რეგისტრირებული ფაქტები93566
სორტირება თარიღი კლებადობით
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წელს ილია ჭავჭავაძემ თავის მოურავს, მოსე მემარნიშვილს წერილით სთხოვა, რომ თუ ხელისუფლება საგურამოში ჯარს გაგზავნიდა, ყველა ღონე ეხმარა, რათა მოსახლეობა არ დაეწიოკებინათ, თუ ამას ვერ შეძლებდა, სასწრაფოდ შეეტყობინებინა მისთვის, რომ პირადად ასულიყო და საქმის მშვიდობიანად მოგვარებაზე ეზრუნა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წელს გამართულ თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო საგანგებო კრებაზე ილია ჭავჭავაძეს დაბრუნება სთხოვეს, მაგრამ მან უარი განაცხადა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის სასწავლებლის შენობაში გამართულ სამღვდელოების კრებაზე ილია ჭავჭავაძემ სიტყვა წარმოთქვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის მნიშვნელობის შესახებ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვთან წარგზავნილ დეპუტაციას. დელეგაციამ მეფისნაცვალს სთხოვა, ამბოხებული გურულების დასასჯელად დამსჯელი რაზმი არ გაეგზავნა, რადგან ასეთ შემთხვევაში აჯანყება უფრო ფართო მასშტაბს მიიღებდა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წელს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის რწმუნებულთა კრებაზე დადგა ბანკის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ილია ჭავჭავაძის შემცვლელის არჩევის საკითხი.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წელს ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და გიორგი ჟურულთან ერთად სასტუმროში დაბინავდა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის ყოფილ მარშალთან, დავით მელიქიშვილსა და გიორგი ჟურულთან ერთად გრაფ დიმიტრი სოლსკის კომისიაში მონაწილეობის მისაღებად საგანგებო მატარებლით პეტერბურგში გაემგზავრა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ილია ჭავჭავაძე ფრეილინის ქუჩაზე დაესწრო სხდომას, რომელზეც განიხილეს კანონი სახელმწიფო სათათბიროს მოწვევის შესახებ.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ილია ჭავჭავაძე მინისტრთა კომიტეტის კანცელარიაში გამოცხადდა სახელმწიფო სათათბიროში კავკასიის მხარიდან დეპუტატთა არჩევის დებულების პროექტის წინასწარ განხილვაზე.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ილია ჭავჭავაძის სახლში აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, იაკობ გოგებაშვილი და სხვა ქართველი მოღვაწეები ავტოკეფალიის აღდგენის საკითხზე მოსალაპარაკებლად შეიკრიბნენ.
1905
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1905 წელს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის გამგეობის გადაწყვეტილებით, ილია ჭავჭავაძეს ოცდაათწლიანი სამსახურისთვის, თანამდებობის დატოვების შემდეგ ხელფასი შეუნარჩუნეს.
1905
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1905 წელს ილია ჭავჭავაძე თავის სახლში მიიწვია მეფისნაცვალმა ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა და სთხოვა, ნიკო ნიკოლაძესთან ერთად მონაწილეობა მიეღო გრაფ დიმიტრი სოლსკის კომისიაში.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს დავით სარაჯიშვილის სახლში ქართველი საზოგადო მოღვაწეები შეიკრიბნენ მეფისნაცვალთან კიდევ ერთი დეპუტაციის გაგზავნაზე მოსალაპარაკებლად.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ილია ჭავჭავაძემ კავკასიის მეფისნაცვლის კანცელარიიდან მიიღო მივლინება პეტერბურგში გასამგზავრებლად და გრაფ დიმიტრი სოლსკის თავმჯდომარეობით დაგეგმილ განსაკუთრებულ თათბირში მონაწილეობის მისაღებად. შეკრების მიზანი იყო კავკასიის ადგილის განსაზღვრა რუსეთის საკონსტიტუციო წყობილებაში და სახელმწიფო სათათბიროში დეპუტატთა არჩევის დებულების შემუშავება.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წელს ილია ჭავჭავაძეს სახელმწიფო კანცელარიამ დიმიტრი სოლსკის დავალებით აცნობა, რომ მასთან წარსადგენად მარიას სასახლეში უნდა გამოცხადებულიყო.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წელს ილია ჭავჭავაძემ ილია წინამძღვრიშვილს ნოტარიალურად დაამოწმებინა ანდერძი, რომლის მიხედვითაც მისი გარდაცვალების შემდეგ მთელი უძრავ-მოძრავი ქონება დარჩებოდა მის მეუღლეს, ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძეს, ხოლო ოლღას გარდაცვალების შემდეგ საგვარეულო ქონება გადაეცემოდა კანონიერ მემკვიდრეებს, ილიას მიერ შეძენილი უძრავი და მოძრავი ქონება კი – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წელს გრაფ დიმიტრი სოლსკის მიერ მიწვეული ილია ჭავჭავაძე მარიას სასახლეში სიტყვით გამოვიდა საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და ამხილა რუსეთის იმპერიალისტური პოლიტიკის ნაკლოვანებები. შეკითხვაზე, რამდენად გონივრული იყო, ქართული დეპუტაცია შესულიყო იმპერიის სახელმწიფო საბჭოში, ვრცლად დაასაბუთა ასეთი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წლიდან ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე სულთან-კრიმ-გირეი კავკასიის მეფისნაცვლის მოადგილე იყო სამოქალაქო დარგში.

