ადამიანების არჩევა, რომლებიც სოფლებში სხვადასხვა თანამდებობას დაიკავებდნენ. სამმართველოში უნდა აერჩიათ: სოფლის მამასახლისები, მათი თანაშემწეები და სოფლის მსაჯულები. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობდა „სტატსკი სოვეტნიკი“ დოლინსკი.

